კაბადონი
KABADONI

  

ბუტიკ-სასტუმრო კაბადონი

სიღნაღი, თამარ მეფის ქ. №1

+995 32 2240 400

+995 32 2240 401

info@kabadoni.ge

facebook.com/hotelkabadoni

www.kabadoni.ge
Back to Category
 
დამატებულია: 07.02.14

სასტუმრო „კაბადონი“ - იდეალური ადგილი სრულყოფილი დასვენების, წარუშლელი შთაბეჭდილებებისა და დაუვიწყარი მოგონებებისთვის.

„კაბადონის“ სავიზიტო ბარათი მისი არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობაა: ბუტიკ-სასტუმრო განთავსებულია საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს, შესანიშნავი ხედით განთქმულ ქალაქ სიღნაღში. „კაბადონის“ ერთი მხრიდან ალაზნის ველზე მიმოფანტული ვენახებისა და კავკასიონის ქედის შთამბეჭდავი პანორამა იშლება, მეორე მხარე კი სიღნაღის ისტორიულ უბანს გადაჰყურებს. რესტორანი სიღნაღში

„კაბადონი“ პირველი სასტუმროა საქართველოში, რომელიც გაწევრიანებულია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდის Preferred Hotel Group - Preferred Boutique ქსელში. საერთო ჯამში კომპანია აერთიანებს 700-მდე დამოუკიდებელ ფეშენებელურ სასტუმროსა და კურორტს მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში – ამერიკა, ევროპა, აფრიკა, შუა აზია, ავსტრალია, ახალი ზელანდია და წყნარი ოკეანის ქვეყნები.

სასტუმროს ინტერიერის ინდივიდუალურ სახეს მოდერნისა და ძველი ქართული და აღმოსავლური მოტივების ერთობლიობა ქმნის. აღმოსავლურ სიჭრელეს 50-იან წლებში პოპულარული მოდერნის სტილის მინიმალისტური ავეჯი აბალანსებს, კედლების ნეიტრალურ ტონალობას ქართული ფარდაგებისა და ხალიჩების ცოცხალი ფერები ახალისებს. დეკორატიული ნივთები და აქსესუარები ადგილობრივ კოლორიტს ინარჩუნებს და განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ინტერიერს. 

ბუტიკ-სასტუმრო 21 ნომერს აერთიანებს. „კაბადონში“ თავმოყრილი სტანდარტული, დელუქსნომრები და აპარტამენტები განსხვავებულია კონფიგურაციით, თუმცა, საერთო სტილი და ხასიათი ყველგან შენარჩუნებულია.

სტუმრების განკარგულებაშია რესტორანი,  „სანსეტ ლაუნჯი“ ღია ცის ქვეშ, ღვინის ბარი და 2 ტერასა პანორამული ხედით. „კაბადონის“ სპაში განთავსებულია დახურული საცურაო აუზი, ორთქლის და ფინური საუნები, ფიტნესდარბაზი, სილამაზის სალონი და პროცედურების ოთახი, სადაც ყველა პირობაა შექმნილი რელაქსაციისა და გაჯანსაღებისთვის.

დახვეწილი გარემო, მშვიდი და ჰარმონიული ატმოსფერო, მრავალფეროვანი მომსახურება და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა – „კაბადონი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვინც უპირატესობას კომფორტს, სიმყუდროვესა და ყურადღებას ანიჭებს.

 

 

 

 

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.