ინგლისური ენისა და სინქრონული თარგმნის შემსწავლელი ცენტრი
Back to Category
 

ჩვენს შესახებ
გოგა ასკურავას ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან  არის წარმოდგენილი. 
სასწავლო ცენტრში სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, რაც ხელს უწყობს მსმენელთა თვითდაჯერებულობას ინგლისურად მეტყველებისას და მთავარი უნარების (მეტყველება, მოსმენა, კითხვა და წერა) ეფექტიანად დაუფლებას.

სწავლების განსხვავებული  და უნიკალური მეთოდიკა გულისხმობს სინქრონული აპარატურის გამოყენებას სასწავლო პროცესში.

ჩვენი მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, მსმენელს არ უწევს ტექსტის დაზეპირება, ისინი სინქრონული აპარატურის გამოყენებით თარგმნიან აღნიშნულს. მსმენელმა რომ შეძლოს ტექსტის სინქრონული თარგმნის მეთოდით ჩაბარება, ამისთვის – ტექსტი საფუძვლიანად უნდა ქონდეს გარჩეული, შესწავლილი ყველა მისთვის უცნობი სიტყვა და წინადადების წყობა. ეს ყოველივე კი უზრუნველყოფს გააზრებულად შეისწავლო უცხო ენა და მიღებული ცოდნა წარმატებით გამოიყენო პრაქტიკაში.

ბევრის აზრი მოგვისმენია-  „იმისთვის რომ დაეუფლო სრულყოფილად უცხო ენას ამისთვის აუცილებელია საზღვარგარეთ სწავლა“. უცხოეთში წასული ადამიანი ხვდება იმ გარემოში სადაც მას უწევს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ექმნება ის გამოუვალი სიტუაცია, სადაც იძულებულია დაიწყოს საუბარი უცხო ენაზე.

ჩვენი მეთოდი რაც სინქრონული აპარატურის თანხლებით სწავლებას გულისხმობს, სწორედ მსგავსი გამოუვალი მდგომარეობის შექმნაა ხელოვნურად, გექმნებათ ის გარემო სადაც მაქსიმალურად მობილიზებული ხდებით რომ დაიჭიროთ და გაიგოთ მოსაუბრის ყოველი სიტყვა და შესაბამისად გამოიტანოთ წინადადების აზრი.

ჩვენი ცენტრის სასწავლო პროცესში პედაგოგები იყენებენ ბ-ნ გოგა ასკურავას  გრამატიკის გამარტივებულ სახელმძღვანელოს და სავარჯიშო რვეულს, რომელიც შედგენილია წლების განმავლობაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების  გათვალისწინებით.

ინგლისურის შესწავლა ზუგდიდშ

 

ინგლისურის შესწავლა ბათუმში  - English language in Batumi
ინგლისურის შესწავლა თბილისში - English Language  in Tbilisi
საკონფერენციო აპარატურა - 
სინქრონული თარგმანი;
თარგმანი; 
თარჯიმანი;
კონფერენცია;
translation,
 equipment and conference logistics 
Simultaneous Interpreter;


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.