მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი

  

სამედიცინო ცენტრი

 

 

 

 

 
Back to Category
 
დამატებულია: 24.10.16
მეზღვაურთა სამედიცინო შემოწმება
მსოფლიოს მეზღვაურები ვალდებულნი არიან გაიარონ პერიოდული სამედიცინო შემოწმებები რათა დადგინდეს მათი ზღვაში პროფესიული მუშაობის ვარგისიანობა. სამედიცინო შემოწმების მიზანია უზრუნველყოს მეზღვაურის ჯანმრთელობის დაცვა, ასევე მეზღვაურის და გემის ეკიპაჟის უსაფრთხო და დაუბრკოლებრივად პროფესიული მოვალეობების შესრულება.
მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრ „საგიტარიუს“–ში ვატარებთ მეზღვაურთა სამედიცინო შემოწმებას და გავსცემთ სამედიცინო სერტიფიკატებს პროფესიულ ვარგისიანობაზე. სერტიფიცირება ტარდება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ასევე წარმოებს მეზღვაურთა სასწავლო დაწესებულებების აბიტურიენტთა და სტუდენტთა სამედიცინო შემოწმება.


• ცენტრი აღიარებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო სააგენტოს მიერ; 
• 2011 წლიდან ISO 9001:2008 სერტიფიკატის მფლობელი; 
 



• 2015 წელს მიენიჭა ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების საერთაშორისო კავშირის მიერ საპატიო წოდება : „დარგისლიდერი 2015“.
ქართველი მეზღვაურის ჯანმრთელობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ყურადღებით ვექცევით თითეულ მეზღვაურს, მათ პრობლემებს და მოთხოვნებს. ცენტრის ექიმები მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პროფესიონალებია, რომლებიც გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაციას, სამედიცინო დახმარებას და ასისტირებას ზღვაში და ხმელეთზე. ჩვენ დავიცვათ თქვენს უფლებებს თქვენი პროფესიული მუშაობის განმავლობაში.

"საგიტარიუსი" მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 10 წლიანი გამოცდილების მქონე თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სამკურნალო–დიაგნოსტიკური დაწესებულებაა. კლინიკაში პაციენტთათვის უზრუნველყოფილია კომფორტული პირობები,
ინდივიდუალური მიდგომა, კონფედენციალურობა, სპეციალისტების მაღალი კვალიფიკაცია და  მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული თანამედროვე აპარატურა.

ჩვენს კლინიკაში მუშაობენ მრავალი წლის პრაქტიკული გამოცდილების, საუკეთესო პროფესიონალები,  მრავალს აქვს სამეცნიერო ხარისხი, ისინი  გამუდმებით იმაღლებენ კვალიფიკაციას საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობით.
კლინიკაში დანერგილია ხარისხის სისტემა და გვაქვს ხარისხის სისტემის აღიარების საერთაშორისო სერტიფიკატი. სისტემურად ხდება ინოვაციური თანამედროვე სამკურნალო ტექნოლოგიების დანარგვა და თანამედროვე აღჭურვილობის განახლება.

კლინიკურ–დიაგნოსტიკური ბაზის მიმართულებებია:
- კარდიოლოგია 
- თერაპია 
- ნევროლოგია 
- ქირურგია 
- ენდოკრინოლოგია 
- ოფთალმოლოგია 
- ოტოლარინგოლოგია 
- სტომატოლოგია 
- ულტრაბგერითიგამოკვლევა 
- ლაბორატორია
– რენტგენოლოგია
კლინიკაში ტარდება თანამედროვე სტანდარტების ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური ოპერაციები. ვთანამშრომლობთ გერმანიის, ისრაელისა და თურქეთის წამყვანკლინიკებთან.  სისტემატიურად ვიწვევთ დიაგნოსტიკისა და ოპერაციული მკურნალობისათვის საქართველოს წამყვან სპეციალისტებს: ოტორინოლარინგოლოგს, პროფესორს გიორგი გოგნიაშვილს და ოფთალმოლოგს, პრფესორს გიორგი ჩიჩუას.

“საგიტარიუსი”- მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი ატარებს მეზღვაურთა სამედიცინო პროფესიულ შემოწმებას. მიღებული აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციის აღიარება.
კლინიკის ბაზაზე მუშაობს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული პირველადი სამედიცინო დახმარების კურსების საწვრთნელი ცენტრი (FMA; FMC).

მეზღვაურთა ოჯახებისათვის მოქმედებს 25% ფასდაკლება ყველა მომსახურეობაზე.

 

 

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.