Alere INRatio®2 PT/INR მონიტორინგის სისტემა
INRatio®2 პროთრომბინის დროისა (PT) და INR–ის გაზომვის სისტემაა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ორალური ანტიკოაგულანტების თერაპიას გადიან. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც პროფესიონალურ ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში, ასევე პაციენტების თვითტესტირებისთვის.
უფრო ვრცლად... |
|
„საკვები პროდუქტების კვლევის თანამედროვე მეთოდები"
ვარშავაში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის ევროპის განვითარების დღეები ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროზუს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე (http://president.gov.ge/ge/PressOffice/News?p=7203&i=1). აღნიშნული ხელშეკრულება, მთელ რიგ სხვა მოთხოვნებთან ერთად, გაითვალისწინებს საკვების უსაფრთხოების ევროპული სტანდარტის დანერგვას საქართველოში. სწორედ ამ მიზნით ამა წლის 24 დეკემბერს შ.პ.ს. ირისეს მიერ სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ორგანიზებულ იქნასაინფორმაციო სემინარი თემაზე: საკვები პროდუქტების კვლევის თანამედროვე მეთოდები. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში არსებული 50–ზე მეტი კვების მრეწველობის წარმომადგენელი, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოთქვეს ჩვენს ქვეყანაში საკვები პროდუქტების კვლევის სკრინინგული და კონფირმაციული მეთოდების დანერგვის მიმართ. სემინარის თემატიკის შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: http://irise.com.ge/index.php?news_id=40&page=47&lang=geo
კომპანია „ირისეს“ ძირითად საქმიანობას შეადგენს სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების დისტრიბუცია საქართველოში, რომლის იმპორტიც ხორციელდება 10-ზე მეტი ქვეყნიდან. კომპანიას ჰყავს 20-ზე მეტი მომწოდებელი და 100-ზე მეტი მომხმარებელი საქართველოში. საზოგადოების არსენალშია 1000 - ზე მეტი დასახელების პროდუქტი.
შ.პ.ს. „ირისეს“ პროდუქციის ნუსხას რულად ფარავს კლინიკურ - ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ყველა მიმართულებას და მოიცავს: ინფექციური სეროლოგიის, ენდოკრინული, ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების, აუტო იმუნური დაავადებების, ვიტამინების, ფერმენტებისა და კოფერმენტების განმსაზღვრელ და სხვ. სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემებს.
ორგანიზაციის საქმიანობის ცალკე მიმართულებას წარმოადგენს წყლის, ნედლი და მზა საკვები პროდუქტების დიაგნოსტიკუმების (მიკრო ბიოლოგიური, იმუნოფერმენტული, იმუნოქრომატოგრაფიული, ფერმენტული, PCR დასხვ.) დისტრიბუცია. |