ქართულ-ამერიკული გაცვლითი პროგრამების ცენტრი “Golden Bridge” კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2005 წლის 18 აგვისტოს.
“Golden Bridge” არის უცხოური საგანმანათლებო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგნელი საქართველოში. ეს ორგანიზაციები თავიანთი მთავრობების მიერ უფლებამოსილნი არიან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სტუდენტებს და ახალგაზრდა სპეციალისტებს შესთავაზონ გაიარონ სტაჟირება, ისწავლონ და იმუშაონ თავიანთი სპეციალობის სფეროში.
“Golden Bridge” – თანამოაზროვნე ადამიანთა ჯგუფია, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ ახალ თაობას მათი ოცნებების ასრულებაში. ჩვენ ვეხმარებით თანამედროვე ახალგაზრდობას მათი მიზნების მიღწევაში. ბევრი სტუდენტი და ახალგაზრდა სპეციალისტი უკვე გახდა ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროგრამების მონაწილე. ბევრი მათგანისათვის ცხოვრებამ ახალი იერ-სახე მიიღო, ისინი გახდნენ თვითდაჯერებულნი, დამოუკიდებელნი, მიზანდასახულნი. მათ მიიღეს ფასდაუდებელი ცხოვრებისეული გამოცდილება
|