bigsale.ge

 ლიდერმედი
 LeaderMed

  

რეპროდუქციული კლინიკა


თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. №21 (დიღმის მასივი)
ბათუმი, ვახტანგ გორგასლის ქ. №159ბ

0322 15 77 77; 596 13 16 16

info@invitro.ge   info@leadermed.ge

www.invitro.ge    www.Leadermed.ge
Back to Category

რეპროდუქციული კლინიკა ,,ლიდერმედი’’ 2021 წლის 15 თებერვალიდან ფუნქციონირებს.
კლინიკის სახელწოდება ,,ლიდერმედი’’ ლიდერი კლინიკა ,,ინ ვიტროდან’’ მოდის, როგორც ლიდერი ხელოვნური განაყოფიერების სფეროში. სწორედ კლინიკა ,,ინ ვიტროს’’ გუნდის დამსახურებაა, საქართველოში პირველი სინჯარის ბავშვის დაბადება ICSI- ის მეთოდით ( მამაკაცის სპერმის პრობლემის დროს), პირველი შედეგები დონაციისა და სუროგაციის მეთოდის გამოყენებით. თუ საქარველოში 2000 წელს, მხოლოდ ერთი ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი არსებობდა, ამჯერად საქართველოში 15 კლინიკაზე მეტია, რაც ამ მეთოდის პოპულარიზაციაზე და პაციენტების მხრიდან კლინიკებში მათი მიმართვიანობის გაზრდაზე მიუთითებს.

ყველასთვის ცნობილი და სანდო კლინიკა ,,ინ ვიტროს’’ პაციენტთა მოთხოვნის შესაბამისად , გაჩნდა ახალი იდეა, რეპროდუქციული კლინიკის დაარსების შესახებ და კლინიკა „ინ ვიტრო“ სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად გაერთიანდა კლინიკა ,,ლიდერმედის სახელის ქვეშ და წარმოგიდენთ სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს.

კლინიკაში გაერთიანებულია ოთხი განყოფილება: ამბულატორია, ქირურგიული სტაციონარი(გინეკოლოგია, ტრამვატოლოგია, ზოგადი ქირურგია, პლასტიკური და ყბა-სახის ქირურგია) სამშობიარო და მრავალწლიანი ისტორიის მქონე რეპროდუქციული ცენტრი ,,ინ ვიტრო’.’

Ჩვეული თავდაჯერებულობითა და მნიშვნელოვანი სიახლეებით #ლიდერმედი მზადაა თქვენზე ზრუნვისთვის.


ჩვენ ვართ ლიდერი კლინიკა ინვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქტიული ჯანმრთელობის დარგში არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტ საბჭოთა ქვეყნებშიც. ჩვენს გუნდს გააჩნია 18 წლიანი გამოცდილება. კლინიკა ინ ვიტრო არის ევროპის ემბრიოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა საზოგადოების წევრი. ჩვენს სპეციალისტებს გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები საფრანგეთში, შვედეთში, გერმანიასა და რუსეთში.

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სრული სპექტრი:
- IVF - ,,ინ ვიტრო’’განაყოფიერება
- ICSI - ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია
- TESA - ტესტიკულური სპერმის ექსტრაქცია ,ასპირაცია
- საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია -  IUI
- დონაცია-სუროგაციის პროგრამა
- ემბრიონების და სპერმის კრიოპრეზერვაცია (გაყინვა)
- ბლასტოცისტის კულტივაცია
- ოქსიდაციური სტრესის განსაზღვრა ეაკულატში (სპერმაში)
- ოოციტების ვიტრიფიკაცია  (სწრაფი მეთოდით გაყინვა)
- ოოციტების მატურაცია  IVM  ( ხელოვნური მომწიფება)
- ემბრიონის „ჰეთჩინგი“ – (Embryo Hatching ) (ემბრიონის გარსის მექანიკური გარღვევა ემბრიონის მიმამგრების შანსის გაზრდის თვალსაზრისით პაციენტთა გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში)
- ემბრიონების კულტივაცია უახლესი სამმაგი აირაციის სისტემის ინკუბატორში    K-system Benchtop

შედეგზე ორიენტირებული მკურნალობა - გენეტიკური კონსულტირება (Genetic counceling) ტელემედიცინის საშუალებით ისრაელის წამყვანი კლინიკების კოლეგა-სპეციალისტებთან

 


--------------------------------------------------
 

 

კლინიკა ,,In Vitro’’ გთავაზობთ სამედიცინო მომსახურების ფართო არჩევანს:
- უშვილობის მკურნალობა(როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა)
- გინეკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგი და მკურნალობა
- საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ჰისტეროსკოპიული მეთოდით
- უშვილობის ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- ლაპარასკოპიული და ლაპაროტომიული ოპერაციები საშვილოსნოს,საკვერცხეებისა და კვერცხსავალი მილების პათოლოგიების დროს
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ქირურგიული და ამბულატორიული მკურნალობა
- მამაკაცის ნაყოფიერების დადგენა, პროფილაქტიკური გასინჯვა
- სქესობრივი მომწიფების პერიოდის რეპროდუქციული გადახრების (ჰიპოგონადიზმი)დიაგნოსტიკა და კორექცია
- სპერმის მიკროსკოპული და კომპიუტერული დიაგნოსტიკა, WHO 2010 წლის სტანდარტების მიხედვით
- უნაყოფობის მიზეზების (გენეტიკური, ჯორმონალური,სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები,იმუნოლოგიური,ულტრასონოგრაფიული გამოკვლევებით)დადგენა და შესაბამისი მკურნალობა პარტნიორის სიტუაციის გათვალისწინებით
- ასაკობრივი ჰიპოგონადიზმი - დიაგნოსტიკა და მართვა
- ორსულობის მონიტორინგი
- ტრანსვაგინალურად საკვერცხის კისტის ასპირაცია
- მენსტრუალური ციკლის დარღვევები
- აკნე, სებორეა, ჰირსუტიზმი, მტკივნეული მენსტრუაცია
- კლიმაქტერული პრობლემები
- ბავშვთა ასაკის სარძევე ჯირკვლის პათოლოგია
- სპეციალისტების კონსულტაციები - გინეკოლოგი, მამოლოგი. ენდოკრინოლოგი, ანდროლოგი,რადიოლოგი, ქირურგი, ემბრიოლოგი, ანესთეზიოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგი

დიაგნოსტიკური სერვისები:
ულტრაბგერითი გამოკვლევები 3D და 4D განზომილებით Voluson E8 - აპარატის მეშვეობით
- კოლპოსკოპია
- სონოჰისტეროგრაფია

ლაბორატორიული გამოკვლევები:
· სრულად ავტომატიზებული იმუნოლოგიური, ჰემატოლოგიური და ბიოქიმიური ტექნოლოგიები

· რეპროდუქციული სისტემის სრული ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
· ოვარიული რეზერვის ლაბორატორიული შეფასება (AMH cobas e411 Roche)
· ორსულთა პრენატალური სკრინინგი ნაყოფის განვითარების გენეტიკური ანომალიების  რისკის შეფასებით
· ხარისხის გარე კონტროლის  იმუნოლოგიური, ორსულთა სკრინინგის, ჰემატოლოგიური, ბიოქიმიური და კოაგულაციური პროგრამები (RIQAS, RfB)

 


 

 

 

 


 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.