შპს „კერა დეველოპმენტი“, ბრენდის სახით, 2011 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა. იგი გახლავთ უძრავი ქონების სფეროში ორი საკმაოდ გამოცდილი და წარმატებული კომპანიის შვილობილი ორგანიზაცია.
შპს „იბერკომპანი“ ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს სხვადასხვა სფეროში. მისი ერთ-ერთი უმთავრესი სფერო უძრავი ქონების მართვა - განვითარებაა, რა მიმართულებითაც საქართველოს ფარგლებში რამდენიმე საშუალო და მსხვილი დეველოპერული პროექტი აქვს განხორციელებული (www.ibercompany.ge).
შპს „კერა+“ 2007 წლის აგვისტოში დაფუძნდა. მისი საქმიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვითარდებოდა, რამაც განაპირობა მისი ერთ-ერთ წარმატებულ სამშენებლო კომპანიად ჩამოყალიბება (www.keraplus.ge).
2008 წლის თებერვლიდან „კერა+“-მა დაიწყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქ. თბილისში, კრწანისის ქ. N22-24-ში. პროექტი შედგებოდა ოთხი 6 სართულიანი ბლოკისგან, რომლის საერთო სამშენებლო ფართი შეადგენდა 10,000 კვ.მ.-ს. სამი ბლოკის დასრულება და მისი ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდა 2011 წლის მაისში, ხოლო მეოთხე ბლოკის - 2012 წლის მარტში.
2010 წელს „კერა+“ გახდა ერთ-ერთი გამარჯვებული თბილისის მერიის რეაბილიტაციის პროგრამაში „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“.
კომპანიის უმთავრესი მიზანია, ხარისხზე ორიენტირება და ნაკისრი ვალდებულებების დროული შესრულება, რაც განაპირობებს მაქსიმალურ კომპორტს ჩვენი კლიენტებისათვის. უძრავი ქონების შეძენა ბევრ ფიქრთან და დროსთან არის დაკავშირებული, შესაბამისად მომხმარებელზე ორიენტირება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება ჩვენი ბიზნესის წარმატების გარანტიაა.
ჩვენი სტრატეგია კი მდგომარეობს, პარტნიორებთან მჭიდრო და სტაბილური ურთიერთობების დამყარებაში, რაც მშენებლობის სირთულეებიდან გამომდინარე ხარისხისა და დროში ეფექტურობის განარტიას გვაძლევს.
მიმდინარე პროექტი
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი მთაწმინდაზე
მის: ქ. თბილისი, ყიფიანის ქ. N31; მთაწმინდის ქ. N17-19
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისის ბუნებრივი, ლანდშაფტური და არქიტექტურული დომინანტის, მთაწმინდის კალთის, კერძოდ მამა დავითის მთის ძირში. მთაწმინდა, უკვე XIX საუკუნიდან წარმოადგენს თბილისის გამოკვეთილ უბანს, რომელიც დიდ როლს თამაშობს ქალაქის არქიტექტურული იერსახის თავისთავადობისა და უნიკალობის შესახებ. საპროექტო ტერიტორიიდან იშლება ულამაზესი ხედები მამა დავითისა და წმინდა სამების საკათედრო ტაძარზე.
პროექტის მახასიათებლები:
საპროექტო შენობის ბლოკი A 6 სართულიანია, ხოლო ბლოკი B - 5 სართულიანი;
- შენობის ქვედა დონეზე განთავსებულია მიწისქვეშა ავტოსადგომი;
- შენობის პირველი სართული გათვალისწინებულია კომერციული დანიშნულების ფართებისათვის;
- შენობის ეზო - მოპირკეთებული და გამწვანებული;
ჩაბარების პირობები:
პროექტი დასრულებული ინფრასტრუქტურით ბარდება 2014 წლის ზაფხულში.
- დასრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები;
- მოპირკეთებული ფასადი და სადარბაზო;
- ინდივიდუალური პროექტით ამოყვანილი ტიხრები;
- ექსტერიერზე ორმაგი შემინვის კარ-ფანჯარა;
- ბინაში შესასვლელი რკინის კარი;
- ბუნებრივი აირი მიყვანილი ბინამდე;
- ელექტროობა და კანალიზაცია მიყვანილი პროექტით გათვალისწინებულ წერტილამდე;
- მოჭიმული იატაკი;
- გაჯითა და პერლიტით გალესილი კედლები;
- გათბობის სისტემა;
გადახდის პირობები:
ბინის ღირებულების გადახდა შესაძლებელია, როგორც ერთიანი გადახდით, ასევე შიდა უპროცენტო განვადებით. ბინის განვადებით შეძენისას პირველადი გადასახადი შეადგენს ბინის მთლიანი ღირებულების 30%, ხოლო დარჩენილი 70%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად მშენებლობის დასრულებამდე, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. საკუთრების უფლება მყიდველს გადაეცემა ბინის სრული ღირებულების დაფარვის შემდეგ.
|