bigsale.ge

GT Motors

  

ავტომობილებით, მათი სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა და სერვისი

თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.

+995 32 595000; 596796
   www.landrover.ge  e-mail: info@landrover.ge
  
   www.ford.com.ge  e-mail:  info@ford.com.ge
  
   www.suzukiauto.ge e-mail: info@suzukiauto.ge


Back to Category
დამატებულია: 01.11.10

კომპანია GT Motors 2007 წლის 14 მარტს დაარსდა GT Group-ის მიერ, როგორც შვილობილი კომპანია და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ავტომობილებით, მათი სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა და სერვისი.

GT Motors 2008 წლიდან, საქართველოში ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი ამერიკული საავტომობილო ბრენდის, Ford-ის გლობალური იმპორტიორია.
ევროპული და ამერიკული წარმოების Ford-ის სამოდელო გამა საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია. შესაბამისად მომხმარებელმა შეიძლება შეიძინოს, როგორც მსუბუქი, სპორტული, წარმომადგენლობითი, უგზოობის დასხვა ტიპის ავტომობილები, ასევე კომერციული ტრანსპორტი. ევროპული წარმოების ავტომობილებზე ვრცელდება 2 წლიანი გარანტია გარბენის შეუზღუდავად, ხოლო ამერიკული წარმოების მოდელებზე კი 3 წელი, ან 100 ათასი კილომეტრი გარბენი. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ გარანტია ვრცელდება არა მხოლოდ ძრავზე და გადაცემათა კოლოფზე, არამედ სავალ ნაწილზეც და თითქმის ყველა კვანძზე, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის გამართულობას. ცენტრში შეძენილ და დამონტაჟებულ ნებისმიერ დეტალზეც ერთწლიანი გარანტია ვრცელდება.
2009 წლიდან კომპანია GT Motors  მიკროავტობუსებზე და კომერციულ ტრანსპორტზე ქარხნული წესით აწარმოებს მაცივარ-დანადგარების დამონტაჟებას.


GT Motors  საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ სახელგანთქმულ ბრიტანულ საავტომობილო ბრენდს, როგორიცაა Land Rover, კომპანია 2008 წლიდან, ამ ლეგენდარული ავტომობილების ექსკლუზიური დილერია.
Land Rover გამოირჩევა დახვეწილი სტილით, მდიდრული აღჭურვილობით, კარგი გამავლობით და მაღალი დინამიკური მაჩვენებლებით. ეს ავტომობილი პრესტიჟის და მაღალი სტატუსის მუდმივი მატარებელია!
Land Rover  ნებისმიერ მოდელზე ვრცელდება 3 წლიანი, ან 100 ათას კილომეტრიანი "ოფ-როუპ" გარანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად გზის საფარისა და მძიმე პირობებისა, რომელ გარემოშიც მოხდება ავტომობილის მოხმარება, გარანტია ვრცელდება თქვენს მმიერ შეძენილი Lანდ ღოვერ-ის ნებისმიერ საკვანძო დეტალზე!

2010 წლის 1 ოქტომბრიდან კომპანია GT Motors  იაპონური ავტოკონცერნის Suzuki-ს ექსკლუზიური დილერია.
იაპონური ბრენდი უკვე ოფიციალურად გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და მისი წარმომადგენელი სწორედ კომპანია GT Motors-ია. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ექსკლუზიური დილერი, ეგრედწოდებული "რუხი" დილერებისგან განსხვავებით, გთავაზობთ კონკრეტულად ქარხანა-დამამზადებლისგან ჩვენი ბაზრისთვის დამზადებულ და ადაპტირებულ ავტომობილებსა და დეტალებს, მაღალი ხარისხის გარანტიას და მომსახურებას და არა აზიის, ან სხვა ქვეყნების ბაზრებზე შეძენილ არა საქართველოს ბაზრისთვის დამზადებულ იაფი კომპლექტაციების მქონე ავტომობილებს.
Suzuki მუდამ გამოირჩეოდა მცირელიტრაჟიანი და ეკონომიური ავტომობილების წარმოებით, რაც დღევანდელ პირობებში ბევრად უფრო მიმზიდველია. სამოდელო რიგი საკმაოდ მრავალფეროვანია, Suzuki გვთავაზობს ისეთ მცირელიტრაჟიან ავტომობილს, როგორებიცაა Splash, Swift  სედანებს და ქროსოვერებს SX4 და წარმომადგენლობითი კლასის სედანს K Kizashi. კომპანია ასევე აწარმოებს მაღალი გამავლობის, მცირე ზომის ავტომობილებს -  Jimny და Vitara, რომლებმაც უკვე დიდი ხანია სახელი გაითქვეს თავისი გამავლობით და გამძლეობით.
ნებისმიერ გაყიდულ ავტომობილზე ვრცელდება გარანტია 3 წელი, ან 100 ათასი კილომეტრი გარბენი და ეს გარანტია ისევ და ისევ ძრავისა და გადაცემატა კოლოფის გარდა, ავტომობილის ყველა საკვანძო დეტალს ეხება!
კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს თავის მუდმივ კლიენტებს და მათ მაღალი ხარისხის სათადარიგო დეტალებსა და სერვისსაც სთავაზობს.

 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.