სპეცფეხსაცმლისა & სპეცტანსაცმლის წარმოება

თბილისი, ბ. ხმელნიცკის ქ. №42

+995 32 227 31 36; 227 41 88

+995 32 227 31 35

info@iveria.ge  elza.davitashvili@yahoo.com  

www.iveria.ge
Back to Category
 
დამატებულია: 12.06.11
შ.პ.ს. “ივერია” 1990 წელს დაფუძნდა და მის ძირითად საქმიანობას სპეცფეხსაცმლის, სპეცტანსაცმლის წარმოება და უსაფრთხო აქსესუარების იმპორტი წარმოადგენს. 2009 წლიდან შპს “ივერია”-მ გააფართოვა წარმოება და სამოქალაქო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დამზადებაც დაიწყო.
ჩვენი პარტნიორების რიცხვში შედიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე კერძო კომპანიები, (საქ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, კერძო დაცვის სამსახურები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მეხანძრეები, “საქნავთობი”, “სოკარ ჯორჯია სექიურითი”, “მადნეული”, “ყაზტრანს გაზი,” შპს “კვარციტი”, შპს “გიგანტი”, “გაერო”, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებები და ასევე საქართველოში არსებული სხვა დიდი და ძლიერი კომპანიები). შ.პ.ს. “ივერია” ყოველ წელს მონაწილეობს ტენდერებში.
შ.პ.ს. “ივერიამ” მომხმარებელს არჩევანის დიდი საშუალება მისცა. ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, გახსნა “სადემონსტრაციო დარბაზი”, სადაც სამოსის ნიმუშებია წარმოდგენილი. დიზაინის შერჩევასა და კლიენტებისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებაზე ჩვენი დიზაინერები ზრუნავენ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია აარჩიოს სამოსის დიზაინი, შეუკვეთოს და ნებისმიერი რაოდენობის, მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღოს გარკვეულ დროში. კომპანიას აქვს როგორც თანამედროვე საქარგავი მანქანები, ასევე შოლკოგრაფიის მანქანები და სურვილის შესაბამისად ხდება შეკვეთილ სამოსზე წარწერების, ლოგოების სხვადასხვა სურათების როგორც დაქარგვა, ასევე დახატვა და დაწერა. რაც თავის მხრივ პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს.
შ.პ.ს. “ივერია” პირველი სპეცტანსაცმლის და სპეცფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც 2006 წლის მარტში “ქართული ხარისხის” ნიშანი მიენიჭა. ხოლო 2007 წელს კი იგი საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატის ISO  9001 : 2000 მფლობელი გახდა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, დაგვეხმაროთ ევროპაში ჩვენი პროდუქციის გასაღების ბაზრის და ამ სფეროთი დაინტერესებული ინვესტორების მოძიებაში, რათა შევძლოთ ჩვენი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანა.




“IVERIA” LTD. Was founded in 1990. The company is producing uniforms, safety footweare and imports different kinds of safety accessories. Our clients and partners are both, state stractures and private companies, for egx: ( “Ministry Of internal Affairs Of Georgia” , “Tbilisi Iinternational Airports”,  “Diffens Police”, ” United Nations Organization, UNO”,  “Sokar Georgia Security”, Ministry Of Justice Of Georgia”,  ltd “Kvarciti”, ltd. “Giganti”, different municipalites in georgia,  Medical companies and other  big  private companies in georgia).
“IVERIA” LTD opend showroom in B. Khmenitskhi ave #149, there are all different kinds of models that company offers to the vizitors and clinets.
There are working qualificated designers, how helps clinets to choose the prodiction which they wants.
“IVERIA” LTD is the first company in this fild who is certifyed with “Georgian Quality Mark” in 2006. 
In 2007  “IVERIA” LTD was certifyed by the international certificate network ISO 9001:2000  for the development and manufacturing of working clothes and footwear.


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.