შ.პ.ს. „იურისტთა ჯგუფი “გახლავთ იურიდიულ-საკონცულტაციო კომპანია, რომელიც ორიენტირებულია სწრაფ და ხარისხიან მომსახურეობაზე, ჩვენი კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში მოქმედი სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზციებთან და კერძო იპოთეკარებთან და ვუწევთ მათ სხვადასხვა იურიდიულ კონსულტაციას. ასევე გავცემთ სესხს უძრავი ქონების გარანტიით 1- საათის განმავლობაში,ვასრულებთ კერძო სააღმსრულებლო წარმოებას. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია უძრავი ქონების მართვასთან.
კომპანიის დახმარებით თქვენ შეგიძლით
დაარეგისტრიროთ, გამიჯნოთ, გაასხვისოთ, გააჩუქოთ, იპოთეკით დატვირთოთ, დააგირაოთ, გააქირაოთ, გააკეთოთ პრივატიზაცია და ასევე მიიღოთ სათანადო და სრული იურიდიული კონსულტაცია უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
სწორედ იმ მიზნით შეიქმნა კომპანიის მიერ წინამდებარე საიტი , რომ დაინტერესებულმა პირმა გაყიდოს,შეიძინოს,დააგირაოს, იგირაოს, დაიქირაოს და გააქირაოს უძრავი ქონება.(აქვე მოგახსენებთ რომ ჩვენს საიტზე წარმოდგენილი გასაყიდი უძრავი ქონების 90% იპთეკითაა დატვირთული და იყიდება რეალურ ფასში და შესაბამისად მოთხოვნა ჩვენი საიტის მიმართ დღითი -დღე იზრდება) ეს ის საკითხებია, რისი განხორციელებაც შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად. წინამდებარე საიტის შესაბამის ველებში აირჩიეთ სიტყვები:გირავდება, იყიდება, ქირავდება. შეარჩიეთ კატეგორია: სახლი, ბინა, აგარაკი, მიწის ნაკვეთი, საოფისე ფართი, კომერციული ფართი, და ძებნის ღილაკზე დაჭერით შეძლებთ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით დაათვალიეროთ სასურველი ობიექტი.
პრობლემური სესხების მართვა და ამოღება ეს ჩვენი კომპანიის ერთ ერთი ძირითადი საქმიანობაა, ჩვენი ჯგუფი უზრუნველყოფს თქვენი დანაზოგისთვის ახალი სიცოცხლის შეძენას,ჩვენი არჩევით თქვენ იქნებით დაცულნი ჩვენი პასუხისმგებლობით.
შპს იურისტთა ჯგუფი უზრუნველყოფს იპოთეკით დატვირთული,სესხის ხელშეკრულებით გაფორმებული ან ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით გაცემული თანხების ამოღებას, ჩვენი პრიორიტეტია სწრაფი ხარისხიანი და სამართლებრივ ჩარჩოში მოქმედება. ჩვენი დახმარებით თქვენ შეძლებთ ახალი სიცოცხლე შესძინოთ თქვენ დანაზოგს ისე რომ ამისათვის მხოლოდ ერთხელ მოსვლაა საჭირო ოფისში და გაფორმება მომსახურეობის ხელშეკრულების.
ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ჩვენი იურისტები გაგიწევენ სრულ იურიდიულ დახმარებას თუ როგორ და რა ფორმებით უნდა მოხვდეს სააღმსრულებლო ფურცლის აღება ნოტარიუსიდან.მოგეხსენებათ რომ დღეს-დღეობით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააღმსრულებლო ფურცლის გაცემის საშუალება მიეცა ნოტარიუს მის მიერვე გაფორმებული იპოთეკის ან სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.
სააღმსრულებლო ფურცლის აღება ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ჩანს, რადგანაც შორიდან ისე ჩანს, რომ კრედიტორი მივა ნოტარიუსში და მოითხოვს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, სააღმსრულებლო ფურცლის გაცემას რაზედაც ნოტარიუსი მას მყისიერად გაუმზადებს,მაგრამ მარტო სააღმსრულებლო ფურცლის აღება როდია საკმარისი, აქ ყურადღება უნდა მიექცეს სააღმსრულებლო წარმოებას რადგანაც აღსრულების ეროვნული ბიურო სააღმსრულებლო წარმოების განმავლობაში ნიშნავს ორ აუქციონს აქედან პირველი აუქციონი სარეალიზაციო ქონება გადის შეფასების ნახევრად ანუ მაგ. (თუ სარეალიზაციო ქონება შეფასებული იქნა 50 000 ლარად ის პირველ აუქციონზე გავა 25 000 ლარად), იმ შემთხვევაში თუკი ქონება არ გაიყიდა მაშინ აღმასრულებელი პირველი აუქციონის დამთავრების თანავე ნიშნავს მეორე იძულებით აუქციონს სადაც სარეალიზაციო ქონების გასაყიდი ფასი 0 ლარია აქედან გამომდინარე დიდია ალბათობა რომ ეს ქონება ვინმემ შეიძინოს უფრო იაფად ვიდრე ეს კრედიტორის მოთხოვნაა, ასეთ შემთხვევაში კრედიტორი იძულებულია:რომ მან თავის დანაზოგი არ დაკარგოს დადოს მეორე იძულებით აუქციონზე ის ფასი რაც უძრუნველყოფს მის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მაგ. (თუკი მოვალისგან ამოსაღები თანხა შეადგენს 20 000 ლარს კრედიტორმა ამ თახითვე უნდა მიიღოს მონაწილეობა იძულებით აუქციონში). სწორედ აქ იჩენს ხოლმე თავს პრობლემა რადგანაც კრედიტორების დიდ უმრავლესობას არააქვთ ის თანხა რაც საჭიროა აუქციონში მონაწილეობისათვის, ამოტომაც არის რომ სანამ სააღმსრულებლო ფურცლისთვის მიხვალ ნოტარიუსში ჯერ რჩევა გაიაროთ იურისტებთან. ჩვენ დაგეხმარებით ამ პრობლემის გადაჭრაში ერთობლივი ძალისხმევით ავირჩევთ საჭირო ხელმისაწვდომ თანხას და შეთანხმებული თანხით ავიღებთ სააღმსრულებლო ფურცელს.
იტყვით რა აზრი აქვს თქვენთან მოსვლას თუ ფული არ მაქვს რომ აუქციონში მონაწილეობა მივიღო თქვეი რჩევა და შეთანხმება რათ მინდაო? აქვე გიპასუხებთ რომ ჩვენთან მოსვლა სწორედ რომ დროული იქნება რადგანაც ჩვენ არამარტო მოგცემთ სრულ იურიდიულ კონსულტაციას არამედ (გაგიწევთ მატერიალურ ფულად) დახმარებას რათა თქვენ მიიღოთ მონაწილეობა იძულებით აუქციონში. ეს გარანტიაა იმისა რომ,თქვენი დანაზოგი არ დადგება რისკის წინაშე, არ იფიქრეფთ იმაზე,რომ აუქციონის განმავლბაში ვინმემ უფრო იაფად იყიდოს ვიდრე კრედიტპრის მოთხოვნაა, ასეთ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ იმაზე იფიქრებთ,რომ ვინმემ უფრო მეტ ფასსში შეიძინოს,ან კიდევ მოვალემ შეძლოს რაიმეს გაკეთება და მოახერხოს თქვენი დაკმაყოფილება.
მას შემდეგ რაც,ჩატარდება იძულებითი აუქციონი,და შეიძენთ უძრავ ქონებას საჭიროა,სააღნსრულებლო ბიუროდან აიღოთ განკარგულება და შეძენილი ქონება დაარეგისტრიროთ საჯარო რეესტრში.
ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და საკუთრებაში მიღების შემდეგ იწყება აღსრულების ყველაზე მტკივნეული და ყველაზე სასტიკი პროცედურა რომელიც არის ყოფილი მესაკუთრის მიერ უკანონოდ დაკავებული ქონების გამოთხოვა (გასახლება) რომელიც მოითხოვს კარკვეული პროცედურების გავლას და დაცვას.საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა ხდება ორი გზით
1) შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2) სააღმსრულებლო პოლიციის საშუალებით.
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ყოველივე ზემოაღნიშნულ მოქმედების დაგეგმვას და შესაბამისი დოკუმენტაციების წარდგენას შესაბამის უწყებებში,და ვუზრუნველყოფთ ინტერესების დაცვას ინტერესების დასაცავად.
ჩვენ შევეცადედ მოკლედ და გასაგებ ენაზე აგვეხნა და გადმოგვეცა ის პროცედურები რაც თან ახლავს არსრულების პროცესს. ზემოთ ავღნიშნეთ რომ ჩვენთან ურთიერთობაში თქვენ იქნებით დაცულნი ჩვენი პასუხისმგებობით თქვენი ერთი მოსვლით ჩვენ ვუზრუნველყოფ სრულ დახმარებას რომელოც საჭიროა სააღმსრულებლო საქმის წარმოებისათვის.და ვიქნებით წარმომადგენლები ყველა ზემოთ ჩამოთვლილ უწყებებში და ეს ყველაფერა ხელსაყრელი პირობებით.
„ახალი სიცოცხლე თქვენი დანაზოგისთვის“
შემოთავაზება
სამწუხაროდ საქართველოში არსებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ ისეთი ტენდეცია წარმოშვა რომ,საქართველოს მოსახლეობა იძულებული ხდება სარჩო-საარსებოდ გადადგას ისეთი გაუთვალისწინებელი იძულებოთი ნაბიჯი რომელიც მის ოჯახურ მდგომარეობას კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩააყენებს.
დღეს დღეობით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბს ძღვარს ქვემოთ იმყოფება, სწორედ ამიტომაა, რომ ასეთი კატეგორიის მოსახლეობა გამოსავალს მაცდურ წინადადებებში ხედავს,რომლებიც გამოიხატება სხვადსხვა სახის შემოთავაზებებში, რომლებსაც თახლითები თავაზობენ.
თახლითები სწორედ,რომ ესეთი კატეგორიის მოსახლეობის პოვნას ცდილობენ და მას შემდეგ რაც იპოვიან სთავაზობენ სხვადსსხვა სახის შემოთავაზებებს რომლებიც არის;
1) სხვა სახელმწიფოში გადასვლა და იქ მაღალანაზღაურებად სამუშაოზე მოწყობა, რომლითაც იქ წასული ადამიანი უზრუნველყოფს საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
2) საქართველოში ისეთი ბიზნესის დაწყებას, ან უკვე ვითომდა არსებული და წარმატებული ბიზნესში მეწილედ შეყვანას რობლითაც მსხვერპლი უზრონველყოფდა თავის და მისი ოჯახის წევრების უზრუნველყოფილ ცხოვრებას.ესეთი სახის შემოთავაზებებია სავაჭრო სექტორში ჩამბა,სამშენებლო ბიზნესის დაწყება ან რომელიც ყველაზე უფროა გავრცელებული საქართველოში თანხის გადაცემას სხვა პირზე, რომელიც გადაუხდის მას კრედიტორის დავალიანებას და სარგებელსაც მისცემს მას.
3) საქართველოში უფრო მეტად გავრცელებულია საკუთარი ბინის ახლობლის ან ოჯახის ნათესავის დახმარებისთვის იპოთეკით დატვირთვა.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითების საბოლაო სახე ესეთია: გაჯირვებული და გულისხმიერი ადამიანი რჩება ქუჩაში ისე რომ მისი მომკითხი შემდგომში არა თუ მისი მოვალე არამედ არამედ მისი ახლო ნათესავებიც კი გაუდგებიან ხოლმე გვერდზე და ნაცვლად იმისა რომ ანუგეშონ და დახმარება შესთავაზონ პირიქით გაკიცხავენ ხოლმე.
გასაკვირა არავისთვის არაა ის რომ, გაჭირვებული ადამიანს უფრო დიდი შანსი აქვს მოექცეს თაღლითის ზეგავლენის ქვეშ ისე, რომ მან ისეთი ნაბიჯი გადადგას როგორიცაა ვალის აღება ნებისმიერი საშუალებით ან კიდევ მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება დატვირთოს იპოთეკით ისე რომ მის შესაძლო ზიანზე არც კი იფიქროს ისინი ბრმად ენდობიან იმედისმომცემ ადამიანს და აწერენ ხელს სხვადასხვა სახის ხელშეკრულებებს. სწორედ ასეთი ადამიანებზე არის რომ მიმდინარეობს სააღმსრულებლო ბიურეში სააღმსრულებლო წარმოება ან კიდე უამრავი წარმოებაა დასრულებული კრედიტორების სასარგებლოდ.რამდენიმე ათასობით ესეთმა ადამიანმა დაკარგა ის რაც მათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის ჰაერივით საჭირო იყო ეს არის საცხოვრებელი ბინა. ესეთი ოჯახები ქუჩაში არიან დარჩენილები ისინი ვერ ახერხებენ ქირის გადახდას და იძულებულნი არიან გაყიდონ მათი მოძრავი ქონება და ავეჯი. ან უფრო მეტიც ესეთი ოჯახისწევრები ჩადიან კრიმინალურ დანაშაულს და აღმოჩნდებიან სასამართლო დარბაზებში იქედან კი სასჯელ-აღსრულებით დაწესებულებებში.ხოლო მათ ვინებმაც ეს ადამიანები ესე სასტიკად გაიმეტა (გარდა მასიური და არაერთგზის ჩადენილი დანაშაულისა) თავისუფლად დადიან ქუჩაში. სისხლის სამართლის საქმე ამ პირების მიმართ არ იღძვრება იმის გამო რომ მსხვერპლმა თვითონ გამოხატა თავის ნაბე და თვითონ დამოუკიდებლა ძალადაუტანებლად აიღო იპოთეკური ვალი და ხელი მოაწერა იპოთეკურ ხელშეკრულებას ნოტარიუსთან და თავის ხელით გადასცემდა თანხას მესამე პირს ამ შემთხვევაში(თაღლითს).
ჩვენი რჩევაა სანამ ხელს მოაწერთ ხელშეკრულებას რომლითაც თქვენ კისრულობთ ფულადი ვალდებულების შესრულებას გაიაროთ კონსულტაცია იურისტებთან რათა არ აღმოჩნდეთ თაღლითების ხელში და თქვენი მატერიალური მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაიუარესეთ ან უფრო მეტიც არ დარჩეთ უბინაოდ.
|