მრავალფუნქციური კომპლექსი ”დონა პალასი” შედგება საცხოვრებელი კორპუსის 4 ბლოკისგან. მიწის ფართობი შეადგენს 10693 კვ/მ და მთლიანი საცხოვრებელი ფართი არის 19150 კვ/მ.
- I ბლოკი - 7+1 სართული;
- II ბლოკი - 9+1 სართული;
- III ბლოკი - 12+1 სართული;
- IV ბლოკი - 7+1 სართული;
0.00 ნიშნულს ქვევით 4 სართულზე აშენებულია ავტოსადგომები, გათვლილი 280 ერთეული ავტომანქანაზე.
”დონა პალასი” მდებარეობს ქალაქ თბილისის ერთერთ უძველეს უბანში, ორთაჭალაში, გორგასლის ქ. №40. ”დონაპალასის” მდებარეობა გაძლევთ საშუალებას დატკბეთ ულამაზესი ხედებით, მდინარე მტკვარი, კრწანისის მთები, სამების ეკლესია და სხვა, ისუნთქოთ კრწანისის მთებიდან მომავალი სუფთა ჰაერი და ისიამოვნოთ სიმშვიდით. ტერიტორია გამოირჩევა განსაკუთრებული კლიმატით - შედარებით გრილი ზაფხულით და თბილი ზამთრით, კრწანისის მთები ამცირებს ქარის ქროლას. ეზო შეადგენს 3000 კვ/მ სადაც განლაგებულია სტადიონი და რამოდენიმე სკვერი, შეგიძლიათ გაერთოთ, ისეირნოთ და დაისვენოთ.
პროექტი ”დონა პალასი” თბილისის სხვა საცხოვრებელი სახლებისგან გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურით. ფასადის დიდ ნაწილზე გამოყენებულია დგარ-რიგელიანი (ორმაგი მინაპაკეტი) სისტემა, რომელიც განსაკუთრებულ კომფორტს უქმნის მაცხოვრებელს.
შენობის მონოლითური რკინა-ბეტონის მზიდი კონსტრუქციები გაანგარიშებულია 8 ბალიან სეისმურობაზე.
მშენებლობაზე გამოყენებულია მაღალი ხარისხის უკრაინული წარმოების არმატურა და ბ-25 (მ-330) მარკის ბეტონი.
გარე პერიმეტრზე, ბინებს შორის და ტიხრებში გამოყენებულია მაღალი ხარისხის პემზობეტონის ბლოკი, რომელიც გამოირჩევა დაბალი თბოდანაკარგებით და მკვეთრად ამცირებს ქუჩიდან შემომავალ ხმაურს. გარე პერიმტრი - 30 სმ, ბინებს შორის - 20 სმ, ტიხრები - 10 სმ.
ფასადის დიდ ნაწილზე გამოყენებულია დგარ-რიგელიანი (ორმაგი მინაპაკეტი) სისტემა, რომელიც დამზადებულია ანუდირებული ალუმინის კორპუსისგან, მინა არის სარკისებური და ნაწრთობი.
ფასადის დანარჩენი ნაწილი მოპირკეთებულია მაღალი ხარისხის ქვით.
კორპუსებში დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის ”ომსანის” ფირმის ლიფტები
კიბის უჯრედები და სადარბაზოები - მოპირკეტებული, შელესილი და შეღებილი.
ბინაში შესასველი ლითონის კარი დამზადებულია საქართველოში, გამოყენებულია 2მმ. ორმაგი ლითონის ფურცლები და მაღალი ხარისხის საკეტი. |
|