საერთაშორისო სახლი წამყვანი სასწავლო ცენტრია ინგლისური ენის შესწავლაში. საერთაშორისო სახლში ინგლისური ენის შესწავლა თანამედროვე მეთოდით ხდება და აქცენტი კეთდება საკომუნიკაციო უნარების განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს სტუდენტთა თვითდაჯერებას ინგლისურად მეტყველებისას და მთავარი უნარების (მეტყველება, მოსმენა, კითხვა და წერა) ეფექტურად დაუფლებას.
• ინგლისური ენის სწავლება მოზრდილთათვის (ზოგადი კურსი), მეცადინეობა კვირაში სამჯერ, 2 საათის განმავლობაში.
• ნგლისური ენის სწავლება სხვადასხვა ასაკის ბავშვებისა და მოზარდთათვის ასაკობრივი ჯგუფები: 7-9 წელი, 10-12 წელი, 13-15 წელი, მეცადინეობა კვირაში სამჯერ 1,5 საათის განმავლობაში.
• ინგლისური ენის სწავლების 4 და 5 კვირიანი ინტენსიური კურსი, მეცადინეობა კვირაში 5 დღე, 2 საათის განმავლობაში.
|
|
• საერთაშორისო გამოცდების (PET, FCE, CAE, CPE, TOEFL, IELTS, SAT) მოსამზადებელი კურსი, მეცადინეობა კვირაში სამჯერ, 2 საათის განმავლობაში.
• ბიზნეს-ინგლისურის ზოგადი კურსი, მეცადინეობა კვირაში სამჯერ, ორი საათის განმავლობაში.
• ინგლისური პროფესიული მიზნებისთვის (საბანკო-საფინანსო ინგლისური, ინგლისური ექიმებისთვის და ჟურნალისტებისთვის).
• მასწავლებელთა პროფესიული მომზადება–საერთაშორისო სერთიფიკატების: CELTA, DELTA, IHYL, CAM, BET მოსამზადებელი კურსები.
საერთაშორისო სახლი გთავაზობთ სწავლების 8 დონეს. თითოეულ დონეზე სწავლა გრძელდება 4 თვე. მსურველები მიიღებიან წერითი ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. ყოველი სასწავლო დონე შედგება ორი 2 თვიანი კურსისგან A და B. სასწავლო დონისა და კურსის დამთავრებისას ჩატარდება ტესტირება და მისი შედეგების საფუძველზე მოხდება შემდგომ დონეზე ან კურსზე გადაყვანა. სწავლის დასრულებისას გაიცემა სერთიფიკატი.
|