La Truffe

  

ევროპული რესტორანი La Truffe ლა ტრუფე

თბილისი, თამარაშვილის ქ. №4ა

+995 32 2 18 09 03

+995 591 41 00 46

truffe_la@yahoo.com

La Truffe

www.bigsale.ge/la-truffe
Back to Category
 
დამატებულია: 30.07.14

La Truffe - კომფორტული და ელეგანტური ბარ-რესტორანი ქალაქის ცენტრში - მოლოდინს არავის უცრუებს. ყოველ მორიგ დღეს, შეფ-მზარეული სტუმრებს თავისი საავტორო ჰიტებით ანებივრებს და ყველასათვის საყვარელ, პოპულარულ კერძებს სთავაზობს იტალიური, ფრანგული თუ იაპონური სამზარეულოებიდან.

La Truffe-ს ძირითადად ფრანგულ-იტალიურ მენიუს „სახლურიც“ კი შეიძლება ვუწოდოთ, იმდენად სადა და თან ბუნებრივად მადის აღმძვრელი კერძებისგან შედგება ის. აქ პურსაც ადგილზე აცხობენ - სხვადასხვა სახეობისას, იტალიური ფქვილის გამოყენებით. შეფ-მზარეული ყოველ მორიგ კერძში უმაღლესი ხარისხის პროდუქტს იყენებს, მათ შორისაა იტალიიდან ჩამოტანილი მრავალი სახეობის ზეითუნის ზეთი, იტალიური ყველი და ძეხვი, ნაღები და ფირმა „ჩეკოს“ მაკარონები. თითოეულ კერძს აქ განსაკუთრებული მონდომებითა და სიყვარულით ამზადებენ და ყოველ მორიგ სტუმარს უქმნიან განცდას, რომ სწორედ ისაა ყველაზე საპატიო სტუმარი.

თბილისურ რესტორნებს შორის მხოლოდ La Truffe-ში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრიუფელის სოკოთი დამზადებული საფირმო კერძები: სუპი, რავიოლი, რიზოტო, ტალიატელი. აქვე დაგხვდებათ უგემრიელესი დესერტების ფართო არჩევანი, რომელიც არა მარტო ტკბილეულის მოყვარულებზეა გათვლილი.

საღამოხანს La Truffe-ში ვახშამს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის შესაბამისი მუსიკალური გაფორმება. სტუმრებისთვის ამ დროს უკრავს ბენდი, ან - DJ, ან გეპატიჟებიან კარაოკეში მონაწილეობის მისაღებად.

საქმიანი შეხვედრები, ფურშეტები, წვეულებები, დაბადების დღეები და კორპორატიული ღონისძიებები - La Truffe-ს მომსახურება თითოეული ამ შემთხვევისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ და აღმოაჩენთ, რომ ამ გარემოში რიგითი საქმიანი შეხვედრაც კი დაუვიწყარი შეიძლება გახდეს.

 

ლა ტრუფე, La Truffe, ევროპული რესტორანი, European Restaurant, ევროპული სამზარეულო, European Cuisine, ფრანგული სამზარეულო, French Cuisine, იტალიური სამზარეულო, Italian Cuisine,  ფრანგული რესტორანი, French Restaurant, იტალიური რესტორანი, Italian Restaurant

 

 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.