სათესი მოწყობილობები > SFOGGIA "კალიბრას სერიის ზუსტი თესვის პნევმატური სათესი"

 

კალიბრას სერიის ზუსტი თესვის პნევმატური სათესი

მწარმოებელი: შპს. სფოჯია, იტალია

http://www.sfoggia.com/images/catalogo/4/%7B810B43D0-96A9-485C-A60D-7EF41381D4CC%7D_007.jpg

კალიბრას სერიის ზუსტი თესვის პნევმატური სათესი გათვალისწინებულია როგორც ველში, ასევე სათბურებში, წვრილთესლოვანი ბოსტნეული კულტურებისა და ჭარხლის დასათესად. ახალი კონცეპციისა და უნივერსალურობის გამო მსგავსი ტიპის მანქანებს შორის ტექნიკური მონაცემების მიხედვით ამ მანქანამ პირველი ადგილი დაიჭირა. ეს მოხდა იმის გამო, რომ მისი კონსტრუქცია მიმართული იყო მებოსტნეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. კალიბრას სერიის სათესების რევოლუციური ტექნიკური მახასიათებელი მდგომარეობს სათეს სექციებში: თითოეული სათესი აპარატი, სათესი დისკების სახის მიხედვით, საშუალებას იძლევა იწარმოოს ერთი, ორი და სამ მწკრივიანი დათესვა. კალიბრას სერიის სათესი უნივერსალურია და მარტივად გადაწყობადია; თესვის სახის შესაცვლელად საკმარისია შეიცვალოს სათესი დისკი და სახნისი, დანარჩენი ყველა ნაწილი რჩება უცვლელი.

http://www.sfoggia.com/images/catalogo/4/%7BB27B0C59-0CAD-4E37-851A-513C6805C650%7D_002.jpghttp://www.sfoggia.com/images/catalogo/4/%7BDFA2A573-4175-4AD9-9412-01E18BF8CB3A%7D_001.jpg
http://www.sfoggia.com/images/catalogo/4/%7BFED06520-CE68-43B8-A901-2AC50C2579BB%7D_009.jpg

კალიბრის სერიის სათესებზე დამონტაჟებულია ორი ტურბინა, ერთი წნევის შესაქმნელად, ხოლო მეორე შემწოვია და მისი დანიშნულებაა უზრუნველყოს მაქსიმალური გამოსავლიანობა და თავიდან აიცილოს ტენის დაგროვება სათესი აპარატების შიგნით. მეორე მნიშვნელოვანი ტექნიკური მახასიათებელია სათესი დისკი;თავისი ზომით ის ყველაზე დიდია ანალოგიურ სათესებში გამოყენებულ დისკებს შორის.

გამოყენება: კალიბრას სერიის სათესებით შესაძლებელია დაითესოს სალათა, სტაფილო, ნიახური, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ბოლოკი, ოხრახუში, ხახვი, კომბოსტო, ისპანახი, ჭარხალი და სხვა მსგავსი თესლის მქონე კულტურები.


დაწვრილებითი აღწერა