ქალაქური
Kalakuri

  

რესტორანი & კლუბი

თბილისი, შავთელის ქ. №13

+995 32 365365

info@gmcgroup.ge

www.gmcgroup.ge
Back to Category
 
დამატებულია: 03.06.11

კომპლექსი “ქალაქური” 2006 წელს თბილისის ისტორიულ უბანში გაიხსნა.

“ქალაქური”-ს პირველ სართულზე განთავსებულია ღამის კლუბი. ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს თქვენ აქ მოისმენთ ცნობილი ქართველი მომღერლების მიერ ცოცხლად შესრულებულ სიმღერებს. პროგრამის დასასრულს DJ შემოგთავაზებთ ყველასათვის ცნობილ და საყვარელ ჰიტებს. კვირაობით ეწყობა კარაოკე, სადაც ყველა მსურველს შეუძლია მისთვის საყვარელი სიმღერის შესრულება კლუბის სტუმრებთან ერთად.

“ქალაქური”-ს მეორე სართულზე მდებარეობს თანამედროვე ტიპის რესტორანი ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძების დიდი არჩევანით. ყოველ საღამოს მონატრებულ თბილისურ გარემოს შეგიქმნით ცოცხალი შესრულებით აჟღერებული ქალაქური სიმღერები. გაატარეთ საღამო თბილ, ქალაქურ ატმოსფეროში. თვილ ამინდში შეგიძლიათ ისადილოთ ან ივახშმოთ ღია ტერასაზე, რომელიც მტყვარსა და ძველ თბილისს გადმოჰყურებს.

თანამედროვე ინტერიერის ლაუნჯ-ბარი, რომელიც ინტიმურ გარემოს უქმნის სტუმარს, საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ მეგობრების წრეში მშვიდად გაატაროთ დრო და თავს მოდუნების და რელაქსაციის საშუალება მისცეთ. შწორედ ამ ლაუნჯბარში გეძლევათ საშუალება მოისმინოთ ექსკლუზიურად ლაუნჯ მუსიკა DJ თაკოს შესრულებით.

ამავე სართულზე მდებარეობს აზიური ტერასა, რომელიც სრულიად განსხვავებულ, აღმოსავლურ სტილშია გაფორმებული. ეს არის ძველი თბილისის საუკეთესო პანორამული ხედებისა და ტერასის აზიური დიზაინის სინთეზი. დააგემოვნეთ აზიური მუსიკის ფონზე მორთმეული მრავალფეროვანი აღმოსავლური კერძები. იგრძენით თავი ნამდვილ აღმოსავლეთში.

ღამის კლუბი მუშაობს ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით 22:00 დან
ღესტორანი მუშაობს ყოველდღე 12:00 დან ბოლო სტუმრის წასვლამდე
ლაუნჯ-ბარი და ღია ტერასა მუშაობს ყოველდღე 18:00 დან სტუმრის წასვლამდე

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.