ინფორმაცია საწარმოზე.
ჯი-ემ-პი პირველი ქართული ფარმაცევტული საწარმოა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით მუშაობს. საწარმო დაარსდა 1998 წელს. ჯი-ემ-პი-ში დანერგილია წამლის წარმოების საერთაშორისოდ აღიარებული GMP (Good Manufacturing Practice - სათანადო წარმოების პრაქტიკა) სტანდარტი, რომლითაც მუშაობს ყველა წამყვანი ფარმაცევტული საწარმო ევროპასა თუ ამერიკაში.
არაერთი საერთაშორისო აუდიტის დასკვნის საფუძველზე დადასტურდა, რომ ჯი-ემ-პი-ში მიმდინარე წარმოების პროცესები საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია და რომ ჯი-ემ-პი-ში წარმოებული მედიკამენტები ღირსეულ ადგილს იკავებს წამყვანი ევროპული თუ ამერიკული ფარმაცევტული საწარმოების მიერ წარმოებული ბრენდების გვერდით.
ჯი-ემ-პი იყო და დღემდე რჩება ერთადერთ ფარმაცევტულ საწარმოდ საქართველოში, რომელშიც მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სრული საწარმოო ციკლი (დაწყებული ნედლეულის მოძიებიდან, საბოლოო პროდუქტის წამლის წარმოებამდე), და რომელიც ფლობს GMP-ის სერტიფიკატს.
სერტიფიკატები
2004 წლიდან კომპანია ფლობს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობის სერტიფიკატს ISO 9001:2000;
2006 წელს ბრიტანული კომპანიის Heathside Information Services Ltd აუდიტის შედეგად კომპანიას მიენიჭა GMP (Good Manufacturing Practice) შესაბამისობის სერტიფიკატი.
2008 წლიდან ჯი-ემ-პის ლაბორატორია აკრედიტებულია ისო/იეკ ISO 17025 შესაბამისობაზე აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ.
2011 წელს გავიარეთ მეორე სასერტიფიკაციო აუდიტი და ამჟამად ვფლობთ ISO 9001:2008 შესაბამისობის სერტიფიკატს.
ტექნიკური აღჭურვილობა და პერსონალი
საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული და შვეიცარიული მანქანა-დანადგარებით;
საწარმოში ფუნქციონირებს უახლესი ლაბორატორია - თანამედროვე აპარატურით და აკმაყოფილებს GCP (Good Clinical Practice) და GLP (Good Laboratory Practice)მოთხოვნებს, რაც საშუალებას იძლევა მკაცრი სიზუსტით მოხდეს მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და ჩარატდეს ბიოექვივალენტობის კვლევების ბიოქიმიური და სტატისტიკური ნაწილი. ლაბორატორიის არსებობა კიდევ უფრო ზრდის მედიკამენტების ხარისხის კონტროლის შესაძლებლობებს.
საწარმოში ფუნქციონირებს კვლევებისა და განვითარების (R&D) განყოფილება, სადაც უახლესი ტექნოლოგიებით ხდება ახალი რეცეპტების, ანალიზური მეთოდებისა და ხარისხის კონტროლის მეთოდების შემუშავება. სწორედ ამ ლაბორატორიაშია შექმნილი ცნობილი ბრენდების - იმუნო რიცის, ვენო რიცის, ხონდრო-რიცის და სხვა რეცეპტურები.
საწარმოს სათავეში უდგას საერთაშორისო ხარისხის კონსალტინგის (International Quality Consulting Inc.) წარმომადგენელი საქართველოში, დასავლეთ გერმანული ხარისხის მართვის მასერტიფიცირებელი ორგანოს (TUV Cert (Germany) სერტიფიცირებული ხარისხის ოფიცერი, ევროპის GMP-სთან შესაბამისობის აკადემიის წევრი, ევროპის ქიმიური ინდუსტრიის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული GMP -ის აუდიტორი, ფარმაცევტული საწარმოს ხარისხის კონტროლის სისტემაში ევროპაში აკრედიტებული პასუხისმგებელი პირი (Qualified Person in Europe) - გიორგი ანთაძე.
ძირითადი მიმართულებები
ვაწარმოებთ ჯენერიული დასახელებების მედიკამენტებს მყარი ფორმებით - ტაბლეტებს, კაფსულებს, საშეტებში დოზირებულ ფხვნილებს.
ინოვაციური, ახალი თაობის მედიკამენტების წარმოება.
საწარმოს შექმნის იდეა და მიზანი თავიდანვე იყო ხელმისაწვდომი ყოფილიყო საქართველოს მოსახლეობისათვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საუკეთესო საშუალებები. საწარმომ კურსი თავიდანვე ევროპისა და ამერიკის ფარმაცევტულ ბაზარზე დანერგილი უახლესი თაობის, ეფექტური მედიკამენტების წარმოებაზე აიღო.
არსებობის 11 წლის მანძილზე ჯი-ემ-პი 138 დასახელების მედიკამენტს აწარმოებს.
ჯი-ემ-პის პროდუქცია მოიცავს მედიცინის თითქმის ყველა სფეროს - კარდიოლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, პედიატრია, ქირურგია, ფსიქიატრია და სხვა.
ჯი-ემ-პის ნუსხაში არის თანამედროვე, ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც უკანასკნელი წლების გაიდლაინების მოთხოვნებს პასუხობს.
ჯი-ემ-პი უკვე 11 წელია არსებობს, საწარმომ ქართველი და არამარტო ქართველი ექიმების ნდობა და მხარდაჭერა მოიპოვა. აქ წარმოებული მედიკამენტებით უკვე მილიონობით პაციენტმა წამრატებით იმკურნალა.
ჯი-ემ-პი წარმატებული ადგილობრივი წარმოების საუკეთესო, საჩვენებელი მაგალითია.
ჯი-ემ-პი - ქართული წამლის წარმატებული ექსპორტის მაგალითი.
დღეს კომპანია ახორციელებს 65 დასახელების მედიკამენტის ექსპორტს მსოფლიოს 9 ქვეყანაში, მათ შორის არის სასომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, ლიბია, სიერა ლეონე. საზღვარგარეთ განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობენ პრეპარატები - ლაქტო ჯი (გასტროენტეროლოგიური საშუალება), აზიმაკი (ანტიბიოტიკი), ტრიმეკორი ( გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალება). 2010 წლის მონაცემებით საზღვარგარეთ გაიყიდია 250 000 კოლოფი აზიმაკი, 770 000 კოლოფი ლაქტო ჯი, 150 000 კოლოფი ალერ ჯი, 100 000 კოლოფი ტრიმეკორი. მილიონზე მეტი უცხოელ წარმატებით მკურნალობს ჯი-ემ-პის მედიკამენტებით. უახლოესი გეგმებია ექსპორტი მოლდოვაში, ბელორუსიასა და ვიეტნამში. დაწყებულია რეგისტრაციის პროცესი ასევე ევროპის ქვეყნებში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რა მხრივაც დღეს საწარმო ვითარდება, სწორედ ექსპორტია.
კომპანიის არსებობისა და განვითარების ისტორიაში მე-2 ათწლეული დაიწყო და იგი ძირითადად ექსპორტზე არის მიმართული და გეგმავს ადგილობრივი კომპანიიდან გლობალურად გადაქცევას. ეს პროცესი დაწყებულია და სტატრი წარმატებულია. კომპანიის მიზანია ჯი-ემ-პის მაგალითზე ნიშნული ” დამაზადებულია საქართველოში” სანდო და ხარისხიანი პროდუქციის სინონიმად იქცეს, რაც ზოგადად ქართული ბრენდის იმიჯის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს. |