სიახლეების არქივი....
---------------------------------------------------------

აკრილის აბაზანების უახლესი კოლექციები ევროპიდან
სავაჭრო ცენტრი „იდეალი“ წარმოგიდგენთ ახალი ჩეხური ბრენდის RIHO–ს აკრილის აბაზანებს. აბაზანები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის აკრილის მასალისგან, რომლებიც გამოირჩევიან დახვეწილი დიზაინით და ერგონომიული ფორმებით. სავაჭრო ცენტრი „იდეალი“–ს შოურუმში წარმოდგენილი სხვადასხვა ფორმის და ზომის RIHO–ს აბაზანები შექმნილია მყარი და ამავდროულად მსუბუქი კონსტრუქციისგან. აბაზანების ექსპლუატაცია მარტივი და მოსახერხებელია. 

აკრილის აბაზანების მწარმოებელი ჩეხური ბრენდი RIHO  დაარსდა 1994 წელს და დღემდე ინარჩუნებს მომხმარებლის ნდობას და მაღალ რეპუტაციას მსოფლიო ბაზარზე. კომპანიამ დაარსების დღიდან დაამკვიდრა ევროპული სტანდარტის წარმოება, რაც პირველ რიგში გულისხმობს პროდუქციის უსაფრთხოებას, წარმოების მაღალ ხარისხს, მრავალფუნქციურობას და მარტივ ექსპლუატაციას.

 

 

საუკეთესო ფასდაკლება შვეიცარიულ ჩასაშენებელ ავზებზე
სავაჭრო ცენტრი "იდეალი" გთავაზობთ ფასდაკლებას უნიტაზის ჩასაშენებელ ავზებზე მსოფლიოში წამყვანი ბრენდისგან Geberit. ავზების უნიკალურობას განაპირობებს უმაღლესი ხარისხი, გამორჩეული დიზაინი, კომფორტული მოხმარება და მომსახურების ხნგრძლივი პერიოდი. აღნიშნული ავზის სისტემების დამონტაჟება შესაძლებელია ნებისმიერი დიზაინის და სივრცის სააბაზანო ოთახში. Geberit-ის ავზის სისტემები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და გამორჩეულია არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხით, არამედ ავზის მოხმარება წყლის ეკონომიის საშუალებასაც იძლევა.

შვეიცარული კომპანია Geberit–ი 50 წელზე მეტია უპირობო ლიდერია ჩასაშენებელი უნიტაზებისთვის, ბიდეებისთვის და ხელსაბანებისთვის ავზის სისტემების წარმოებაში.  კომპანიის ჩამრეცხ სისტემებს უნიტაზების წარმოებაში იყენებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა  Laufen, Duravit, Villery&Boch. Gebeit–ი უმთავრესად გამოირჩევა

საიმედო, გამძლე, თანამედროვე და ენერგოეფექტური პროდუქციის წარმოებით, რაც აკმაყოფილებს ევროპულ და მსოფლიო დონის უმკაცრეს სტანდარტებს. სწორედ, ამ მნიშვნელოვანი კრიტრერიუმების და მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, კომპანია გამორჩეულია საერთაშორისო ბაზარზე.

იჩქარეთ, შეიძინეთ შვეიცარიული ხარისხის ავზები საუკეთესო ფასდაკლებით სავაჭრო ცენტრში "იდეალი" და შექმენით მაქსიმალური კომფორტი ძირითადი საჭიროებების ოთახში. 

 

სავაჭრო ცენტრი „იდეალი“ კვირასაც იმუშავებს
„იდეალი“ ზაფხულის ცხელ სეზონთან დაკავშირებით სამუშაო საათებს ცვლის და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, კვირასაც ეწვიოს სავაჭრო ცენტრს. ახალი სამუშაო საათების მიხედვით, „იდეალი“ იმუშავებს ყოველ დღე ორშაბათიდან კვირის ჩათვლით 09:00-18:00 საათებში. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე სავაჭრო ცენტრის სამუშაო საათები ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით იყო.

 „იდეალი“ გთავაზობთ საზაფხულო ფასდაკლებას კერამიკულ ფილებზე, პარკეტსა და ლამინირებულ იატაკზე, MDF–ის კარებსა და სანტექნიკის პროდუქციაზე. დაგეგმეთ რემონტი, გვეწვიეთ კვირის განმავლობაში ნებისმიერ დღეს და შეიძინეთ თქვენთვის სასურველი სარემონტო მასალები იდეალურ ფასად. 

 

 

 

ფასდაკლების სეზონი სავაჭრო ცენტრში „იდეალი“

სავაჭრო ცენტრში „იდეალი“ დაიწყო ფასდაკლების სეზონი სარემონტო მასალებზე. ამ ეტაპზე, მომხმარებელს შეუძლია, 60X60 ზომის, ყინვაგამძლე ესპანური კერამიკული გრანიტი შეიძინოს 27 ლარიდან. აღნიშნული კერამიკული გრანიტი ცვეთამედეგია და გამოიყენება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებლად. გარდა ამისა, ჩვენს სავაჭრო ცენტრში, მოცემული ფასდაკლების პერიოდში, შესაძლებელია მაღალი ხარისხის ესპანური კედლის ფილების შეძენა 17 ლარიდან. 

საზაფხულო ფასდაკლების ფარგლებში, სავაჭრო ცენტრი „იდეალი“ ასევე გთავაზობთ გერმანული ლამინირებული იატაკის კოლექციას იდეალურ ფასად – 16,50 ლარიდან და MDF–ის და მეტალის კარებს 15%–იანი ფასდაკლებით.

იჩქარეთ, დაგეგმეთ რემონტი, გვეწვიეთ "იდეალ"-ში და შეაჩიეთ თქვენთვის სასურველი სარემონტო მასალები იდეალურ ფასად.

 

 

ესპანური უნიტაზის უახლესი კოლექცია

სავაჭრო ცენტრი „იდეალი“ წარმოგიდგენთ ესპანური ბრენდის Roca–ს კოლექცია Gap–ის უახლეს უნიტაზს Rimless სისტემით. უნიტაზის Rimless სისტემა ენერგოეფექტურია, რისი მეშვეობითაც უნიტაზი სტანდარტულ მექანიზმთან შედარებით უკეთესი ეფექტით მოიხმარს ნაკლები რაოდენობის წყალს, რაც შხეფების დონესაც საგრძნობლად ამცირებს. ამავდროულად, უნიტაზის მექანიზმი ჩარეცხვის პროცესში უშვებს ძლიერი წყლის ნაკადს და ამით უზრუნველყოფს მის გაცილებით ეფექტურ გასუფთავებას.

Roca Gap–ის კოლექცია გამოირჩევა ულამაზესი ფორმებით და სწორი ხაზებით. ძვირფასი კერამიკის და Rimless ჩარეცხვის სისტემის წყალობით უნიტაზის ჰიგიენური მოვლა ბევრად უფრო იოლი და კომფორტულია.

ესპანური ბრენდის Roca–ს უახლესი კოლექცია Gap-ის Rimless უნიტაზი არის თანამედროვე დიზაინერული გადაწყვეტილება, რომელიც ნებისმიერ ინტერიერში ჰარმონიულ და კომფორტულ გარემოს ქმნის. 

 

 

VILLEROY&BOCH–ის უახლესი ლამინირებული იატაკი

ამიერიდან სავაჭრო ცენტრში "იდეალი" შესაძლებელია Villeroy&Boch–ის პრემიუმ კლასის ლამინირებული იატაკის შეძენა. ასორტიმენტში წამრმოდგენილია კლასიკური და თანამედროვე სტილის 4 კოლექცია სხვადასხვაგვარი დეკორაციებით.
Villeroy&Boch–ის ლამინირებული იატაკი 33–ე კლასისაა, რაც ზედაპირის ცვეთამედეგობის და ხანგრძლივი ექსპლოატაციის გარანტიას იძლევა. აღნიშნული ლამინატის კოლექციებს  გააჩნიათ 4 შრე და მათი დაგება შესაძლებელია ისევე როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართებშიც.

Villeroy&Boch–ის ლამინირებული იატაკი ეკოლოგიურად სუფთაა, რაც ადმიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. უნიკალური სტრუქტურის წყალობით Villeroy&Boch–ის ლამინატის დაგება, წმენდა და მოვლა საოცრად მარტივია. 

შეიძინეთ Villeroy&Boch–ის ლამინირებული იატაკი სავაჭრო ცენტრში „იდეალი“ და შეიქმენით იდეალური, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო.  

 

 

ინოვაციური გერმანული საშხაპე მოწყობილობა

შხაპის მიღება ყველა ადამიანისთვის სასიამოვნო პროცესია. თუმცა, ამ პროცედურის დროს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საშხაპე მოწყობილობა, რომელიც კომფორტულად უნდა გვემსახურებოდეს.

გერმანული ბრენდი Hansgrohe ყოველთვის ანებივრებს მომხმარებელს კომფორტული საშხაპე მოწყობილობების წარმოებით. ამჯერეადაც, Hansgrohe-მ შექმნა ახალი საშხაპე მოწყობილობები ABS პლასტიკის კორპუსით, რომლებიც ბევრად გამძლეა, ვიდრე სტანდარტული მასალისგან დამზადებული საშხაპე ყურმილები.

ეს არის Hansgrohe-ს ახალი კოლექცია Crometa Select. შხაპს გააჩნია სხვადასხვა რეჟიმზე გადამრთავი მექანიზმი და ჰაერის წყალთან შეზავების უნიკალური სისტემა Raindance – ე.წ. „ტროპიკული წვიმის“ ეფექტით. სწორედ ეს ფუნქციაა, რაც შხაპის მიღებას განსაკუთრებულად სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის. გარდა ამისა, Hansgrohe–ს საშხაპე მოწყობილობების სისტემის უპირატესობა გამოიხატება წყლის ეკონომიის ფუნქციაში.

გერმანული ბრენდის Hansgrohe–ს კოლექციის Crometa Select –ის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად ამიერიდან ექსკლუზიურად შესაძლებელია სავაჭრო ცენტრში “იდეალი“.

 

 

სავაჭრო ცენტრი „იდეალი“–ს სასნტექნიკის პროდუქციას პორტუგალიური ბრენდის Sanitana–ს კერამიკული სანტექნიკა შეემატა.

მაღალი ხარისხის კერამიკისგან დამზადებული სანტექნიკა არ იცვლის ფერს, არ ყვითლდება და არ იკეთებს ნადებს. ამიერიდან მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პორტუგალიური წარმოების უნიტაზები, ბიდეები და ხელსაბანები ხელმისაწვდომ ფასებში.

კომპანია Sanitana დაარსდა პორტუგალიაში 1979  წელს და მას შემდეგ აწარმოებს ხარისხიანი სანტექნიკის პროდუქციას. Sanitana–ს სანტექნიკა გამოირჩევა ელეგანტური დიზაინით, რაც ნებისმიერ ინტერიერს დახვეწილ იერსახეს შესძენს.

 

 

 

უპრეცენდენტო ფასდაკლება იდეალში
სავაჭრო ცენტრში “იდეალი“ ფასდაკლებების სეზონი დაიწყო. თუკი დაგეგმეთ რემონტი, გერმანული ლამინირებულ იატაკი დაამშვენებს თქვენს ინტერიერს. უმაღლესი ხარისხის ლამინატი შეგიშლიათ შეიძინოთ 17 ლარიდან.

ასევე, ფასდაკლების აქციის ფარგლებში თქვენ მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ MDF-ის კარები 169 ლარიდან, ხოლო მეტალის კარები 189 ლარიდან.

იჩქარეთ, სანამ აქცია ძალაშია! გვეწვიეთ სავაჭრო ცენტრში „იდეალი“, შეიძინეთ იდეალური ხარისხის სარემონტო-სამშენებლო მასალები და შექმენით ულამაზესი ინტერიერის დიზაინი.

 

 

საუკეთესო შეთავაზება ჩეხურ კერამიკულ სანტექნიკაზე იდეალისგან
სავაჭრო ცენტრი “იდეალი“ გთავაზობთ  ჩეხურ სანტექნიკას იდეალურ ფასებში - საუკეთესო ხარისხის ნიჟარები, უნიტაზები, ბიდე და  ონკანები 15%-იანი ფასდაკლებით.

ჩეხური ბრენდის JIKA -ს კერამიკული სანტექნიკა დამზადებულია მაღალი ხარსიხის კერამიკისგან, რომელიც  არ იცვლის ფერს, არ ყვითლდება  და არ იკეთებს ნადებს.  JIKA-ს კერამიკული სანტექნიკის იდეალური, გლუვი ზედაპირის მოვლა იოლი და კომფორტულია.
კომპანია JIKA ჩეხეთში ნომერ პირველ ბრენდად ითვლება კერამიკული სანტექნიკის წარმოებაში. JIKA უკვე ათწლეულებია ტრადიციულად აწარმოებს ხარისხიან სანტექნიკას. გარდა კერამიკული სანტექნიკისა, კომპანიის პროდუქციას მიეკუთვნება: შემრევი ონკანები, საშხაპეები, აბაზანები, აბზანის მოწყობილობები და აქსესუარები

ჩეხური კომპანიის JIKA-ს სანტექნიკა მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნად პროდუქტად ითვლება, რასაც ადასტურებს მომხმარებლის დამოკიდებულება ბრენდის პროდუქციასთან მიმართებაში. შესაბამისად, JIKA-ს სლოგანია - ტრადიცია და ხარისხი. JIKA-ს  ქარხანაში დღესდღეობით დაახლოებით 800 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს უნივერსალური დიზაინი, მაღალი ხარისხი, საუცხოო ფუნქციონალურობა და იდეალური ფასები.