- სკოლა მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო ადგილას, ოთხსართულიან კერძო შენობაში, მოსწავლეებისათვის სწავლისა და დასვენებისათვის საჭირო ყველა პირობით:ღია ვერანდებიანი ეზო, საჭყუმპალაო, სპორტული და საცეკვაო დარბაზი, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი.
- მოსწავლეები დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე შეისწავლიან ორ უცხო ენას, ხატვას, გობელენსა და ბატიკას, მუსიკას, ქართულ და ევროპულ ცეკვებს, აერობიკას, ჩოგბურთს, ცურვას.
- სწავლება იწარმოებს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. კლასებში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა 15- შეადგენს.
- მოსწავლეები საშინაო დავალებებს მოამზადებენ ადგილზე პედაგოგის ინდივიდუალური მეთვალყურეობის ქვეშ. თითოეულ მოსწავლესთან იმუშავებს ფსიქოლოგი. წელიწადში ერთხელ სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევით.
- კლასს ეყოლება აღმზრდელი "ძიძა", რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლის პირად ჰიგიენას, კვებას, და უსაფრთხოებას.
- სკოლა მოსწავლეებს დილა-საღამოს მოემსახურება ტრანსპორტით.
- სადილი და ვახშამი მომზადდება ადგილზე, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მრავალასორტიმენტიანი პროდუქტით.
- სკოლა ივნისი-ივლისის თვეში, დამატებით იმუშავებს დასასვენებელი კლასგარეშე პროგრამით.
- სკოლას მინიჭებული აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გენერალური ლიცენზია – აკრედიტაცია.
- სწავლებას წარუძღვებიან კვალიფიციური და სერტიფიცირებული პედაგოგები.
სკოლის ხელმძღვანელი: ფილიპე გოგიჩაიშვილი სახ. თბილისის იურიდიულ-ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორი, ფილოლოგი მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ია გუგუნავა
|