bigsale.ge
  Georgia Palace Hotel

  

სასტუმრო

ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. №275

+995 32 2242400

+995 32 2242403

info@gph.ge

www.gph.ge
Back to Category
დამატებულია: 23.06.11

"Georgia Palace Hotel”-, პირველი ქართული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიცმდებარეობს აჭარაში, საკურორტო ქალაქ ქობულეთის შავი ზღვის სანაპიროზე.
Georgia Palace –ი საუკეთესო არჩევანია დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის, ვისაც სურს მდიდრულ და კომფორტულ გარემოში დასვენება.
156 ელეგანტურად გაწყობილი ვრცელი ოთახი, რომელთა აივნებიდან ულამაზესი ზღვის და მთის პეიზაჟი იშლება, შეხამებულია თანამედროვე დეკორით,ხოლო რბილი პასტელის ფერები მყუდრო გარემოს უქმნის სტუმარს. ყველა ოთახი აღჭურვილია უფასო საკაბელო ინტერნეტით, სატელიტური სატელევიზიო
არხებით, ტელეფონით, მინი ბარით, სეიფით, კონდიცირებით, თმის საშრობით.

ღამის ბარი "La Perla" მშვიდი მუსიკა და მყუდრო გარემო, სადაც შესანიშნავად გაატარებთ საღამოს. "La Perla" გთავაზობთ ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, უგემრიელესი კოქტეილების, ნაყინისა და იტალიური ნამცხვრების მრავალფეროვნებას.

რესტორანი “აჭარა”
სასტუმროს პირველ სართულზე განლაგებული რესტორანი “აჭარა” გეპატიჟებათ
დახვეწილ გარემოში დააგემოვნოთ უგემრიელესი, შვედური მაგიდის სტილზე გაწყობილი საუზმე, სადილი და ვახშამი. ჩვენი იტალიელი შეფ მზარეული გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე დამზადებულ იტალიურ-ქართული კერძების ნაირსახეობას.

Lounge Bar
Georgia Palace-ის ლობი ბარი საუკეთესო ადგილია თქვენი დასვენებისათვის მშვიდ,
მეგობრულ გარემოში, სადაც თქვენ გელით უგემრიელესი სასმელები და მსუბუქი კერძები.

Roof Garden-ღია ტერასა საუკეთესო ადგილია განიტვირთოთ და დააგემოვნოთ
უგემრიელესი იტალიური კერძები.
შავი ზღვის ულამაზესი ხედი შეგიქმნით სასიამოვნო განწყობას, რომელიც თან დიდხანს გაგყვებათ.

Pool Bar-
აუზის ბარი ზაფხულის განმავლობაში გთავაზობთ საუკეთესო კოქტეილებისა სხვადასხვა სასმელების მრავალფეროვან არჩევანს, გემოვნებით შერჩეული მუსიკა და სასიამოვნო გარემო თქვენს დასვენებას განუმეორებელს გახდის.

სპა
Georgia Palace - ის ექსკლუზიური სპა ცენტრი “მარინა” გთავაზობთ სახისა და სხეულის გამაჯანსაღებელ პროცედურებს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
- დახვეწილი და მშვიდი ატმოსფერო უზრუნველყოფს თქვენი სხეულის და გონების
- მოდუნებასა და გაჯანსაღებას. სპა ცენტრი გთავაზობთ სხვადასხვა პროცედურების ფართო არჩევანს:
- არომათერაპია;
- სხეულის მასაჟი (კლასიკური, ანტისტრესული, შვედური, ანტიცელულიტური, ნატურალური თაფლით,სხეულის პილინგი);
- შოკოლადის დღე სპაში;
- ენდერმოლოგია;
- ჰიდრო-კოლონოთერაპია;
- ინფრა წითელი საუნა;
- ანტისტრესული პაკეტი;
- გამაჯანსაღებელი პაკეტი;
- ანტიცელულიტური პაკეტი ქალბატონებისთვის;
- დეტოქსიკური პაკეტი;
ჩვენი კოსმეტოლოგიური კაბინეტი მუშაობს მხოლოდ შვედურ კოსმეტიკური ფირმის “Swiss Line”-ის პროდუქციის გამოყენებით და გთავაზობთ შემდეგ პროცედურებს:
- სახის დეზინკრუსტაციას და ღრმა გაწმენდას;
- სახის მასაჟს;
- ნიღბებს;
- კომპლექსების ფართო არჩევანს;
- “მარგალიტის ბრწყინვალებას”;
- ფოტო და ბიო-ეპილაციას;
- ფოტოგაახალგაზრდავებას;
“ჯორჯია პალასის” კერალა აიურვედა ცენტრი გთავაზობთ ტრადიციულ ინდურ პანჩაკარმა პროცედურებს:
- აბჰიანგამი;
- შიროდჰარა;
- კიჟი;
- ადვართანამი;
- ნასიამი;
- პიჟიჩილი;
- იოგა;

Georgia Palace Hotel საუკეთესო ადგილია კონფერენციებისა და წვეულებების გასამართად 4 სათათბირო ოთახი სრულად მოემსახურება 10-40 მონაწილეს, ხოლო საბანკეტო და საკონფერენციო დარბაზი "Petra" განკუთვნილია 400-მდე სტუმრისთვის.
პროფესიონალებისგან შემდგარი ჩვენი გუნდი დაგეხმარებით შეხვედრების,
კონფერენციების და წვეულებების ორგანიზებაში

 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.