გორგიას შესახებ
გორგია 1998 წელს დაარსდა, რითაც ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო მასალების გაყიდვების კუთხით ერთ-ერთი პირველი კომპანია გახდა. დღეს გორგია ამიერკავკასიაში წამყვანი, ყველაზე მსხვილი სამშენებლო და სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. კომპანიას აქვს მილების საკუთარი წარმოება. სადისტრიბუციო ქსელი საქართველოს მასშტაბით 2000-მდე მაღაზიას მოიცავს, კორპორატიული გაყიდვები კი 1000-მდე სამშენებლო ობიექტს ამარაგებს. გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით : ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი. |
ჰიპერმარკეტი გორგია
2014 წელს გორგიამ პირველად საქართველოს ბაზარზე 10 000 კვ. მეტრზე გახსნა სამშენებლო და სარემონტო მასალების პირველი ჰიპერმარკეტი. სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზიების სექტორში დღეს გორგია უპირობო ლიდერია და წარმოდგენილია ბაზარზე სამი მაღაზიით შემდეგ ქალაქებში : თბილისი, ბათუმი და ქუთაისი. ყოველდღიურად გორგიას 2000-ზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს. გორგიაში ყველაფერია რემონტისთვის და მშენებლობისთვის: კერამიკული ფილები, სააბაზანო მოწყობილობები, ავეჯი, ცენტრალური გათბობის სისტემები, სახურავები, ლამინირებული იატაკი, საღებავები, სამშენებლო ქიმია, ჭურჭელი და სხვა 25 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. გორგიას მთავარი მიზანია მისცეს მომხმარებელს უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოს ყველაფერი ერთ სივრცეში, მაქსიმალურად მშვიდ და კომფორტულ გარემოში, მისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.
გორგია პრემიუმი
გორგია პრემიუმი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის შეიქმნა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია პროდუქტების მაღალი ხარისხი და დახვეწილი, თანამედროვე დიზაინი. გორგია პრემიუმის შოუ-რუმში შესაძლებელია ევროპული ბრენდების შეძენა შემდეგი კატეგორიებიდან : აბაზანა და სველი წერტილები, იატაკი და ფილები, ავეჯი და კარები. საცალო გაყიდვების გარდა დიზაინის იდეიდან პროექტის რეალიზებამდე გორგია პრემიუმი აგრეთვე თანამშრომლობს : დიზაინერებთან, არქიტექტორებთან და დეველოპერებთან და ეხმარება მათ პროექტის ყველა ეტაპზე.
გორგიას უპირატესობა განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი და ძლიერი კორპორატიული გაყიდვებია. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია საქართველოს ბაზარზე და სრულად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები. კომპანიის სწრაფვა, გააუმჯობესოს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი, დადასტურებულია 2009 წელს მიღებული ISO სერტიფიკატით. მრავალწლიანი გამოცდილება, მრავალფეროვანი და ხარისხიანი საქონლის ასორტიმენტი, პროფესიონალი კადრები, მაქსიმალურად მოქნილი სერვისი - ეს არის გორგიას წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები, რის გამოც მომხმარებელი ირჩევს გორგიას!
|