bigsale.ge
“ჯი ემ ეს” ჯგუფი
“ქინძმარაულის მარანი” –ს საფირმო ღვინის სახლი

  

ღვინის მაღაზიათა ქსელი

 

 

 

 


Back to Category
დამატებულია: 23.02.13
საქართველოს მეღვინეობის ძირძველ რაიონში, კახეთში, არსებობს ადგილი ქინძმარაული, რომელიც გახდა ცნობილი ქართული ღვინის სახელწოდების საფუძველი. ის მდებარეობს კავკასიონის მთების ძირში ალაზნის ველზე, რამელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ბუნებრივი და კლიმატური პირობებით. სწორედ აქედან, სიმბოლურ 2000 წელს, იწყება ჩვენი, – კომპანია `ქინძმარაულის მარანის” ისტორია.
ამჟამად კომპანია ფლობს დაახლოებით 500 ჰექტარ მიწას, საიდანაც 435 ჰექტარი გამოყოფილია ვენახისათვის, დაახლოებით 40 ჰექტარი კი განკუთვნილია კომუნიკაციებისა და ქარხნისათვის. 2003 წელს, კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა ღვინის ქარხნის მშენებლობას და დაასრულა აღნიშნული პროექტი 2005 წლის ბოლოს. ამჟამად ქარხანა აღჭურვილია არა მარტო უახლესი ტექნიკით (იტალიური კომპანიის `Della Toffola”, `Fimmer”) და ტექნოლოგიებით, არამედ თავისი დიზაინით იწვევს მრავალი სპეციალისტის აღფრთოვანებას. ქარხანაში არის ლაბორატორია (გერმანული ფირმის პროდუქცია `Gravitech”), რომელიც როგორც ღვინის, ასევე ყურძნის, წვენის და წყლის ნებისმიერი აუცილებელი ანალიზის ჩატარების საშუალებას იძლევა (ქიმიური, მიკრობიოლოგიური). ქარხანა აღჭურვილია ასევე მაღალხარისხოვანი ფრანგული მუხის (ფრანგული ფირმის პროდუქცია `Boutes”) კასრებით.

ქინძმარაულის მარანის პროდუქციის მიმდინარე დიაპაზონი შეიცავს მაღალი ხარისხის ღვინის 23 სახეობის ბრენდს, წითელი მშრალი, თეთრი მშრალი “კახური სამეფო” და წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი “ქინძმარაული ორიგინალი” ჩვენი კომპანიის ექსკლუზიური ბრენდებია, რომელთა წარმოება განვითარდა ანტიკური (ძველი) კახური ყურძნის ჯიშების და მევენახეობის ტრადიციების გამოყენებით. აღნიშნული პროდუქციისათვის განვითარებულია ტექნიკური სპეციფიკაცია, რომელიც დამტკიცებულია ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის “სამტრესტი”-ის მიერ.
ამ არაჩვეულებრივი ღვინოების საწარმოებლად კომპანია ამუშავებს შემდეგი ჯიშების ყურძენს:
1. რქაწითელი;
2. კახური მწვანე;
3. ქისი;
4. ხიხვი;
5. ვარდისფერი მუსკატი;
6. საფერავი;
7. კაბერნე სოვინიონი;
8. ბუდეშური;
9. ოცხანური საფერე.
მიწის ნაკვეთების შეძენა და ვენახების გაშენება ჩვენი კომპანიის მიერ ხორციელდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის სპეციალისტთა ხელშეწყობით და კონსულტაციებით.

 

 

 

 

 

 


 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.