bigsale.ge
ალიკ
ALIK

  

სასტუმრო

ბათუმი, აბაშიძის ქ. №12

+995 4222 27 58 02; 27 58 03

+995 4222 27 58 03

hotelalikge@gmail.com

www.hotelalik.gol.ge

Back to Category
დამატებულია: 22.06.12

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო “ალიკი” აშენებულ იქნა 1996 წელს, მდებარეობს ქალაქის ცენტრში, საუკეთესო ადგილმდებარეობაა ბიზნესმენებისა და დიპლომატების საქმიანობისათვის. სასტუმრო 100 მ-ით არის დაშორებული სანაპირო ზოლიდან, 3 კმ–ით აეროპორტიდან, ხოლო 1 კმ-ით პორტიდან. ქალაქის ღირშესანიშნაობები განლაგებულია სასტუმროს ირგვლივ.

სასტუმრო “ალიკ”-ში მომსახურების მაღალი დონე, წყნარი ატმოსფერო და ზღვასთან სიახლოვე თქვენს სტუმრობას განუმეორებელ ელფერს შესძენს. გულისხმიერი და ყურადღებიანი, კვალიფიციური მომსახურე პერსონალი, სრული სერვისით უზრუნველყოფილი ბიზნეს ცენტრი: მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და ტრეინინგების საწარმოებლად განკუთვნილი საკონფერენციო დარბაზები და კომპიუტერული და ინტერნეტ მომსახურება, ფაქსიმალური დაკავშირება, თქვენი წარმატებული საქმიანობის წარმატების საწინდარია.
 
სასტუმროს
პირველ სართულზე  მდებარეობს ევროპული ტიპის ბარი, სადაც, შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვაგვარი გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები, რესტორანში შემოგთავაზებენ შვედურ მაგიდას, სადაც სურვილისამებრ შეარჩევთ როგორც ტრადიციულ ქართულ და ასევე  ევროპულ კერძებს.
 
გართობის მოყვარულებს ვთავაზობთ ბილიარდს და მინი-გოლფს,  სასტუმროში
არის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი: საუნით, მასაჟის კაბინეტით, საცურაო აუზითა და ჯაკუზით.
 
სასტუმრო
უზრუნველყოფილია ავტომანქანების პარკირებით,  თქვენი სურვილისამებრ განხორციელდება ექსკურსიების ორგანიზება და ტრანსპორტით მომსახურება.
 
სასტუმროდან გაუსვლელად ავიასააგენტო ”ალიკ ეერ”-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ავია ბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.
 
სასტუმროს ჰოლში შეგიძლიათ დატკბეთ ცოცხალი მუსიკით.
 
სასტუმრო ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე და საუნა აუზით დილის 9-დან 12 საათამდე.
 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.