კომპანია "დემირკოლ"-ი დაარსდა 1993 წელს. იგი პირველი სატრანსპორტო კომპანიაა, რომელმაც საქართველოში განახორციელა გრუპაჟული გადაზიდვები.
დღევანდელ ბიზნეს გარემოში საიმედო პარტნიორის პოვნა დიდ როლს თამაშობს თქვენი საქმიანობის წარმატებაში. დემირკოლის სამუშაო გამოცდილება, მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, ინდივიდუალური მიდგომა და მომხმარებელზე სრულად მორგებული პირობები, თქვენი საქმიანობის წარმატების გარანტიაა. ასევე დაგეხმარებით თურქეთის წამყვან კომპანიებთან მოლაპარაკებებსა და სასურველი პროდუქციის შეძენა-ჩამოტანაში.
შ.პ.ს "დემირკოლ ლოჯისტიკ"-ი ახორციელებს გრუპაჟულ და მთლიან გადაზიდვებს, თურქეთიდან საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. ასევე შიდა გადაზიდვებს საქართველოში. მაქსიმალურად მოკლე დროსა და თქვენთვის ხელსაყრელ ფასებში.
|