bigsale.ge
mTavari kategoriebi reklama saitze siaxleebi kontaqti personalisTvis servisi TqvenTvis

Category

კს `აფხაიძე და კომპანია "კრონას"

მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ქ. თბილისი 2007 წელი

ამ დებულებაში გამოყენებული ზოგიერთი ტერმინის განმარტება

1.1. არბიტრაჟი – კს ~აფხაიძე და კომპანია კრონასთან” არსებული მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი; (შემდგომში არბიტრაჟი)
1.2. დავა – დავა, რომლის განხილვაც ეთხოვა, ან რომელიც დაექვემდებარა არბიტრაჟს;
1.3. მხარე – მხარე იმ დავისა, რომლის განხილვაც ეთხოვა ან დაექვემდებარა არბიტრაჟს. ამასთან, მხარეზე როგორც `მოსარჩელეზე” ან `მოპასუხეზე” მითითება პირობითია და აღნიშნავს არბიტრაჟისადმი მიმართვის რიგითობას;
1.4. არბიტრაჟი – მხარეთა ან თავმჯდომარის მიერ დავის გადასაწყვეტად ამ დებულების მიხედვით არჩეული, დანიშნული არბიტრაჟი (ერთი ან სამი არბიტრი);
1.5. არბიტრი –არბიტრაჟის წევრი ;
1.6. საარბიტრაჟო შეთანხმება – დავამდელი ან დავის შემდგომი (საარბიტრაჟო განხილვის დაწყების თარიღამდე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება დავის საარბიტრაჟო განხილვის გზით მოწესრიგების თაობაზე; ამასთან თუ მხარეებს შორის არსებობს რამოდენიმე ასეთი შეთანხმება ძალაშია უფრო გვიან შეთანხმებული;
1.7. არბიტრაჟის თავმჯდომარე _– კს ~აფხაიძე და კომპანია კრონას~ მიერ სპეციალურად დანიშნული პირი, ასევე, საარბიტრაჟო კოლეგიის მიერ კონკრეტული საქმის განხილვისას არჩეული ერთერთი წევრი;
1.8. არბიტრაჟის გადაწყვეტილება - არბიტრაჟის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, არბიტრის ან კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლითაც საარბიტრაჟო დავა არსებითად წყდება;
1.9. დადგენილება - არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება;
1.10. ბრძანება – არბიტრაჟის თავმჯდომარის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ არბიტრის ან კოლეგიის წევრის დანიშვნის ან საქმისაგან აცილების გამო მიღებული გადაწყვეტილება;

2. ზოგადი დებულებანი

2.1. არბიტრაჟი წარმოადგენს სამოქალაქო დავების კერძო საარბიტრაჟო განხილვის დამოუკიდებელ, მუდმივმოქმედ ინსტიტუტს, რომელიც მოქმედებს კერძო არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონისა და საკუთარი დებულების შესაბამისად;
2.1. არბიტრაჟი აღიარებს საერთაშორისო და საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დაფუძვნებულ ძირითად პრინციპებს, განხილვის პროცედურა დაფუძვნებულია საქართველოს კანონის კერძო არბიტრაჟის შესახებ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებების მიხედვით, საარბიტრჟო წარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპებით;
2.2. საარბიტრაჟო განხილვისას არბიტრაჟი და მხარეები ვალდებულნი არიან იმოქმედონ ამ დებულების შესაბამისად. თუ აღმოჩნდება, რომ დებულების რომელიმე ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან იურიდიული ძალის არ მქონეა, ეს ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს მის დანარჩენ ნაწილებსა და მთლიანად დებულებაზე;
2.3. დებულებით მოუწესრიგებელი ნებისმიერი პროცედურული საკითხის გადაწყვეტისას არბიტრაჟი უფლებამოსილია განახორციელოს კანონით აუკრძლავი, ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება მოდავე მხარეეთა ინტერესების გათვალისწინებით;

2.4. არბიტრაჟის თავმჯდომარე, არბიტრები, მხარეები, ექსპერტები, მოწმეები და სხვა მონაწილე პირები, ვალდებულნი არიან სრული საიდუმლოებით შეინახონ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მათთვის ცნობილი გახდა საარბიტრაჟო განხილვაში მათი მონაწილეობის შედეგად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან;
2.5. არბიტრაჟმა უნდა დაადგინოს სამართალი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს დავის მატერიალური სამართლის საკითხების გადაწყვეტა მხარეთა არჩევანის ან `საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე;

3 საარბიტრაჟო შეთანხმება

3.1. საარბიტრაჟო შეთანხმებაში უნდა აღინიშნოს მხარეთა დასახელება და მისამართი, დავის საგანი, შეთანხმების დრო და ადგილი;
3.2. საარბიტრაჟო შეთანხმება, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების ნაწილს, განიმარტება, როგორც შეთანხმება, რომელიც დამოკიდებული არ არის ხელშეკრულების სხვა პირობებზე; ხელშეკრულების ბათილად ცნობა თავისთავად არ გამოიწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილობას.

4. არბიტრაჟის ფორმირება და ორგანიზაცია

4.1. ამ დებულების მიხედვით არბიტრაჟის საქმიანობას ორგანიზებას უწევს არბიტრაჟის თავმჯდომარე, რომელსაც ენიჭება წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა მუდმივმოქმედი არბიტრაჟისადმი;
4.2. არბიტრაჟს ჰყავს რეგისტრატორი, რომელიც ანხორციელებს კომუნიკაციებს მხარეებსა და არბიტრაჟს შორის და უზრუნველყოფს საქმის მომზადებას; ხოლო საჭიროების შემთხვევაში ასრულებს სხდომის მდივნის ფუნქციებს;
4.3. არბიტრაჟი შეიძლება შედგეს ერთი, სამი ან ხუთი არბიტრისგან, რომელთა არჩევისა და დანიშვნის პირობები და წესი განისაზღვრება მეხუთე თავით;
4.4. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით განსაზღვრული არ არის არბიტრთა რაოდენობა, მაშინ იგი განისაზღვრება არბიტრაჟის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მხარეთა სურვილისა და დავის სირთულის გათვალისწინებით;
4.5. არბიტრთაA შერჩევა ხდება კონკრეტული საქმის ყველა გარემოებისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი იმ მოთხოვნებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს არბიტრობის კანდიდატები;
4.6. არბიტრაჟის სხდომები დახურულია, თუ ორივე მხარე არ მოითხოვს ღია განხილვის გამართვას.
4.7. საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს წერილობით. თუ საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს და არბიტრაჟი ამას მისაღებად ჩათვლის, საპროცესო მოქმედებათა შესახებ შესაძლოა შედგეს სხდომის ოქმი.
4.8. საარბიტრაჟო სხდომის მდივნის მიმართ დასაშვებია აცილება არბიტრის აცილებისათვის დადგენილი წესის მიხედვით.
4.9. საარბიტრაჟო განხილვა იმართება მხარეთა მიერ დადებული საარბიტრაჟო შეთანხმების ენაზე, ხოლო თუ სააარბიტრაჟო შეთანხმება ერთზე მეტ ენაზეა, მაშინ იმ ენაზე, რომელსაც ენიჭება უპირატესობა;
4.10. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს მხარეთა შეთანხმება საარბიტრჟო განხილვის ადგილის შესახებ ასეთად ჩაითვლება მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ადგილსამყოფელი.

5. არბიტრაჟის დანიშვნა

5.1. არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა და მათი დანიშვნის წესი განისაზღვრება მხარეთა მიერ.
5.2. მხარეებს უფლება აქვს თვითონ აირჩიონ არბიტრები არბიტრთა სიიდან, რის თაობაზეც საქმის განხილვის დაწყებამდე წერილობით უნდა მიმართონ არბიტრაჟის თავმჯდომარეს.
5.3. მხარეებს უფლება აქვთ არბიტრის დანიშვნის უფლება გადასცენ სხვა პირს;
5.4. არბიტრაჟის წევრად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან მოქალაქეობის არ მქონე პირი;
5.5. სასურველია არბიტრს ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი;
5.6. ერთწევრიანი არბიტრაჟის შემთხვევაში არბიტრად ინიშნება მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმებით არჩეული არბიტრი არბიტრთა სიიდან;
5.7. სამწევრიანი არბიტრაჟის შემთხვევაში არბიტრად ინიშნებიან მხარეთა მიერ არჩეული თითო არბიტრი და ამ არბიტრების მიერ ურთიერთშეთანხმებით არჩეული მესამე არბიტრი, რომელიც ინიშნება არბიტრაჟის თავმჯდომარედ; არბიტრთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში მესამე არბიტრს ნიშნავს – არბიტრაჟის თავმჯდომარე.
5.8. თუ არბიტრაჟის თავმჯდომარე, დავის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავლის და მხარეებიც თანხმობას განაცხადებენ, არბიტრაჟი შეიძლება შეიქმნას ხუთი არბიტრისაგან. ასეთ შემთხვევაში თითოეული მხარე ირჩევს ორ-ორ არბიტრს, ხოლო მეხუთე არბიტრი აირჩევა უკვე არჩეული არბიტრების მიერ არანაკლებ სამი ხმით და იგი ინიშნება არბიტრაჟის თავმჯდომარედ. თუ მათ ვერ აირჩიეს მეხუთე არბიტრი, მას – არბიტრაჟის თავმჯდომარე ნიშნავს;
5.5. თუ დავაში მონაწილე მხარეებმა დათქმულ ვადაში წერილობით არ გამოხატეს თავიანთი სურვილი არბიტრის დანიშვნის თაობაზე ასეთ შემთხვევაში მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმება გაიგება, როგორც მხარეთა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ არბიტრაჟს ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარე;
5.6. არბიტრაჟის თავმჯდომარე ნიშნავს არბიტრებს მას შემდეგ, რაც დადგენილ ვადაში მიიღებს მოპასუხის შესაგებელს, ან როცა გავა შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრული დრო.
5.7. მხარეთა წინასწარი შეთანხმება, არბიტრის დანიშვნაზე გაიგება, როგორც მხარეთა შეთანხმება წარადგინონ არბიტრის/არბიტრების/ კანდიდატურა( და არა დანიშნონ არბიტრები,) მხოლოდ არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია დანიშნოს წარმოდგენილი კანდიდატურა არბიტრად იმ პირობით, რომ იგი აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ პირობებს.
5.8. არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია უარი თქვას მხარეთა ან მესამე პირის მიერ წარდგენილ არბიტრების დანიშვნაზე, თუ მიიჩნევს რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ ამ დებულების 5.13-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, ან არ არინ დამოუკიდებელნი, ან მიუკერძოებელნი;
5.9. არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ არბიტრების დანიშვნამდე ყოველმა არბიტრმა უნდა წარადგინოს თავისი ნამსახურობის ნუსხა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ადრინდელი და ამჟამინდელი პროფესიული საქმიანობა და სამუშაოს ადგილი. არბიტრმა ხელი უნდა მოაწეროს ჰონორარის შესახებ ხელშეკრულებას,
5.10. თუ სამწევრიანი არბიტრაჟის ერთი წევრი, ან ხუთწევრიანი არბიტრაჟის ერთი ან ორი წევრი სისტემატურად არ ასრულებს თავის მოვალეობას, დანარჩენ არბიტრებს უფლება აქვთ არბიტრაჟის თავმჯდომარის, მხარეებისა და ამ არბიტრისათვის /არბიტრებისათვის/ შეტყობინების შემდეგ, გააგრძელონ საქმის განხილვა (ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების უფლებით);
5.11. არბიტრაჟის თავმჯდომარეს უფლება აქვს უფლებამოსილება შეუწყვიტოს დანიშნულ არბიტრს და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა არბიტრი თუ:

• არბიტრმა წერილობით განაცხადა, რომ არ სურს თავისი ფუნქციების შესრულება და ამ განცხადების პირი გადაეცა ყველა მხარეს და არბიტრაჟის დანარჩენ წევრებს (თუ არიან ასეთები);
• არბიტრმა წერილობით განაცხადა თვითგანრიდების შესახებ და ამ განცხადების პირი გადაეცა ყველა მხარეს და არბიტრაჟის დანარჩენ წევრებს (თუ არიან ასეთები), ან არბიტრი სერიოზულად დაავადდა, ან თავისი ფუნქციების შესასრულებლად უუნარო აღმოჩნდა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა ერთ-ერთმა მხარემ, ან ითხოვეს დანარჩენმა არბიტრებმა;
• არბიტრაჟის თავმჯდომარე, ან მხარეები მიიჩნევენ, რომ არბიტრი განზრახ ან სისტემატურად არღვევს საარბიტრაჟო შეთანხმების პირობებს (მათ შორის ამ დებულებას), ან სამართლიანად და მიუკერძოებლად არ განიხილავს საქმეს, ან ჯეროვნად არ ასრულებს თავის ფუნქციებს;

5.12. არბიტრის გარდაცვალების შემთხვევაში არბიტრაჟის თავმჯდომარეს უფლება აქვს დანიშნოს სხვა არბიტრი. ასეთ შემთხვევაში ახალი არბიტრი აირჩევა და ინიშნება იმავე წესითა და პირობებით, როგორც მისი წინამორბედი.
5.13. არბიტრაჟის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნრიანოი პირი; პოლიტიკური თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე; მსაჯავრდებული პირი, რომელსაც შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა განზრახ დანაშაულისათვის; მხარის ან მისი წარმომადგენელის მეუღლე, შვილი, დედა, მამა და ან ძმა;
5.14. იმ შემთხვევაში, როცა არბიტრაჟი მოქმედებს ერთზე მეტი არბიტრის შემადგენლობით, არბიტრაჟის თავმჯდომარეს სხვა დანარჩენი არბიტრების წინასწარი თანხმობით, შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება საქმის განხილვის საპროცესო საკითხებზე;
5.15. თუ მხარეები არ შეთანხმებულან გადაწყვეტილების გამოტანის ვადაზე და გადაწყვეტილება გამოტანილი არ იქნა არბიტრაჟის ფორმირებიდან ერთი თვის ვადაში, არბიტრაჟი უნდა გადადგეს, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ იქნა დადგენილი. ამ შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან ათი დღის ვადაში დანიშნონ არბიტრაჟის ახალი წევრები.
5.16. საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში არბიტრაჟის წევრი შეიძლება გადაყენებული იქნას საკუთარი ან ერთ ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე;
5.17. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, არბიტრაჟის წევრის თხოვნის საფუძველზე არბიტრაჟს გამოაქვს გადაწყვეტლება მისი გადადგომის შესახებ, რაც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში

6. არბიტრის აცილება
6.1. არბიტრაჟის წევრები მხარეთაგან დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი უნდა იყვნენ და უნდა აკმაყოფილებდნენ ამ დებულებითა და საქართველოს კანონით არბიტრაჟის შესახებ დადგენილ მოთხოვნებს. არბიტრაჟის წევრობის ნებისმიერი კანდიდატი, ისევე როგორც თითოეული მხარე, ვალდებულია არბიტრაჟის დაკომპლექტებამდე სრულად გაამხილოს ნებისმიერი გარემოება, რამაც შეიძლება საეჭვო გახადოს, რომელიმე არბიტრის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ან გამოიწვიოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა;
6.1. პირი, რომელიც დაინიშნება არბიტრაჟის წევრად ვალდებულია აცნობოს მხარეებს და არბიტრაჟს იმ გარემოებათა გამო, რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებსმის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას;
6.2. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს არბიტრაჟის წევრის აცილება თუკი არსებობს ამ დებულების 5.13-ე მუხლში აღნიშნული გარემოებები, ასევე უფლება აქვს განაცხადოს არბიტრის აცილების შესახებ, თუ არსებობს გარემოებები, რომლებიც საფუძვლიან ეჭვს იწვევენ არბიტრის მიკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში;
6.3. აცილება შეიძლება გაცხადებულ იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ არბიტრი არ ფლობს იმ კვალიფიკაციას ან საარბიტრაჟო განხილვის ენას , რომელიც საჭიროა დავის განხილვისათვის;.
6.4. არბიტრის აცილების მოთხოვნა გაცხადებული უნდა იქნას 10 დღის ვადაში მხარისათვის არბიტრაჟის დაკომპლექტების შეტყობინების, ან ახლად აღმოჩენილი გარემოებების აღმოჩენის დღიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღმომჩენ მხარეს უნდა სცოდნოდა და განეცხადებინა ამ გარემოების შესახებ;
6.5. არბიტრაჟის თავმჯდომარემ უნდა განიხილოს მიუკერძოებლობის დამაეჭვებელი გარემოებები, ისიევე, როგორც არბიტრის აცილების მოთხოვნის ყოველი ცალკეული შემთხვევა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება; არბიტრაჟის თავმჯდომარემ შეიძლება განიხილოს ხანდაზმულობის ვადის დარღვევით გაცხადებული აცილების მოთხოვნაც და ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში არბიტრაჟი უფლებამოსილია, რომ აცილებული არბიტრის გასამრჯელო ან მისი ნაწილი დააკისროს განმცხადებელ მხარეს;
6.6. თუ არბიტრაჟის წევრი, რომლის აცილების საკითხი დაისვა თვითონ არ ამბობს უარს არბიტრაჟის წევრობაზე, ან თუ მეორე მხარე არ არის თანახმა აცილებაზე, მაშინ აცილების საკითხს წყვეტს საქმის განმხილველი არბიტრაჟი ან არბიტრაჟის თავმჯდომარე;

7 საარბიტრაჟო განხილვის ხარჯი

7.1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯი შედგება, საარბიტრაჟო მოსაკრებლის, დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებისაგან და არბიტრაჟის გარეშე ხარჯებისაგან,
7.2. არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს შეადგენს ადვოკატის მომსახურეობაზე გაწეული სახსრები; დაკარგული ხელფასი, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე სხვა ხარჯები;
7.3. არბიტრაჟის თავმჯდომარემ მხარეებს შეიძლება განუსაზღვროს საავანსო თანხის ოდენობა, რომელიც შეიტანება არბიტრაჟის ანგარიშზე;
7.4. არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს საბანკო, ან მისთვის მისაღები სხვა გარანტია. ამასთან, საავანსო თანხის გადაუხდელობა, დაგვიანებით გადახდა, ან ზემოაღნიშნული გარანტიის წარმოუდგენლობა საკმარისი საფუძველია საარბიტრაჟო განხილვის შესაწყვეტად;
7.5. საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდება: საარბიტრაჟო პრეტენზიაზე; შეგებებულ სარბიტრაჟო პრეტენზიაზე;მესამე პირის დამოუკიდებელ საარბიტრაჟო პრეტენზიაზე;
7.6. პრეტენზიის ფასი განისაზღვრება:
• თანხის ანაზღაურების პრეტენზიაზე _ მოთხოვნილი თანხის 2%-ით; მაგრამ არანაკლებ 200 ლარისა;
• ქონების გამოთხოვის პრეტენზიაზე _ გამოსათხოვი ქონების ღირებულების 2%-ით, მაგრამ არანაკლებ 200 ლარისა;
• გ)გარკვეული მოქმედების, ან უმოქმედობის შესახებ პრეტენზიაზე _ მოსარჩელის ქონებრივი ინტერესების შესაბამისად;
• არაქონებრივ დავებზე 300 ლარის ოდენობით;
7.7. საარბიტრაჟო მოსაკრებელი, მიუხედავად დავის საგნის ღირებულებისა არ შეიძლება აღემატებოდეს 10 000 ლარს;
7.8. პრეტენზიაში, რომელიც შედგება რამდენიმე მოთხოვნისაგან თითოეული მოთხოვნის ღირებულება ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს, ასეთ შემთხვევაში სარჩელის ფასი განისაზღვრება ყველა მოთხოვნის საერთო ღირებულებით;
7.9. არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამისილია, მიიღოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსაკრებელის გადახდისაგან ნაწილობრივ განთავისუფლების, მისი განაწილვადების, ან გადახდის გადავადების თაობაზე და ასეთი დააკისროს რომელიმე მხარეს საქმის დასრულების შემდეგ თუ იარსებებს მხარეთა წერილობითი შეთანხმება საარბიტრაჟო ხარჯების თაობაზე.
7.10. თუ პრეტენზიის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობას განსაზღვრავს არბიტრაჟის თავმჯდომარე;შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება, ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება;
7.11. დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:
მოწმეების, სპეციალისტების და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;
თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;
ადგილობრივ დათვალიერებაზე გაწეული ხარჯები;
ექსპერტიზის ხარჯები;
7.12. არბიტრაჟის თავმჯდომარეს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია შეამციროს საარბიტრაჟო მოსაკრებელი
7.13. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯის გადახდას არბიტრაჟი დააკისრებს მთლიანად ერთ-ერთ მხარეს, ან მხარეებს გარკვეული პროპორციით. არბიტრაჟის გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის ხარჯის დაკისრების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგნელი ნაწილია
7.14. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯის გარდა, არბიტრაჟის გადაწყვეტილებით ერთ-ერთ მხარეს შეიძლება დაეკისროს მეორე მხარის მიერ საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებით გაწეული იურიდიული ხარჯების მთლიანად, ან ნაწილობრივ ანაზღაურება;

8. საარბიტრაჟო განხილვის ვადა
საარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვის ვადა არის ერთი თვე;
იმ შემთხვევაში თუ ერთი თვის ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული არბიტრაჟი უნდა გადადგეს;
განხილვის ვადაში არ ჩაითვლება პერიოდი, რომელშიც საქმის განხილვა შეჩერებული იქნა ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

9. საარბიტრაჟო შეტყობინება
9.1. არბიტრაჟი ვალდებულია მხარეს წერილობით აცნობოს არბიტრაჟის ყოველი სხდომის ჩატრების დრო და ადგილი, სულ ცოტა 3 დღით ადრე შესაბამისი სხდომის გამართვამდე;თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი;
9.2. შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ადრესატის მიერ სპეციალურად მითითებულ საკომუნიკაციო მისამართზე. ასეთი მისამართის არარსებობის შემთხვევაში შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ადრესატის, არბიტრაჟის თავმჯდომარისათვის ცნობილ საბოლოო საცხოვრებელ ან საქმიანობის ადგილის მისამართზე;
9.3. დაბარების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს :
• არბიტრაჟის ზუსტ დასახელებას და მისამართს;
• საქმის დასახელებას;
• არბიტრაჟში დაბარებული პირის ვინაობას, აგრეთვე იმას თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული, მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას გამოსაყენებელი ზომების შესახებ;
• მითითებას გამოუცხადებლობის შეგედებზე და ვალდებულებას აცნობოს არბიტრაჟს გამოუცხადებლობის მიზეზები;
9.4. წერილობითი შეტყობინება მიღებულად ითვლება თუ იგი ჩაბარდა ადრესატს პირადად, ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილას ან და იურიდიულ მისამართზე;
9.5. მხარეები და მათი წარმომადგენლები აგრეთვე მოწმეები ექსპერტები, და სპეციალისტები შეიძლება დაბარებული იქნან ტელეფონოგრამით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით, ან სხვა ტექნიკური საშუალებებით ტექნიკური საშუალებებით დაბარებისას რეგისტრატორი ადგენს აქტს.
9.6. არბიტრაჟი ვალდებულია მიღებიდან ორი დღის ვადაში მხარეს გაუგზავნოს მეორე მხარისაგან მიღებული ყოველი განცხადების, დოკუმენტის, თხოვნის ინფორმაციის ასლი თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი;
9.7. თუ შეტყობნების მიმღებმა უარი განაცხადამის მიღებაზე, ამის შესახებ უმნდა გაკეთდეს სათანადო აღნიშვნა. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება და არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს საქმე;
9.8. მხარეები ვალდებულნი არიან აცნობონ არბიტრაჟს საარბიტრაჟო საქმის წარმოებისას თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას შეტყობინება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და უწყება ჩაბარებულად ითვლება თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
9.9. თუ საქმის წარმოება არბიტრაჟში მინდობილი აქვს ერთერთ თანამონაწილეს შეტყობინება უნდა ჩაბარდეს მას, რომელიც ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს, შეტყობინების ჩაბარება იმ თანამონაწილესათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს, უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილესათვის
9.10. თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, არბიტრაჟი აკეთებს საჯარო შეტყობინებას;
9.11. შეტყობინება ჩაბარებულად საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან 1 კვირის შემდეგ;
9.12. თუ ადრესატი დროებით წასულია არბიტრაჟს უნდა ეცნობოს სად არის წასული და როდის მოელიან მის დაბრუნებას. ეს ცნობები დადსტურებული უნდა იქნას ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ან, სამუშაო ადგილის ადმინისტრაციის მიერ
9.13. შეტყობინება გაგზავნილად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს პირადად ჩაბარდა, ან გაიგზავნა რეგისტრირებული ფოსტით, ტელექსის, ტელეფაქსის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით, რომელიც იძლევა გაგზავნის დადასტურების ჩანაწერს;
9.14. თუ კი არსებობს გაგზავნის დადასტურება, შეტყობინება მიღებულად (მიწოდებულად) ჩაითვლება იმ დღეს, როცა ის ჩაბარდა ადრესატს ან ადრესატს უნდა მიეღო გამოყენებული საკომუნიკაციო საშუალების სახეობიდან გამომდინარე;
9.15. მიუხედავად ზემოთ თქმულისა, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მეორე მხარეს გაუგზავნოს შეტყობინება იმ წესით, რომელიც განსაზღვრულია მათი წერილობითი შეთანხმებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მხარეთა შორის ჩამოყალიბებული პრაქტიკით, ან სხვა წესებით, რომელსაც განსაზღვრავს არბიტრაჟი;

10. მხარეთა უფლებამოვალეობანი
10.1. მხარეებად არბიტრაჟში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები, აგრეთვე ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები;
10.2. მხარეთა სამოქალაქო საპროცესო ქმედუნარიანობის შესახებ საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად;
10.3. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საარბიტრაჟო –საპროცესო უფლებებით მათ უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერი,გადაიღონ ასლები, წარადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს სპეციალისტებს, განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ არბიტრაჟს ზეპირი და ან წერილობითი ახსნა-განმარტება,წარმოადგინონ თავიანი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებანი საქმის განხილვის დროს წამოჭრილ საკთხებზე; უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები. დასკვნები და მოსაზრებები, კანონით განსაზღვრულ შემთხვევბში მიმართონ სასამართლოს, ისარგებლონ ამ დებულებით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით; მოპასუხეს უფლება აქვს გადაწყვეტილების გამოტანამდე აღძრას შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია , რომელიც განიხილება თავდაპირველ პრეტენზიათან ერთად იმავე წესით;
10.4. ნებისმიერ მხარეს შეუძლია საქმის განხილვის დამთავრებამდე შეცვალოს ან შეავსოს თავისი სასარჩელო მოთხოვნები ან შესაგებელი, რომლის დასაშვებობის საკითხს წყვეტს არბიტრაჟი;
10.5. მხარეებმა უნდა დაამტკიცონ ის გარემოებანი, რომლებზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს.
10.6. მხარეთა შეთანხმებით მხარეს უფლება აქვთ მოითხოვოს გადაწყვეტილების რომელიმე პუნქტის შინაარსის დაზუსტების მიზნით გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილის განმარტება;
10.7. მოთხოვონ შეცდომის გამოასწორება, რომელიც დაშვებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ განგარიშებაში.

11 მესამე პირები

11.1. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, ან მის ნაწილზე შეუძლია მიმართოს არბიტრაჟს ორივე ან ერთერთი მხარის წინააღმდეგ, დამოუკიდებელი საარბიტრაჟო პრეტენზიით.
11.2. მესამე მხარეების საქმეში დაშვება ასევე შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით;
11.3. არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით შეატყობინოს და ჩააბას საქმეში მესამე პირი თუ აშკარაა, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებას შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე;

12 წარმომადგენლობა
12.1. მხარეებს საქმე შეუძლიათ აწარმოონ პირადად, ან წარმომადგენელის მეშვეობით;
12.2. წარმომადგენელის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქეტა მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით, ან იმ ორგანიზაციის მიერ სადაც მუშაობს ან სწავლობს მარწმუნებელი, სტაციონალური სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ თუ მინდობილობას სამხედრო მოსამსახურე გასცემს. საპატიმროში მყოფი პირის მიერ გაცემულ მინდობილობას დაამოწმებს შესაბამისი საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია.
12.3. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი ამასთან, აუცილებელია წარმოდგენილი იქნას ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;;
12.4. საქმის წარმოების შესახებ გაცემულ რწმუნებაში მითიტებული უნდა იქნას, რომ წამომადგენელს უფლებამოსილება აქვს მონაწილება მიიღოს სარბიტრაჟო წარმოებაში. მასში ასევე უნდა აღინიშნოს უფლებამოსილების ვადის და მოცულობის თაობაზე;
12.5. მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს მის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც წერილობით უნდა აცნობოს არბიტრაჟს;უფლებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შეაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას;
12.6. წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამისილებაზე რის შესახებაცდროულად უნდა აცნობოს, როგორც არბიტრაჟს ისე მარწმუნებელს;

13 მტკიცებულებანი

13.1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი,
რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს;
13.2. ამ გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია თვით მხარეთა ახსნა განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით; ექსპერტთა დასკვნებით;
13.3. საქმის გარემოებები, რომლების კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი;
13.4. მტკიცებულებებს არბიტრაჟს წარუდგენენ მხარეები. არბიტრაჟს შეუძლია მხარეებს შესთავაზოს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებანი;
13.5. საკუთარი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით არბიტრაჟს შუძლია მიმართოს სასამართლოს გამოიტანოს დადგენილება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ;
13.6. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს არ გააჩნიათ იურიდიული ძალა;
13.7. არბიტრაჟი არ მიიღებს, არ გამოითხოვს, არ განიხილავს, ან საქმეს განარიდებს იმ მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ;
13.8. არბიტრაჟს შეუძლია ნებაყოფლობით დაკითხოს მოწმეები. თუ მოწმის გამოცხადება შეუძლებელია ნებაყოფლობით, არბიტრაჟს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს მოწმის დაკითხვის შესახებ;
13.9. მოსმენის დაწყებამდე არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი მხარისაგან იმ მოწმეთა შესახებ წინასწარი ინფორმაციის წარმოდგენა, რომლის გამოძახებასაც მხარე აპირებს. ინფორმაციაში უნდა აისახოს მათი ჩვენების საგანი და საარბიტრაჟო განხილვასთან მისი კავშირი;
13.10. არბიტრაჟს შეუძლია განსაზღვროს მოწმის /მოწმეთა/ გამოსვლის დრო. შეაწყვეტინოს მოწმეს ჩვენების მიცემა, თუ იგი სცილდება კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველ საკითხებს;
13.11. მოწმის დაკითხვის შესახებ დგება ოქმი, რომელიც დაერთვება საქმეს

14 საარბიტრაჟო განხილვის პროცედურა

საარბიტრაჟო განხილვის პროცედურას განსაზღვავენ მხარეები.
იმ პირობით, რომ ისინი განუხრელად დაიცავენ
საარბიტრაჟო წარმოების შემდეგ საერთო წესებს:
• ყველა მხარის მიმართ სამართლიანი და მიუკერძოებელი დამოკიდებულების უზრუნველყოფა;
• თითოეული მხარისათვის თავისი პოზიციის დაფიქსირების საკმარისი შესაძლებლობისა და ოპონენტის პოზიციის გაქარწყლების საშუალების მიცემა;
• უსაფუძვლო შეფერხებებისა და ხარჯის თავიდან აცილების და ამგვარად დავის საბოლოო სამართლიანი და ეფექტური გზით გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
14.2. თუ მხარეებს შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება არბიტრაჟის მიერ დადგენილი წესით, მისი დებულების შესაბამისად;
14.3. იმ შემთხვევაში თუ საარბიტრაჟო პრეტენზია აკმაყოფილებს ამ დებულების მეთექვსმეტე მუხლის პირობებს, არბიტრაჟის თავმჯდომარე გადაუგზავნის მას მოპასუხეს (მოპასუხეებს) პრეტენზიის შემოსვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა;
14.4. მოპასუხე მხარემ საარბიტრაჟო პრეტენზიის და ასლების მიღებიდან არბიტრაჟის მიოერ დანიშნულ ვადაში არბიტრაჟს უნდა მიაწოდოს თავის პასუხის საარბიტრაჟო პრეტენზიაზე. არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოპასუხე მხარის მოთხოვნის საფუძველზე გააგრძელოს აღნიშნული ვადა მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 5 დღის ვადით;
14.5. საარბიტრაჟო პრეტენზიაზე პასუხი უნდა შეიცავდეს:

- მოპასუხის გვარს და სახელს, მისამართს და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას;
- კომენტარს მოდავე მხარის მოთხოვნაზე;
- ნებისმიერ შეგებებულ პრეტენზიას (თუ ასეთი არსებობს), რომელიც მოპასუხე მხარეს აქვს ამ მოდავე მხარის მიმართ;
- არბიტრების და სათადარიგო არბიტრების სახელსა და გვარს, საფოსტო მისამართს და სხვა კოორდინატებს;
- საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ სხვა
- საკითხებს (ადგილმდებარეობას, ენებს, არბიტრების რაოდენობას, მათი შერჩევის პირობებს და ა.შ.).
14.6. არბიტრაჟში საქმის განხილვა მიმდინარეოს წერილობით, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი;
14.7. არბიტრაჟს შეუძლია დაადგინოს საქმის ზეპირი მოსმენაც, ზეპირი მოსმენის დაწყებამდე არბიტრაჟი მხარეებს გადასცემს შეკითხვების სია, რომლებზეც მას განსაკუთრებულად და დაწვრილებით სურს პასუხის მოსმენა;
14.8. მხარეს შეუძლია მოითხოვოს საქმის განხილვა მის დაუსწრებლად;
14.9. არბიტრაჟს არ შეუძლია საქმე გადაწყვიტოს მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, მხარე თავს არიდებს არბიტრაჟში გამოცხადებას ახსნა განმარტების მისაცმად, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
14.10. მხარის გამოუცხადებლობა, თუ მას ამ დებულებით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, ხელს არ შეუშლის საქმის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას, თუ გამოუცხადებელმა მხარემ წერილობით არ იშუალდგომლა განხილვის გადადება საპატიო მიზეზის მითითებით;
14.11. შესაგებლის წარმოუდგენლობა მოპასუხეს უფლებას არ ართმევს უარყოს პრეტენზიის მოთხოვნები, ან გამოვიდეს შეგებებული პრეტენზიით საარბიტრაჟო განხილვისას. ამასთან, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულია მხარეთა მიერ არბიტრების კანდიდატურების წარდგენა, შესაგებლის გაუგზავნელობა განიხილება, როგორც უარი მოცემული მხარის მიერ არბიტრის არჩევის შესაძლებლობაზე;
14.12. თუ ამ დებულების მოთხოვნა, ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების, რომელიმე მოთხოვნა არ იყო დაცული და მიუხედავად ამისა მხარე მაინც აგრძელებს მონაწილეობას საარბიტრაჟო განხილვაში ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ, ან თუ ამისათვის გათვალისწინებულა ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წამოაყენებს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე,

15 არბიტრაჟის დამატებითი უფლებამოსილებანი
15.1. თუ მხარეები სხვაგვარად, წერილობითი ფორმით, არ შეთანხმებულან,
არბიტრაჟი უფლებამოსილია:
• გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია
ხარჯის განაწილებასთან;
• გააგრძელოს ან შეამციროს ნებისმიერი ვადა, რომელიც გათ-
ვალისწინებულია საარბიტრაჟო შეთანხმებით, ამ დებულებით,
ან არბიტრაჟის საკუთარი გადაწყვეტილებით;
• დაავალდებულოს ნებისმიერი მხარე წარმოადგინოს ექსპერტიზისათვის საჭირო ნივთი და დოკუმენტაცია, რომელიც ამ მხარის კონტროლის ქვეშ იმყოფება, აგრეთვე ყველა ის დოკუმენტი, რასაც კონკრეტული საქმის განხილვისას არბიტრაჟი საჭიროდ მიიჩნევს;
• მიიღოს გადაწყვეტილება მტკიცების ან სხვა წესების გამოყენების თუ გამოუყენებლობის შესახებ, რომლებიც ეხება დოკუმენტისდაშვებას, შემხებლობას და მნიშვნელობას, აგრეთვე ნებისმიერი ფაქტის, საკითხის და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ;
• განსაზღვროს მხარეთა შორის დოკუმენტების გაცვლის დრო და ფორმა.
• განსაზღვროს მხარეთა შორის დადებული ნებისმიერი კონტრაქტისა და საარბიტრაჟო შეთანხმების შესწორების პროცედურა, რომელიც აუცილებელია რაიმე შეცდომის გამოსასწორებლად, რომელსაც არბიტრაჟი მხარეთა საერთო ინტერესად მიიჩნევს, ოღონდ იმ ფარგლებში,რაც დაშვებულია ამ კონტრაქტისთვის ან/და საარბიტრაჟო შეთანხმებისათვის მარეგულირებელი კანონმდებლობით.
15.2. არბიტრაჟის მიერ პრეტეზიის უზრუნველყოფის ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
16 საარბიტრაჟო პრეტენზია

16.1. საარბიტრაჟო პრეტენზია შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:
• მუდმივმოქმედი კერძო არბიტარჟის დასახელებას;
• პრეტენდენტის და მოპასუხის დასახელებას, მისამართის ტელეფონის მათ შორის მობილური, ფაქსი და ელ ფოსტის მისამართი, ცნობებს სამუშაო ადგილის შესახებ; თუ პრეტენდენტი იურიდიული პირია მის დასახელებას და იურიდიულ და ფაქტობივ მისამართს. ;
• დავის შინაარსს : მითითებას გარემოებათა შესახებ, რომელზეც პრეტენდენტი აყრდნობს თავის მოთხოვნას და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;
• მითითებას საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობაზე;
• დავის საგნის ფასს;
• თუ პრეტენდენტი არბიტრის (არბიტრების ) დანიშვნის უფლებას გადასცემს სხვა პირს, ამ პირის ვინაობას და მისამართს.
• თანდართულ დოკუმენტთა ნუსხას;
• პრეტენდენტის ხელისმოწერას.
პრეტენზია უნდა ერთვოდოს ყველა დოკუმენტი იმდენ ეგზემპლარად რამდენი მოპასუხეცაა და მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
პრეტენზიაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე პრეტენდენტის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ არბიტრაჟმა დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელიც მასთან ინახება ან მიეცეს მითითება შესაბამის დაწესებულებას მითითება წარუდგინოს ყველა ის წერილობითი თუ ნივთიერი საბუთი და მასალა, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს მოთხოვნის სამართლიანობა და რომელთა გაცემაზე უარი უთხრეს პრეტენდენტს;
თუ სარბიტრაჟო პრეტენზია არ აკმაყოფილებს ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნებს არბიტრაჟის თანვმჯდომარე თავისი დადგენილებით დაუნიშნავს პრეტენდენტს ვადას ხარვეზის შესავსებად. თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული საარბიტრაჟო პრეტენზია, არბიტრაჟის დადგენილებით განხილვის გარეშე დაუბრუნდება პრეტენდენტს;
16.2. არბიტრაჟს ან მხარეს შეუძლია თხოვნით მიმართოს სასამართლოს, რომ დაეხმაროს მტკიცებულებათა შეგროვებისას;

 

17 შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია

17.1. მოპასუხე შეუძლა აღძრას პრეტნდენტის მიმართ შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია, პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად.
17.2. შეგებებული საარბიტრაჟო პტრენზიის წარდგენა შეიძლება ამ დებულების მეშვიდე თავით დადგენილ მოთხოვნების შესაბამისად;
17.3. შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია დასაშვებია თუ: შეგებეული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად, ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფლების შესაძლებლობას;შეგებებულ საარბიტრაჟო პრეტენზიასა და პირვანდელ საარბიტრაჟო პრეტენზიას შორის არსებობს ურთიერთკავშირი და მათი განხილვის შეგედად აღძრული დავა უფრო სწრაფად გადაწყდება პირვანდელი და შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზიის ერთად განხილვის შემდეგ გამოიტნება ერთობლივი გადაწყვეტილება;
17.4. არბიტრაჟს მხარეთა თხოვნით შეუძლია გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება თუ აღძრულ პრეტენზიაში გაერთიანებული რამოდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამოდენიმე პრეტენდენტის მიერ, ან რამოდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად;
17.5. ნაწილობრივი დაგადაწყვეტილება არბიტრაჟს შეუძლია იმ შემთხვევაშიც გამოიტანოს როდესაც აღძრული იყო შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია და გარკვეულია და გადაწყვეტილების გამოსატანად მომზადებულია ერთ-ერთი პრეტენზია ან შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია;

18. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და მისი მიღების წესი

18.1. გადაწყვეტილება, რომლითაც სარბიტრაჟო განხილვა არსებითად წყდება არბიტრაჟს გამოაქვს წერილობითი ფორმით;
18.2. გადაწყვეტილებას გააჩნია აღწერილობითი სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილი.
18.3. გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს : არბიტრაჟის სრული დასახელება, გადაწყვეტილების გამოტანის დრო და ადგილი არბიტრაჟის შემადგენლობა; საარბიტრაჟო შეთანხმება; დავის ყველა მონაწილე; დავის საგანი; მოსაზრებით რომელთა საფუძველზეც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება პირდაპირ ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას; არბიტრაჟის გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო ხარჯის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების ჩათვლით); გადაწყვეტილების აღსრულების ვადა;
18.4. არბიტრაჟს, რომელშიც ერთ წევრზე მეტია გადაწყვეტილება გამოაქვს კენჭისყრაში მონაწილე ხმების უმრავლესობით.
18.5. არბიტრაჟის არც ერთ წევრს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან;
18.6. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით;
18.7. გადაწყვეტილება უნდა გადაეცეს თითოეულ მხარეს და იმ რაიონის სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც შედგა არბიტრაჟი;
18.8. გადაწყვეტილება ინახება 20 წლის განმავლობაში..
18.9. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა მხარეთათვის შესასრულებლად

19. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და აღსრულება

19.1. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე ან არბიტრაჟის ინიციატივით, გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის განმავლობაში დაიშვება არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება ან/და მექანიკური, ტიპოგრაფიული თუ გაანგარიშებაში დაშვებული შეცდომების გასწორება. ასეთი განმარტება წარმოადგენს გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილს;
19.2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომელიც ნებაყოფობით არ იქნა შესრულებული, აღსრულდება იძულებით არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ გაცემული სააღსრულებო წარწერის საფუძველზე;
19.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად მხარეთათვის, იგი არ შეიძლება მესამე პირს რაიმეს ავალებდეს;
19.4. არბიტრაჟის თავმჯდომარე სააღსრულებო ფურცელს გასცემს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 2 დღის ვადაში;
19.5. გადაწყვეტილება აღსრულდება საღსრულებო წარმოებისათვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
19.6. გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში აღსრულება არ შეჩერდება;

20 შეჩერება და გადადება

20.1. თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი საარბიტრაჟო წარმოება შეიძლება შეჩერდეს:
• თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, ერთი თვის ვადით იმ პერიოდიდან, რაც შეტყობინება ჩაბარდება ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს;
• ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე;
• მტკიცებულებათა გამოთხოვის, ან მოწმეთა დაკითხვის თაობაზე სამართლოსადმი აღძრული შუამდგომლობის განხილვამდე;

21 საქმის დამთავრება გადაწყვეტილების მიღების გარეშე

21.1. საარბიტრაჟო წარმოება შეიძლება შეწყდეს თუ:
• საარბიტრაჟო შეთანხმება ცნობილი იქნა ბათილად;
• იმავე მხარეებს შორის იმავე დავაზე და იმავე საფუძვლით უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მხარეთა მორიგების ან სხვა მიზეზის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;
• არსებობს სხვა არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების თაობაზე მხარეები არ შეტანხმებულან ან არ დარღვეულია გასაჩივრებისატვის კანონით დადგენილი ოცდღიანი ვადა.
• საარბიტრაჟო პრეტენზია შეტანილია ქმედუუნარო პირის მიერ;
• დაინტერესებული პირის სახელით პრეტენზია შეიტანა რმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება;
• მოსარჩელის მიერ თავის მოთხოვნაზე უარის თქმისას, თუ მოპასუხე ასეთი შეტყობინების მიღებიდან ორი კვირის ვადაში არ წამოაყენებს თავის პრეტენზიებს და არბიტრაჟი არ დაადგენს მოპასუხის კანონიერ ინტერესს დავის ბოლომდე მოწესრიგების თაობაზე;
• თუ არსებობს მხარეთა შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის თაობაზე;
• თუ არბიტრაჟს მიაჩნია, რომ რაიმე მიზეზით შეუძლებელია, ან საჭირო არ არის საქმის შემდგომი განხილვა, კერძოდ,თუ არარსებობს ის წინამძღვრები, რომლებიც აუცილებელია საქმის არსებითად განხილვისათვის.

21.2. არბიტრაჟის ფორმირებამდე დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გამოაქვს არბიტრაჟის თავმჯდომარეს.

22. მხარეთა მორიგება

22.1. თუ საარბიტრაჟო განხილვის, რომელიმე ეტაპზე მხარეები მიაღწევენ სრულ და საბოლოო შეთანხმებას ყველა სადაო საკითხზე, საარბიტრაჟო განხილვა წყდება;
22.2. მხარეთა შეთანხმებას არბიტრაჟი აფორმებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სახით, მორიგების შესახებ განცხადების შეტანიდან სამი დღის ვადაში;

ქ. თბილისი 2007 წლის 21 მაისი

                            Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
               შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.
             ვებ უზრუნველყოფა: ზვიად ძნელაძე