იუნონა

  

სამედიცინო ცენტრი

თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №60
I კორპუსი

+995 32 225 20 38; 225 20 39; 225 20 64

info@junona.ge   junonainvitro@gmail.com

facebook.com/Junona.Ge

www.junona.ge   www.invitroingeorgia.com
Back to Category
 
დამატებულია: 16.09.16

სამედიცინო ცენტრ “იუნონა”-ს რეპროდუქციული ჯანმრთელობის განყოფილება გთავაზობთ:
ქალის რეპროდუქციული და გინეკოლოგიური ჯანმრთელობის სრულფასოვან შეფასებას:

  • ვაგინალური ექოსკოპია (უახლესი ექოსკოპიის აპარატებით)
  • ჰორმონული კვლევები.
  • დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია.
  • ლაპარასკოპია.
  • საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების სკრინინგი: პაპ-ტესტი, კოლპოსკოპია, HPV -გენოტიპირება PCR-მეთოდით.
  • საშოს ნაცხისა და ურეთრული ნაცხის ბაქტერიოსკოპიულ და ბაქტერიოლოგიურ კვლევებს სრული ანტიბიოტიკოგრამით.
  • ვირუსული და სქესობრივად გადამდები დაავადებების სკრინინგს, მათ შორის TORCH, IgG, M, CHLAMIDIA TRACHOMATIS და GONORRHOEA PCR - მეთოდით.
  • მამოლოგის კონსულტაცია.
  • ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.
  • სპერმოგრამა (სპერმის ანალიზი).
  • უროლოგის, ანდროლოგის კონსულტაცია.
  • სქსობრივად გადამდები დაავადებების სკრინინგი და მკურნალობა.

მამაკაცის რეპრდუქციული ჯანმრთელობის კვლევა:

მკურნალობის მეთოდის შერჩევა წარმოებს წყვილთან ინდივიდუალური მიდგომით, უშვილობის მიზეზების, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

იუნონაში უშვილობის მკურნალობა მოიცავს შემდეგ მეთოდებს:

  • ჰორმონული დარღვევების მკურნალობა.
  • საკვერცხეების სტიმულაცია ფოლიკულის მომწიფების მიზნით და ოვულაციის ინდუქცია.
  • საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია.
  • ინვიტრო განაყოფიერება.

IN VITRO-განაყოფიერების სერვისი:

  • საკვერცხეების სტიმულაცია ინდივიდულურად შერჩეული უახლესი პროტოკოლებით.
  • ფოლიკულების ასპირაცია ანესთეზიის ქვეშ.
  • კვერცხუჯრედის განაყოფიერება ICSI მეთოდით.
  • სპერმის ექსტრაქცია სათესლეებიდან, დანამატიდან - TESA/MESA.
  • საშვილოსნოს ღრუში ემბრიონის გადატანა ექოსკოპის კონტროლის ქვეშ.
  • ემბრიონის კულტივაცია ბლასტოცისტის სტადიამდე.
  • ემბრიონების გაყინვა ვიტრიფიკაციის მეთოდით და შენახვა.
  • სპერმის გაყინვა და შენახვა.

 

4D ულტრაბგერითი კვლევა იუნონაში
ნაყოფის 3D/4D ულტრაბგერითი კვლევა უახლესი აპარატურით- ჩვეულებრივი ულტრაბგერითი კვლევის მსგავსად, 3D და 4D ულტრაბგერითი კვლევა გამოიყენება ორსულობის დროს ნაყოფის გამოსახულების მისაღებად. 
3D - ეს არის ნაყოფის სტატიური გამოსახულება სამ განზომილებაში (სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე). 4D -ში ნაყოფის სამგანზომილებიან გამოსახულებას ვღებულობთ რეალურ დროში ანუ მოძრაობაში და შეგვიძლია დავაკვირდეთ ფეხების და ხელების მოძრაობას, მთქნარებას, გაღიმებას და ა.შ.
3D/4D კვლევა ტარდება ოსრულობის ნებისმიერ ვადაზე, მაგრამ უნდა იყოს გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ რაც უფრო პატარაა გესტაციური ასაკი, მით უფრო კარგად ხდება ნაყოფის ვიზუალიზაცია მთლიანად, მთელს სიგრძეზე; ხოლო რაც უფრო დიდია გესტაციური ასაკი, მით უკეთესად ხდება სახის და მისი სტრუქტურების გამოსახულების მიღება. ჩვენი რეკომენდაციით 3D/4D კვლევის ჩატარება უმჯობესია 26-32 კვირის ვადაზე. კვლევის შედეგები იწერება CD-ზე და DVD-ზე
3D/4D ულტრაბგერით კვლევას აქვს თავისი დადებითი მხარეები. მოცულობითი გამოსახულება იძლევა საშუალებას უკეთესად დათვალიერდეს ის სტრუქტურები, რომლეთა შეფასება ჩვეულებრივ ორგანზომილებიან რეჟიმში გართულებულია. აგრეთვე მიღებული გამოსახულება უფრო ადვილად აღიქმება მშობლების და სხვა სპეციალობის ექიმების მიერ.
სამგანზომილებიანი გამოსახულება განსაკუთრებით ფასეულია განვითარების გარეგანი ანომალიების შეფასებისთვის. 3D ულტრაბგერის დახმარებით ექიმებს აქვთ საშუალება ერთდროულად სამ პროექციაში შეაფასონ ნაყოფის სხვადასხვა სტრუქტურები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების ანომალიების დასადგენად. აღნიშნული კვლევის დროს მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია კიდურების, სახის, ხერხემლის და სხვა ორგანოების ანომალიების დასადგენად. აგრეთვე 3D ულტრაბგერის დახმარებით უფრო გაადვილებულია ნაყოფის სქესის დადგენა.
ერთადერთი უარყოფითი ფაქტორი არის კვლევის ხანგძლივობა, რომელიც საშუალოდ 45-50 წუთს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივ კვლევასთან შედარებით 3D/4D ულტრაბგერითი კვლევის დროს ულტრაბგერითი ტალღის ინტენსივობა და სიმძლავრე არ არის გაზრდილი.
იუნონას საუკეთესო სპეციალისტების მიერ ჩატარებული 3D/4D ულტრაბგერითი კვლევა გამოირჩევა მაღალი ხარისხით და შესრულების უზადო პროფესიონალიზმით!

 

სამედიცინო ცენტრი ,,იუნონა“ დაარსდა 1999 წელს.
    ამჟამად იგი წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას, სადაც შესაძლებელია ამბულატორიული და ქირურგიული მომსახურების სრული სპექტრის მიღება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
    2006 წლიდან ფუნქციონირებს ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილება, სადაც უნაყოფო წყვილებს უტარდებათ სრულფასოვანი გამოკვლევები უშვილობის მიზეზის დასადგენად.
    იუნონას ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა იმ წყვილებსაც კი მოუხსნეს უშვილობის პრობლემა, რომლებიც ადრე სრულიად უპერსპექტივოდ ითვლებოდნენ და უამრავ მათგანს მიანიჭეს შვილის ყოლის ბედნიერება.
    2011 წლის აპრილიდან ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო კარდიოლოგიურმა დეპარტამენტმა. გაიხსნა თერაპიულ-კარდიოლოგიური სტაციონარი ინტენსიური მეთვალყურეობის ბლოკით. სტაციონარი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გამოცდილი სპეციალისტებით, აღჭურვილია უახლესი აპარატურით, მათ შორის ყველა პაციენტის 24-სთ-იანი კარდიომონიტორული მეთვალყურეობის შესაძლებლობით.
    ,,იუნონა” თანამშრომლობს ყველა სადაზღვევო კომპანიასთან, ასევე ჩართულია შემდეგ სახელმწიფო პროგრამებში:
• ონკოლოგიურ დაავადებათა მართვა (მოზრდილებში);
• ონკოინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა;
• მოსახლეობის ურგენტული მომსახურება;
• ზოგადი ამბულატორიული მომსახურება.
ცენტრში მომსახურების ტარიფები არის ხელმისაწვდომი და დიფერენცირებული მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის.
ჩვენ გთავაზობთ მომსახურების შემდეგ სფეროებს:

ამბულატორია -
• გინეკოლოგია
• რეპროდუქტოლოგია
• ანდროლოგია
• მამოლოგია
• ენდოკრინოლოგია
• თერაპია
• პულმონოლოგია
• უროლოგია
• ოფთალმოლოგია
• ოტორინოლარინგოლოგია
• დერმატოლოგია
• ნევროლოგია
• ანგიოლოგია
• გასტროენტეროლოგია
• კარდიოლოგია
• პედიატრია
• ტრავმატოლოგია
• რევმატოლოგია
სტაციონარი -
• გინეკოლოგია
• ზოგადი ქირურგია
• უროლოგია
• ონკოლოგია
• ოტორინოლარინგოლოგია
• ენდოკრინოლოგია
• მამოლოგია
• პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
• ტრავმატოლოგია-ორთოპედია
• კარდიოლოგია
• თერაპია
ლაბორატორია -
• ინფექციური დაავადებები
• სასქესო ჰორმონები
• თიროიდული ჰორმონები
• სპეციფიკური მარკერები
• ბიოქიმიური გამოკვლევები
• კლინიკო-დიაგნოსტიკური გამოკვლევები
• ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევები
• ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
• რენტგენი
• ფიზიოთერაპია
• ლაზეროთერაპია
• IVF (ინ ვიტრო განაყოფიერება)
• სტომატოლოგია
• თერაპია
• ქირურგია
• ორთოდონტია
• ორთოპედია


სამედიცინო ცენტრი, რადიოლოგია,ეხო,ეხოსკოპია, ლაბორატორია, გინეკოლოგია, ქირურგია, ხელოვნური განაყოფიერება, ინ ვიტრო განაყოფიერება, სუროგაცია დონაცია, კვეცხუჯრედის დონაცია, უშვილობის მკურნალობა, უშვილობა, უშვილობის მკურნალობის მეთოდები, ინსემინაცია
 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.