ანსამბლ დები გოგოჭურების წევრები დიდი ხევსურული ოჯახის წარმომადგენლები არიან. მათ ოჯახში სიმღერას დიდი ხნის ისტორია აქვს. ოჯახის მუსიკალური ტრადიცია გააგრძელა გოგოჭურების ათმა წარმომადგენელმა. ესენი იყვნენ: ნათია, მარიამ, ქეთევან, თამარ, მზექალა (მორჩილი ნინო), რუსუდან, გიორგი, მანანა და იმედა. ბოლო პერიოდში კი თორღვა გოგოჭური შეემატათ.
2006 წლიდან დები გოგოჭურები დამოუკიდებლად აგრძელებენ მოღვაწეობას, ანსამბლში ამჟამად ოთხი წევრია: მარიამ, ქეთევან, თამარ, მანანა გოგოჭურები. ისინი სისტემატიურ მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა ფესტივალსა და ფოლკლორულ საღამოებში. 2009 წელს დებმა ჩაატარეს პირველი სოლო კონცერტი.
დები გოგოჭურები მღერიან, როგორც მთის მელოდიებზე ახლად შექმნილ სიმღერებს, ასევე აღადგენენ ძველ ხევსურულ ფოლკლორს, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის მათ ბებოს მარიამ ჭინჭარაულს.
2010 წელს დებმა გამოსცეს პირველი ალბომი ,,სად დაგიჩოქო არაგვო". ალბომში შესული სიმღერები ჩაიწერა 2009 წელს ხევსურეთში, მუცოსა და შატილის კოშკებში (ბუნებრივ პირბებში). გერმანელი ხმის რეჟისორი იულიან რაბიუსის მიერ ტურისტული კომპანია თებულო-ტურის დახმარებით.
2010 წელს დები გოგოჭურები გახდნენ ,,საპატრიარქოსთან არსებული დები გოგოჭურების საოჯახო ანსამბლი". |