დელტა ლერნინგი
კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყარო სწრაფად ვითარდება და დღევანდელობაში უახლესი ტექნოლოგიები შემოაქვს. ტექნოლოგიების საფუძვლების სრულყოფილი ცოდნა და უნარ-ჩვევები აუცილებელია მიმდინარე პროგრესის ფეხდაფეხ მისაყოლად.
სწავლებისა და სერთიფიკაციის ცენტრი - ”დელტა ლერნინგი” დაფუძნებულ იქნა კომპიუტერული და პროფესიული განათლების გავრცელებისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიზნით.
საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარზე “დელტა ლერნინგი” მომხმარებელთა დაცვისა და შემოთავაზებული მომსახურების უმაღლესი დონის უზრუნველყოფის მიზნით სისტემატურად ქმნის და ანახლებს პროფესიულ სასწავლო კურსებსა და სასერთიფიკაციო გამოცდებს. ტრეინინგებისა და გამოცდების მუდმივი განახლების გზით იგი უზრუნველყოფს პროფესიონალების ცოდნის მუდმივ შევსებასა და განვითარებას, რაც ამაღლებს მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.
დელტა ლერნინგის მიდგომა
დელტა ლერნინგი“-ს მიერ შემოთავაზებულ საგანმანათლებლო მომსახურებაში ჩვენ მეტ ფოკურსირებას ვახდენთ სწავლებაზე და არა ტრეინინგზე.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა შეძლოს თავისი ძლიერი მხარეების გამოვლენა. ინდივიდუალური მიდგომა და ოპტიმიზირებული სასწავლო გრაფიკი გვაძლევს საუკეთესო შედეგს ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებაში.
დელტა ლერნინგის უპირატესობები
- მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორები ”დელტა ლერნინგი”-ს დიდი უპირატესობაა მისი მაღალკვალიფიციური უცხოელი და ადგილობრივი ტრენერების გუნდი, რომლებსაც ერთდროულად გააჩნიათ, როგორც თანამედროვე განათლება და სწავლების მეთოდოლოგიის ცოდნა, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების, მენეჯმენტის და წამყვან სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება (CCIE, VCP, RHCP, Adobe, PMP, MCDA, MCTS, 1C Bitrix და სხვ. სერთიფიკაციებით).
- საუკეთესო აუდიტორიები და ლაბორატორია ჩვენი აუდიტორიები აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და პროგრამული უზრუნველყოფით. ჩვენი პროგრამები და ტრენერების მიერ შემუშავებული სიმულაციური ქეისები ქმნიან ოპტიმალურ გარემოს სწავლისა და გამოცდილების შესაძენად კონკრეტულ პროფესიულ სფეროში
- თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდები ”დელტა ლერნინგი”-ს მიერ შემოთავაზებული საგანმანათლებლო მომსახურების ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს თითოეული მსმენელის შესაძლებლოებისადმი ინდივიდუალური მიდგომა. სასწავლო კურსებისა და სასერთიფიკაციო გამოცდების ფართო სპექტრის შემოთავაზების გზით ჩვენ ვპასუხობთ პროფესიული, ბიზნეს, აკადემიური თუ ზოგადად ტექნოლოგიებით დაინტერესებული აუდიტორიის ყველა მოთხოვნას ტექნოლოგიების სფეროში
გადახდა
სწავლის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, კურსის დაწყებამდე. მას შემდეგ, რაც შეარჩევთ სასურველ სერთიფიკაციის პროგრამას ან ტრეინინგის კურსს, ჩვენს ოფისში აიღებთ ინვოისს. ამ ინვოისით თქვენ მიმართავთ ბანკს, რომ დაფაროთ შერჩეული პროგრამისა თუ კურსის ღირებულება. გადახდისას ბანკი გადმოგცემთ გადახდის ქვითარს, რომელსაც ჩვენ მოგვაწვდით.