11 სართულიანი სახლი უკვე დასრულების პროცესში მდებარეობს ქობულეთის საკურორტო ზონის ცენტრში, რელიქტური ფიჭვისა და უნიკალური სუბტროპიკული ხეებისაგან შემდგარი ტყე-პარკის წინ, რომლის მჭიდრო სიახლოვე პლაჟთან და ზღვასთან ქმნის ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ გარემოს და მიკროკლიმატს.
საცხოვრებელი სახლიდან პლიაჟამდე 100 მეტრია. საცხოვრებელი სახლი დაგეგმარებულია თავისუფალი და თანამედროვე გეგმარებით რიგელების გარეშე, რაც საშუალებებს იძლევა ინტერიერის თანამედროვედ და მრავალფეროვნად მოწყობისა.
• ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი: 2010 წლის ივნისი.
• ჩაბარების კონდიცია სრული კარკასი
• ბინის კონტურის კედლები
• ჭერის სიმაღლე 3 მეტრი
• შენობის -2.75 ნიშნულზე განთავსდება ავტოფარეხი მსურველთათვის.
• პირველი სართული (1) დაეთმობა საკომერციო, ფიტნეს კლუბს, კაფეებს და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის შემადგენელ სხვადასხვა დასახელების ფუქციონალურ ერთეულებს.
• საპროექტო სამუშაოები შესრულდა შპს გდმ-ის მიერ
• სამშენებლო სამუშაოები სრულდება ოც წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „ანაგის“ მიერ.
• დასრულებული სადარბაზო ლიფტით
• ელ. გაყვანილობა ბინაში (გამანაწილებლები)
• ტელეფონის 1 ხაზი (ნომრის გარეშე)
• გაზის მილი (მრიცხველის გარეშე)
• სატელევიზიო კაბელი (ქსელში ჩართვის გარეშე)
• სანტექნიკური დგარები (ცივი წყალი, კანალიზაცია)
• ჩართული საკომუნიკაციო ქსელი (ცივი წყალი, კანალიზაცია)
• მეტალო პლასტმასის ფანჯრები (ორმაგი შემინვით)
• ბინის რკინის კარი
• ფასადი დამუშავებულია წყალმდეგი მასალებით და მოპირკეთებულია ფილებით
• მოპირკეთებული აივნები და ტერასა (იატაკზე მეტლახი)
• მეთერთმეტე სართულზე რესტორანი თავისი ლიფტით, ხედით ზღვაზე.
• ტერიტორია კეთილმოეწყობა
დაისვენე კომფორტულად ქობულეთში უკვე საკუთარ თანამედროვე სახლში!
ეკო პლიაჟის წინ პრესტიჟულ სახლში უპროცენტო განვადებით იყიდება ბინები ზღვის საუკეთესო ხედებით!
|