Samsung Cheils Ind. მიერ წარმოებული პროდუქციის „STARON“ - ის ოფიციალური დილერი საქართველოში კომპანია შპს “GSS“.

  

ინტერიერის მასალა

თბილისი, ც.დადიანის ქ. №7
(სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, IV - სართული, ოთახი B427)

+995 595 90 16 15

info@staron.com.ge

www.facebook.com/SamsungStaronGeorgia

www.staron.com.ge
Back to Category
 
დამატებულია: 19.04.13
სამხრეთ კორეული კორპორაცია Samsung Cheil Industries Inc.,
წარმოგვიდგენთ ახალ მოსაპირკეთებელ მასალას, 100% აკრილის ხელოვნურ ქვას Staron®.
staron_logo.jpg
STARON მიეკუთნება Acrylic Solid Surface (აკრილის მყარი ზედაპირები) მასალათა სერიას, რომელიც გამოიყურება როგორც მინერალური წარმოშობის პროდუქტი. STARON - ი მიეკუთვნება პრემიუმ კლასის მასალებს, რომელიც გამოირჩევა ელეგანტურობით, სიმყარით, იდეალურია ხანგრძლივი გამოყენებისთვის და მარტივად სუფთავდება. მოცემული ნიშან - თვისებები საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ დიზაინერულ გადაწყვეტილებათა ფართო სპექტრისთვის, რაც მასალას იდეალურს ხდის ფუნქციონალური გამოყენებისა და შიდა ინტერიერის მხატრული გაფორმებისთვის. მაგალითად სამზარეულო, სააბაზანო ოთახი თუ სხვა ნებისმიერი ნაკეთობა. მასალის განსაკუთრებული მახასიათებლები მას ექსტერიერის გასაფორმებელ მოსახერხებელ პროდუქტად ხდის. STARON-ის განმანსხვავებელი თვისებები: წყალგაუმტარობა, საყოფაცხოვრებო ქიმიკატებსა და მდუღარე წყლის მიმართ გამძლეობა, დარტყმისადმი მდგარადობა, უნაკერო შეერთება, მაღალ ტემპერატურაზე ფორმირების შესაძლებლობა, გარეგნული მხარის ესთეტიკა, სოკოსა და ბიოლოგიური გახრწნის მიმართ სიმტკიცე, ფერის მდგრადობა, კვებით პროდუქტებთან შეხების უსაფრთხოება, თერმომდგრადობა, გამოყენებისა და გაწმენდის სიმარტივე, სიგარეტის ნამწვავებისადმი გამძლეობა.

აღმოჩენა დიზაინერისათვის:
- თერმოფორმინგი (გაღუნული ელემენტის მქონე სხვადასხვა ნაწარმი თუ დეტალი შეიძლება დამზადდეს მასალის ჩვეულებრივი ბრტყელი ფირფიტისაგან):
- შეერთების უნაკერო მეთოდი და დამუშავების სიმარტივე (რთული ნაწარმი უხილავი შეერთებით, სხვადასხვა ფერის ინკრუსტაცია, კომბინირება სხვა მასალასთან):
- ფერთა პალიტრის სიუხვე და კოლორიტული გადაწყვეტილებების სიზუსტე.
პრაქტიკული ნიშან-თვისებები:
- გამოირჩევა გამძლეობით (ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემთხვევაშიც ინარჩუნებს პირველად სახეს, არ იყოფა შრეებად, არ ყვითლდება);
- ჰიგიენურია (ნეიტრალურია საკვებთან კონტაქტისას, არაფერს იწოვს და გამოყოფს, არ გააჩნია რადიაციული ფონი);
- ადვილად შეკეთებადია (შესამჩნევი ნაკერების გარეშე, უმოკლეს ვადებში ადგილზე პრობლემის აღმოფხვრა);
- თბილია შეხებისას, იძენს გარემოს ტემპერატურას;
- არ გააჩნია ფორები (არ იწოვს ჭუჭყს , სინესტეს, არ უწყობს ხელს მიკრობებისა და ბაქტერიების გამრავლებას);
- მარტივად სუფთავდება (ყოველთვის სუფთაა, პრაქტიკულად ნებისმიერი ლაქა შორდება საპნიანი წყლით ან არააბრაზიული საწმენდი საშუალებით);
- მდგრადია ფიზიკური ზემოქმედებისა თუ აგრესიული საყოფაცხოვრებო ნივთიერების მიმართ.

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.