ულამაზესი მარადმწვანე სუბტროპიკული სითბოთი და სტუმართმოყვარეობით განთქმული ეს ზღვისპირა ქალაქი უძველესი დროიდან ხიბლავდა როგორც მის მკვიდრთ, ასევე უამრავ სტუმარს.
განუმეორებელი სილამაზისაა ბათუმი. ზაფხულის ოცნებად ქცეული მისი ზურმუხტისფერი სანაპირო, ლაჟვარდოვანი ზღვა და რეიდზე მდგარი გემების სილუეტები.
თუ გსურთ დასვენება ბათუმში დაუვიწყარ მოგონებათ გექცეთ ესტუმრეთ სასტუმრო „მერკური“–ს, რომელიც ქალაქის ცენტრში, ძველი ბათუმის შუაგულში მდებარეობს.
„მერკურის“–ს კომპლექსშია ღამის ბარი, სადაც ცოცხალი მუსიკის საღამოები ეწყობა.
ხუთსართულიანი ფეშენებელური სასტუმროს მეხუთე სართულზე ღია ბარია მოწყობილი, საიდანაც ძველი ბათუმის ულამაზესი ხედი იშლება. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, გაჩირაღდნებული ბათუმის ქუჩები და მუდამ მოფუსფუსე ბათუმის პორტი ყველაზე ჭირვეულ გურმანსაც მოხიბლავს.
მომქანცველი დღის შემდეგ ენერგია შეგიძლიათ აღიდგინოთ საუნაში. საცუროაო აუზი, ფინური აბანო და პროფესიონალი მასაჟისტები დაღლილობის ნებისმიერ შეგრძნებას მოგიხსნით.
სასტუმროში 35 ნომერია
|
ზაფხული |
ზამთარი |
6 ლუქსი |
150.00 GEL |
130.00 GEL |
21 სტანდარტი |
90.00 GEL |
70.00 GEL |
3 სტუდენტური (twins) |
60.00 GEL |
50.00 GEL |
2 სტუდენტური (single) |
50.00 GEL |
40.00 GEL |
ყველა ოთახს აქვს კონდინციონერი, ტელევიზორი, ტელეფონი, უფასო ინტერნეტი, და მინი–ბარი.
სასტუმროში ასევე შესაძლებელია კონფერენციებისა და საქმიანი შეხვედრების მოწყობა. აქ ყველა პირობაა იმისათვის, რომ თქვენი საქმიანი შეხვედრა წარმატებულად წარიმართოს. |