შეხვედრა ელჩებთან
ხვალ 24 მარტს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება„აზიურ ქვეყნებთან პარტნიორობისა დათანამშრომლობის კლუბის“ პრეზენტაცია.
უნივერსიტეტის რექტორი ბატონი მამუკა თავხელიძე შეხვდება ირანის , კატარის, თურქეთისა და კორეის ელჩებს.
აზიური კლუბის მიზანია ისტორიული , კულტურული და ეკონომიკური პოლიტიკის გაცნობა და პოპულარიზაცია, ასევე, სამომავლო თანამშრომლობა სხვადასხვა საგანმანათლებლო სფეროებში.
კლუბის ფარგლებში იგეგმება აზიური ქვეყნების უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, მათი ჩართვა საერთაშორისო პროექტებში, საერთო პროექტების შემუშავება სამეცნიერო კვლევების მიმართულებით და გაცვლითი პროგრამები.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი ბატონი მამუკა თავხელიძემ სტუმრებს გადასცემს „აზიის ურთიერთთანამშრომლობისა და კორპორატიული კლუბის საპატიო წევრობის„ სიგელებს. |
|