რესტორანი "ძველი სახლი" 2001 წელს გაიხსნა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. რესტორანი გამოირჩევა ქართული ეთნოგრაფიული დიზაინითა და ხეში გამოთლილი ინტერიერით. თქვენს განკარგულებაშია ტრადიციული სამზარეულოს ფართო ასორტიმენტი, საუკეთესო ქართული ღვინო და ქართული ნაციონალური შოუ-პროგრამა ცოცხალი შესრულებით. ძველ სახლში შესვლისთანავე აღმოჩნდებით XIX-XX საუკუნეების ძველ თბილისში: ქართული აგურით მოპირკეთებული გალავანი, ნამდვილი ქართული ეზო-კარი, ოდა- სახლები და ქვით ნაგები ბუხარი. დარბაზის კედლებზე გამოფენილია ქართული ისტორიული საბრძოლო იარაღები და საყოფაცხოვრებო ნივთები.
რესტორნის ეზოში შესვლისას უცხოელ სტუმრებს მასპინძელი ეგებება, რომელიც მათ დაათვალიერებინებს და მოკლედ აუხსნის ქართული სამზარეულოს ტრადიციებს (არყის გამოხდის პროცესი და დეგუსტაცია, თონეში პურის გამოცხობა, ლორის შებოლვა, მწვადის შამფურზე შეწვა და სხვა)
ძირითადი დარბაზი მასპინძლობს 110 სტუმარს. ეზოში განცალკევებული 8 დარბაზი. ზაფხულის ცხელ დღეებში საშუალება გაქვთ ესტუმროთ ღია ტერასას, რომელიც (ზამთარში გათბობით) 80 სტუმარზეა გათვლილი. რესტორანში ასევე 2 ვიპ - დარბაზია.
რესტორანი მუშაობს ყოველდღე: 12:00 სთ-დან ბოლო სტუმრის წასვლამდე
სამზარეულო მუშაობს: 12:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე
მუსიკალური პროგრამა: 20:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე
დუქანი „ძველის სახლი“ ამავე სახელწოდების რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა 2004 წელს.
მყუდრო გარემოში თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული სუფრის უგემრიელესი კერძები. თქვენს თვალწინ მომზადებული ხინკალი და შამფურზე მადისაღმძვრელად აშიშხინებული მწვადი საქეიფო განწყობას შეგიქმნით. დილით ადრე, ნაბახუსევზე შეგიძლიათ ეწვიოთ დუქანს და მიირთვათ ხაში ან სხვა წვნიანი კერძი. ფონური მუსიკა და კომფორტული ინტერიერი შეგიქმნით სასიამოვნო განწყობილებას.
თბილ ამინდში გიმასპინძლებთ დუქნის კომფორტული ტერასა, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ მტკვარზე გადაშლილი პანორამით.
დუქანი მუშაობს ყოველდღე: 09:00 სთ-დან 21:00სთ-მდე;
მისამართი: მტკვრის მარჯვენა სანაპირო 3.
|