სასტუმრო, რესტორანი, გასართობი კომპლექსი

თბილისი, ჩეხოვის ქ. №8/10

წყნეთი 0181, რუსთაველის ქ. №3

+995 32 277 55 20

+995 32 277 55 80

Entertainment center Kopala Tskneti

Instagram:

Tsknetikopala

hotel@kopala.ge marketing@kopala.ge

www.kopala.ge
Back to Category
 

რესტორანი ,,კოპალა რიყეზე":

გეპატიჟებათ ახალი გახსნილი რესტორანი ,,კოპალა რიყეზე", რომელიც მდებარეობს ევროპის მოედანზე.
აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ევროპული და ქართული კერძები, მოუსმინოთ ფოლკლორულ და კლასიკურ მუსიკას. მობრძანდით და ისარგებლეთ უმაღლესი დონის მომსახურებით, გემრიელი სამზარეულოთი და ისიამოვნეთ დაუვიწყარი ხედებით, რომლითაც ცნობილია კოპალას ბრენდი.

რესტორანი მუშაობს 11.00-დან 23.00-მდე.

რესტორენს აქვს ორი დარბაზი: დიდი დარბაზი გათვალისწინებულია 70-80 სტუმარზე, მცირე 20-25 სტუმარზე.


სასტუმრო:

სასტუმრო კოპალა წარმოადგენს 4 ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში და გააჩნია საუკეთესო ხედი ძველ და ისტორიულ თბილისზე, რაც ერთმნიშვნელოვნად განაპირობებს მის უნიკალურობას თბილისის მასშტაბით.
ორიენტირი:
1. ნარიყალას ციხესიმაგრე-0.5კმ
2. ბოტანიკური ბაღი-0.5კმ
3. ეთნოგრაფიული მუზეუმი-5კმ
4. სიონის ეკლესია-0.5კმ
5. ოპერა-1კმ
6. აეროპორტი-10 წუთი (ავტომანქანით)

სასტუმრო კოპალა, თავის მომხმარებელს ასევე აძლევს ფართო არჩევანის საშუალებას და სთავაზობს 50 სხვადასხვა ტიპის ნომერს.
1. ერთ ადგილიანი
2. ორ ადგილიანი
3. სემი ლუქსი
4. ლუქსი
5. აპარტამენტი
6. საოჯახო
ჩვენთან ნებისმიერი რანგისა და კატეგორიის სტუმარს შეუძლია მიიღოს უმაღლესი სტანდარტების მქონე უსაფრთხოების გარანტიები, ასევე აქვს შესაძლებლობა მიირთვას ევროპული და ადგილობრივი სამზარეულო, მოიწყოს სასიამოვნო საღამო საუკეთესო ინტერიერის მქონე რესტორანში, ხედით ძველ თბილისზე, და მიიღოს უმაღლესი დონის 24 საათიანი მომსახურება.

გასართობი კომპლექსი, სასტუმრო:

2009 წლის მარტში თბილისს შეემატა კიდევ ერ|თი დასასვენებელი და გასართობი ცენტრი – “კოპალა”. კომპლექსი ქალაქიდან 15 წუთის სავალზე – წყნთის ცენტრში მდენარეობს. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, თბილისში პირველი და ერთადერთი საერთაშორისო კლასის ბოულინგ – ცენტრი. აქ თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, მოაწყოთ კორპორატიული შეჯიბრებები და ტურნირები უწყებებს შორის.

აქტიური დასვენებისა და გართობის კარგი საშუალებაა ბილიარდიც, რომლის სათამაშოდ აქ ყოველდღე, სპორტის ამ სახეობის ათობით მოყვერული დადის.
გასართობი კომპლექსის სტუმრების მისაღებად მუდამ მზად არის საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი საცურაო აუზი. მოცურავეებს მეთვალყურეობენ და რჩევებს აძლევენ პროფესიონალი ინსტრუქტორები. მათივე ხელმძღვანელობით მსურველებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, ცურვის შესწავლაც შეუძლიათ. აუზს ესაზღვრება გარუჯვის მოყვარულთათვის განკუთვნილი ღია ვერანდა. აქვეა სავარჯიშო დარბაზი, საუნა და ორი ტიპის სოლარიუმი.
კომპლექსში გახსნილია საბვშვო სადღესასწაულო ცენტრი. აქვეა კარაოკე, სათამაშო აპარატების დარბაზი, სპორტ –კაფე, მაგიდის ჩოგბურთის, ნარდისა და ჭადრაკის მოყვარულთათვის განკუთვნილი ოთახები. შეგიძლიათ ისარგებლოთ უკაბელო ინტერნეტით.
ზაფხულობით ფუნქციონირებს კაფე “ეზო” და ბარი ღია ტერასაზე.
კინომოყვარულებს უმასპინძლებს 16 კაციანი მინი კინო – თეატრი.

შეგიძლიათ დასვენების დღეები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ჩვენთან გაატაროთ. თქვენს განკარგულებაში იქნება 25 ნომრიანი კეთილმოწყობილი სასტუმრო. აქ დაბალ ფასებსა და მაღალი დონის მომსახურებას შემოგთავაზებენ.
ითვალისწინებენ რა წყნეთის “კოპალას” კომპლექსური მომსახურების უნიკალურ შესაძლებლობებს სხვადასხვა უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და კომპანიები ხშირად აწყობენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციებს, სიმპოზიუმებსა და სემინარებს. ამ ღონისძიებებისათვის განკუთვნილია სპეციალური, სათანადოდ აღჭურვილი დარბაზი.

წყნეთის გასართობი კომპლექსი “კოპალა” ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში გიმასპინძლებთ!
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ თქვენ მიერ გატარებული ყოველი წუთი სასიამოვნო იყოს!

ტელ: 222 80 62

რესტორანი:


რესტორანი კოპალა მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში, და გააჩნია საუკეთესო ხედი ძველ და ისტორიულ თბილისზე, რაც ერთმნიშვნელოვნად განაპირობებს მის უნიკალურობას თბილისის მასშტაბით. ეროვნული, და არქიტექტურული ძეგლების სრული პანორამა (მეტეხი, ნარიყალა, ქართლის დედა, სიონი, მამა დავითი, მთაწმინდა), გიქმნით იდეალურ პირობას რათა თავი იგრძნოთ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში.

რესტორანი კოპალა ეს ის ადგილია სადაც როგორც დედაქალაქის სტუმრებს ასევე ადგილობრივებს შეუძლიათ მოიწყონ დაუვიწყარი საღამოები, გაატარონ დრო იდეალურ გარემოში, მიირთვან უგემრიელესი ევროპული და ადგილობრივი კერძები. მათ ასევე ეძლევათ შესაძლებლობა მოუსმინონ როგორც ქართულ, ასევე ევროპულ კლასიკურ მელოდიებს და ისარგებლონ უმაღლესი დონის მომსახურებით, რაც თითოეულ საღამოს, ნებისმიერი რანგისა და კატეგორიის სტუმრისთვის, მთლიანად დაუვიწყარს ხდის.

 

 

 

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.