საწარმოო-კომერციული კომპანიაა, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კომპოზიტური მასალები, ასევე იზოლაცია კომპოზიტების გამოყენებით. კომპანია ახორციელებს მასალებისა და მოწყობილობების მიწოდებას, აწარმოებს პროდუქციას, ნაწარმის სერვისულ თანხლებას.
საწარმოს დაარსებიდან დღემდე შპს „კომპოზიტ ჯორჯიას“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კომპოზიტური მასალების საფუძველზე საქონლის წარმოება. არქიტექტურული გადაწყვეტილებები, სარეკლამო პროექტები, ფასადები, მშენებლობის არასტანდარტული გადაწყვეტები, კატერები, მოტორიანი ნავები, RIB ნავები, კატამარანები, კორპუსის დეტალები და ინტერიერის ელემენტები საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტისთვის, სტადიონების დასაჯდომები, საფოსტო ყუთები - ეს არის ჩვენი საწარმოს პროდუქციის არასრული ჩამონათვალი. საწარმოს კვალიფიციურ სპეციალისტებს შესწევთ უნარი დააპროექტონ და დაამზადონ ნებისმიერი სირთულის ნაკეთობება და აღჭურვილობა. შპს „კომპოზიტ ჯორჯია“ ახორციელებს საქართველოში მინაპლასტიკის წარმოებისთვის მასალების მიწოდებას. |
|
2012 წელს კომპანიამ შეიძინა 3Д ფრეზირების დანადგარი- დაზგა თქვენი ნახაზებითა და ესკიზებით ნებისმიერი სირთულის მასტერ-მოდელების ოპერატიულად დასამზადებლად. საწარმოს გააჩნია მოწყობილობა თბოიზოლაციისა და ჰიდროიზოლაციის მოსაწყობად. ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ ხარისხიანად დაფარონ დღეში 1000 მ-ზე მეტი ზედაპირი ევროპული ხარისხის იზოლაციით. ჩვენი პარტნიორები არიან კომპოზიტური მასალების უმსხვილესი მსოფლიო მწარმოებლები. კომპანიის წარმოებრივი შესაძლებლობები გვაძლევს კომპოზიტების გამოყენების სფეროებში ერთობლივი პროექტების რეალიზების საშუალებას. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მდიდარი გამოცდილება კომპოზიტური მასალებით დეტალების დამზადებაში, ისევე როგორც საქართველოს უპირატესობა გეოგრაფიული განლაგების თვალსაზრისით, შექმნის პირობებს ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისთვის.
შენობების თბოიზოლაცია და ჰიდროიზოლაცია, მინაპლასტიკის აუზები, მინაპლასტიკის ფასადები , კატამარანები და ნავები.
Kompozit-georgia, კომპოზიტ ჯორჯია, კომპუზიტური მასალები, თბოიზოლაცია, ჰიდროიზოლაცია, პენოპოლიურეტანი თბოიზოლაცია, მინაპლასტიკის აუზები, აუზების ტექნოლოგიები, მოწყობილობები აუზებისთვის, აუზის სადეზინფექციო ქიმია, მოცულობითი ნაკეთობების დაპროექტება, მოცულობითი ნაკეთობების წარმოება, არასტანდარტული სარეკლამო კონსტრუქციების დაპროექტება, მოცულობითი ფიგურები, სარეკლამო ინსტალაციები, პოლიურია, აბრაზიული ცვეთისგან დაცვა, ანტიკოროზიული დაცვა, საფინიშო მოსაპირკეთებელი საფარველი.
|