„ცეკვის აკადემიის“ ჩამოყალიბება ასეთი ფორმით როგორც პროფესიუნალური ქორეოგრაფიული სასწავლებელი, არის პირველი პრეცენდენტი, რომელიც ცდილობს მიუახლოვოს ერთმანეთს ელიტარული და მასის კულტურა, ფანტაზია და რაციონალიზმი, ტრადიციული კულტურა და თანამედროვე ხელოვნება, მხატვრობა, მუსიკა და ქორეოგრაფია. იგი გამოირჩევა თავისი ნოვატორული მიდგომით, მასშტაბითა და პროფესიული დონით, აქამდე საქართველოში მყოფ სხვა ცეკვის სტუდიებთან მიმართებაში... რომლის თვალსაჩინო მაგალითი არის „ცეკვის აკადემიის“ უფროსი თაობა.
„ცეკვის აკადემია“ წარმოადგენს იმ მასშტაბურ საცეკვავო სასწავლებელს, რომელშიც გაერთიანებული არიან ასობით ადამიანი, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
„ცეკვის აკადემია“ წარმოადგენს ხელოვნების ამ დარგის ამგვარ მასშტაბის პირველ მოვლენას საქართველოში და უფრო მეტიც, მთელს კავკასიაში.
„ცეკვის აკადემიის“ ასეთი სახით წარმოდგენა არის პირველი პრეცენდენტი საქართველოს ქორეოგრაფიის საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიაში. ამრიგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ პიონერები, ასეთი საცეკვაო აკადემიის ჩამოყალიბებაში. |