გაბიონი
GABIONI

  

გაბიონების კონსტრუქციები

ქუთაისი, ნიკეას მე-7 ჩიხი №1

+995 599 755 817; 571 252 777

+995 8431 233 795

gurami47@gmail.com

www.gabioni.ge   www.gabioni.blogspot.com
www.gabioni.narod2.ru

Back to Category
 
დამატებულია: 23.06.14

100 წელზე მეტია რაც გაბიონური კონსტრუქციები გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა სახის გეოეროზიული პროცესების შეჩერების მიზნით, გზების რკინიგზის და მილსადენების მიწაყრილების მოწყობისას, საძირკვლების გასამაგრებლად, ხიდების ბურჯებთან მდინარის ფსკერის გამორეცხვისაგან დასაცავად, ლანდშაფტების კეთილმოწყობის, მდინარის კალაპოტის მიმართულების შენარჩუნების ან შეცვლის მიზნით, კაშხალების მდინარეებისა და საზღვაო ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის, ზვავსაშიში ფერდობების დატერასებისა და სტაბილიზაციისათვის, საავტომობილო და სარკინიგზო ტრასების დასაცავად ზვავებისა და ქანების დაცურებებისაგან.

გაბიონი - სამშენებლო ელემენტია, რომელიც მზადდება ორმაგი გრეხვის მეთოდით მოქსოვილი ბადისაგან, ბადის უჯრას ექვსკუთხა ფორმა აქვს (8X10 სმ.) და გაწყვეტის შემთხვევაში ინარჩუნებს კონსტრუქციის მედეგობას რღვევის მიმართ ორმაგი გრეხვით ქსოვის გამო.
გაბიონს აქვს მართკუთხა ყუთის ფორმა სიმაღლით 0.5-1.0 მ. სიგრძით 1.0-4.0 მ. და სიგანით 1.0 მ. ყუთისმაგვარი გაბიონები დაყოფილია ტიხრებით, რომლებიც უზრუნველყოფენ კონსტრუქციის სიმტკიცეს და აიოლებენ სამუშაოებს ქვის ჩაწყობისას.

მშენებლობის დამთავრების შემდეგ გაბიონური ნაგებობა ხდება უფრო მტკიცე, მასში ხდება მტვერისა და გრუნტის ნაწილაკების აკუმულირება, რაც მცენარეთა აღმოცენების საშუალებას იძლევა და გაბიონური ნაგებობა ლანდშაფტის ბუნებრივ ელემენტად გვევლინება, ამასთანავე ხასიათდება კარგი წყალგამტარიანობით და ნიადაგის დაწევის შემთხვევაში შეუძლია შეინარჩუნოს პირვანდელი ფორმა.

გაბიონური ნაგებობების პროექტირება და მშენებლობა ბევრად ეკონომიურია მასიური რკინა-ბეტონის კონსტრუქციებთან შედარებით.

იყიდება უკრაინული წითელი ფერის ფასადის მოსაპირკეთებელი აგური. ვალერი 591 140 078


 

 

 

 

 

 

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.