(ა)იპ “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის” და ტრეინინგ-ცენტრ ELCml-ის ერთობლივი პროექტი: „ინგლისური ენის უფასო სწავლების კურსები“.
ELCml-ი აცხადებს რეგისტრაციას მოსწავლე ახალგაზრდებისათვის ზოგადი ინგლისური ენის სწავლების უფასო კურსებზე.
ორგანიზაცია გეგმავს უფასო სწავლების ჯგუფების გახსნას შემდეგი დონეების მიხედვით:
-
Beginner
- Elementary
დონის განსაზღვრა:
ინგლისური ენის შესწავლის მსურველების დონის განსაზღვრა მოხდება ტესტირებისა (Placement Test) და გასაუბრების შედეგად.
სწავლების მეთოდები:
შემუშავებული პროგრამა ეყრდნობა ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდიკას, რომელიც მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) განვითარებასა და ჩამოყალიბებას.
სწავლება უფასოა!
სწავლების ხანგრძლივობა: სამი თვე, 36 გაკვეთილი.
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა ან დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ორგანიზაციის ოფისში, შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, გალაქტიონ ტაბიძის 3/5 (სამოქალაქო რეესტრის წინ), VI სადარბაზო, III სართული;
ტელ.: (+995 32) 2933881 ; (+995 599)560348; (+995 790) 560348.
ელ-ფოსტა: info@elcml.ge
ვებ-გვერდი: www.elcml.ge
კურსები:
ზოგადი ინგლისური ენა
ზოგადი ინგლისური ენის კურსები შედგება ენის შესწავლის სამი ძირითადი: დამწყები, საშუალო და უმაღლესი ეტაპისაგან. დამწყები და საშუალო ეტაპები იყოფა ქვე-დონეებად: დამწყები: Beginner, Elementary საშუალო: Pre-intermediate, Intermediate, Upper Intermediate უმაღლესი: Advanced . დაწვრილებით...
პროფესიული პროგრამები : ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით
საწარმოში მომხდარი ოპერაციების დოკუმენტური გაფორმება და მათი რეგისტრებში ასახვა, რაც ესოდენ აუცილებელია ყველა საწარმოს ეფექტურად მუშაობისათვის. იგი შეისწავლის საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებას. ფინანსური ინფორმაციის ძირითადი არსი და მთავარი მიზანი არის საწარმოს მიმდინარე ფინანსური მდგომარეობისა და წარსული საქმიანობის შედეგების გადმოცემა. აღნიშნული ინფორმაცია ეხმარება მის მომხმარებლებს დასახოს მიზანი და სწორი მოქმედების გეგმა.
ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები საშუალებას იძლევა ამაღლდეს ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მაჩვენებლები და ეკონომიკური ინფორმაცია მისი მომხმარებლისათვის უფრო საიმედო და ობიექტური გახდეს. კურსის შესწავლის შედეგად შემსწავლელი შეძლებს წარმართოს საწარმოში ბუღალტრული საქმიანობა საერთაშირისო სტანდარტებით, ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად. დაწვრილებით...
საბანკო, საფინანსო და სადაზღვევო საქმე
საგანმანთლებლო პროგრამის დანიშნულებაა ფართო მსმენელს გააცნოს საბანკო საქმე, ძირითადი ფაქტორები და რეგულირების გზები, მისცეს მათ საბანკო სფეროში პროფესიული ორიენტაციის შესაძლებლობები.
ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემაში “საბანკო საქმე” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ხასიათის დისციპლინაა. საბაზრო ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში წარმატებული ეკონომიკური საქმიანობა დიდადაა დამოკიდებული მოცემული სფეროს სათანადო განათლების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფაზე. განვითარებული ფულად-საკრედიტო ზოგადად კი, საბანკო სისტემის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური სისტემის სტაბილურობა და მდგრადობა.
სასწავლო კურსი მსმენელს მისცემს ცოდნას იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო საბანკო ბიზნესის ეფექტიანი მართვისათვის და რა პრობლემები წარმოიშობა საბანკო სფეროში. ტრეინინგ კურსი მსმენელს დაეხმარება საბანკო საქმის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. დაწვრილებით...
თვითდასაქმების მენეჯმენტი
საგანმანათლებლო პროგრამის დანიშნულებაა ფართო მსმენელს გააცნოს ბიზნეს გარემო, ძირითადი ფაქტორები და რეგულირების გზები. ასევე მისცეს მათ სამეწარმეო სფეროში და თვითდასაქმებაში პროფესიული ორიენტაციის შესაძლებლობები.
ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემაში “მცირე ბიზნესის მენეჯმენტი” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ხასიათის დისციპლინაა. მას განსაკუთრებული როლი ენიჭება საქართველოს ეკონომიკური რეალიების გათვალისწინებით, რადგან კრიზისულ ვითარებაში მყოფი პატარა ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური წინსვლისათვის, მცირე ბიზნესის განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია.
დისციპლინის სწავლების პროცესში მცირე ბიზნესი განიხილება, როგორც საქმიანობის დამოუკიდებელი სფერო, რომლის წარმატებეული მართვისატვის საგანგებო უნარ-ჩვევებია აუცილებელი. კერძოდ, მარკეტინგის, მატერიალური მომარაგების, ფინანსური ანალიზის, რისკების შეფასების, საქმიანი ეთიკისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები.
სასწავლო კურსი მსმენელს მისცემს ცოდნას იმის შესახებ თუ რა არის საჭირო კერძო ბიზნესის ეფექტიანი მართვისთვის და რა პრობლემები წარმოიშვება ამ გზაზე. სასწავლო კურსი მსმენელს დაეხმარება თვითდასაქმების მენეჯმენტის უნარჩვევების გამოუმუშავებაში. დაწვრილებით...
მედია მენეჯმენტი
სასწავლო პროგრამა მედია მენეჯმენტში:
უფასო სტაჟირებით ტრეინინგ-ცენტრ ELCml-ის პარტნიორ ტელე და ბეჭდური მედიის ორგანიზაციებში დასაქმების პერსპექტივით! დაწვრილებით...
ტრეინინგები:
ტრეინინგი TKT ტესტის ჩასაბარებლად ტრეინინგ-ცენრტი ELCml-ი გთავაზობთ კემბრიჯის უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო ტესტის TKT-ის მოსამზადებელ კურსს და სტაჟირებას ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის.
TKT არის ინგლისური ენის სწავლების უნარის ტესტი, რომელიც მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იმ პირთათვის რომელთა მშობლიური ენა არ არის ინგლისური. TKT საშუალებით მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ სწავლების ძირითად მეთოდებს, რაც აუცილებელია ინგლისური ენის სწავლებისათვის. დაწვრილებით...
ტრეინინგი სამსახურის მაძიებელთათვის
ტრეინინგ-ცენტრი ELCml გთავაზობთ ტრეინინგ პროგრამას CV, რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის წერის და გასაუბრების ტექნიკები ტრეინინგ პროგრამა მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებელს მიაწოდოს ძირითადი ინფორმაცია (CV), რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის შედგენისა და გასაუბრების ტექნიკის უნარ–ჩვევების გამომუშავება–დახვეწის შესახებ. დაწვრილებით...
სწავლა საზღვარგარეთ :
სწავლა ბრიტანეთში
2011 წლის 1 აგვისტოს ტრეინინგ-ცენტრ ELCml–სა და Oxford House College-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ELCml-ის შემსწავლელებს გახდნენ Oxford House College-ის კურსდამთავრებულები და დაეუფლონ სასერთიფიკატო პროგრამებს.
ასევე, ინგლისური ენის მასწავლებლებს ეძლევათ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებად ჩამოყალიბების, მათი პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარების და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის შეძენის შესაძლებლობა. დაწვრილებით...