საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი

  

სამედიცინო ცენტრი

 

 

 

 

 
Back to Category
 
დამატებულია: 25.02.15

სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თბილისში მოქმედებს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“.

სამედიცინო ცენტრის მთავარი მიზანია – „პაციენტის კეთილდღეობა და კომფორტი უპირველეს ყოვლისა“. ჩვენთან პაციენტი მუდმივად გრძნობს პერსონალის პროფესიონალიზმს და სულიერ სითბოს.

სამედიცინო ცენტრში მოქმედებს:
- ამბულატორიული დეპარტამენტი: (თერაპევტი, ალერგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ქალთა კონსულტაცია, ოფთალმოლოგი, ყელ–ყურ–ცხვირის სპეციალისტი);
- გადაუდებელი ამბულატორია;
- დიაგნოსტიკის დეპარტამენტი (ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია).

სტაციონარი:
- სამეანო განყოფილება (სამშობიარო სახლი);
- გინეკოლოგიური განყოფილება;
- ზოგადი ქირურგიის განყოფილება (ლაპარასკოპიული ქირურგია);
- კრიტიკული მედიცინის – რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილება;
- სომატური (ზოგადი თერაპია, ენდოკრინოლოგია, ალერგოლოგია, ნევროლოგია) განყოფილება.


მაღალი ხარისხის მიუხედავად, მომსახურების ფასები ხელმისაწვდომია ყველა პაციენტისათვის. პარალელურად, კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა.

ამავდროულად, ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია სრულფასოვანი ოთხჯერადი კვებით.

ცენტრში არსებობს შეღავათები დევნილი მოსახლეობისთვის – დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მათ მოემსახურებიან 20%-იანი ფასდაკლებით.

 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.