კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
მზარდი გამოცდილება 1999 წლიდან

  

ტრეინინგ ცენტრი

თბილისი, ოთარ ჩხეიძის ქ. №5

+995 32 220 67 74/75

ctc@ctc.org.ge; thea.kekelia@ctc.org.ge

facebook.com/ctc.org.ge

www.ctc.org.ge
Back to Category
 
დამატებულია: 24.05.17
არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამა (NPM) ონლაინ კურსი

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) დაინტერესებულ პირებს იწვევს  არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის  სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციისათვის. პროგრამა მომზადდა და ტარდება CTC -ის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროგრამა სრულად ფინანსდება EWMI ACCESS-ის პროექტის მიერ და მონაწილეებისათვის მისი გავლა უფასოა.

არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის ონლაინ კურსი წარმოადგენს CTC-ს არსებული არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამის ნაწილს და მისი მიზანია პროგრამა ხელმისაწვდომი გახადოს სფეროთი დაინტერესებული უფრო მეტი ადამიანისთვის.

არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის ონლაინ კურსი დაეხმარება მონაწილეებს:
- გაიღრმავონ ცოდნა ზოგადი მენეჯმენტისა და არამომგებიანი ორგანიზაციების მართვის სფეროში;
- გაეცნონ საინტერესო პრაქტიკულ მაგალითებსა და ორგანიზაციის მართვის ძირითად ინსტრუმენტებს;
- გაანალიზონ არამომგებიანი ორგანიზაციების მართვის სფეროში დაგროვილი გამოცდილება და გამოიყენონ მიღებული ცოდნა როგორც ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად, ასევე მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად.

არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის ონლაინ კურსის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან სამ სასწავლო მოდულს:
1. არამომგებიანი ორგანიზაციები - ღირებულებები და სტრატეგია.
კურსის გავლა საშუალებას მისცემს მონაწილეებს მენეჯმენტის პერსპექტივიდან გაანალიზონ არამომგებიანი ორგანიზაციები, გამოიყენონ სტრატეგიული მართვისა და დაგეგმვის ინსტრუმენტები და ხელი შეუწყონ ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებებს.
2. არამომგებიანი ორგანიზაციების პროექტების ეფექტური მართვა.
კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ მიზანზე ორიენტირებული განვითარების პროექტების დაგეგმვას, განხორციელების პროცესის მართვას, მონიტორინგისა და ხარისხის შეფასების ეფექტური სისტემების დანერგვას
3. სოციალური მარკეტინგი და ფონდების მოძიება
კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ შეიმუშაონ ინტეგრირებული კომუნიკაციებისა და ფონდების მოძიების სტრატეგია, დასახონ კომუნიკაციის მიზნები, შეაფასონ მიმდინარე ან განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობა მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში.

აღნიშნული სამი სასწავლო მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი. ამასთან ერთად, ონლაინ კურსის წარმატებულ მონაწილეებს 2017 წლის შემოდგომიდან CTC ასევე შესთავაზებს მოკლე ონლაინ კურსებს შემდეგ საკითხებზე:
• ადვოკატირება საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის
• ადამიანური რესურსების მართვა
• არამომგებიანი ორგანიზაციის ფინანსები
• ლიდერობა და თანამონაწილეობა ორგანიზაციის განვითარებისთვის

მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ პირებს:
• რომლებიც ამჟამად ჩართულები არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობაში და აქვთ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში საქმიანობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
• რომელთა წარმდგენ საზოგადოებრივ ორგანიზაციას აქვს საქმიანობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება და გააჩნია მიმდინარე პროექტ(ებ)ი;
• არიან მოტივირებული აქტიურად ჩაერთონ კურსის მსვლელობაში;
• გააჩნიათ საბაზისო კომპიუტერული უნარები და შეუზღუდავი წვდომა ინტერნეტთან (აგრეთვე შესაძლებელია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში (www.cce.ge) არსებული კომპიუტერული ცენტრებით სარგებლობა).

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნეთ მისამართზე: vacancy@ctc.org.ge

სარეგისტრაციო ფორმების მიღების ბოლო ვადაა 28 მაისი, 2017 წელი.

კურსი დაიწყება ამა წლის  15 ივნისს  და დასრულდება ოქტომბერში.  

პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან შედგება წინასწარი გასაუბრება. 
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში:  220 67 74; 220 67 75

 

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი გთავაზობთ სასწავლო კურსებს, ტრენინგებსა და კონსულტაციებს მენეჯმენტისა და საქმიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებზე. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ პროფესიული მართვის პრაქტიკის განვითარებას საქართველოში.
CTC–ის მომსახურება გამიზნულია ყველა სახის ორგანიზაციისთვის, კერძოდ:
არამომგებიანი საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
საჯარო დაწესებულებები;
ბიზნეს კომპანიები;
ასევე ინდივიდები, რომელთაც საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება სურთ.

რითი გამოირჩევა CTC–ის ტრენინგი?
ზრდასულთა სწავლების პრინციპებზე აწყობილი;
პრაქტიკაზე ორიენტირებული ჩვენი მიდგომაა – ცოდნა უფრო პრაქტიკული
ვიდრე თეორიული;
მოკლევადიანი და ეფექტიანი.

ჩვენ გთავაზობთ:
- ღია სტანდარტული კურსები
(კურსების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე www.ctc.org.ge).
- შეკვეთილი კურსები – იგეგმება ცალკეულ კლიენტებთან მოლაპარაკების საფუძველზე.
ტრენინგების ჩატარება შესაძლებელია სამ ენაზე: ქართული, ინგლისური და რუსული.


CTC- ის ტრენინგ ცენტრი:

ღია კურსები ტარდება CTC-ის კუთვნილ ტრენინგის ცენტრში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ რაიონში, მშვიდ გარემოში მდებარეობს.
აქ სასწავლო კურსების ორგანიზებისთვის ყველა პირობაა შექმნილი: ტრენინგისათვის განკუთვნილი თანამედროვე დარბაზები, საჭირო აღჭურვილობა, კომფორტული გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება და კეთილგანწყობა.

ორგანიზაციის მართვა
- მენეჯერის სამუშაო.
- ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა და შიდა აუდიტი.
- სამუშაო პროცესების დაგეგმვას და ოპტიმიზაციას.
- მენეჯერის თვალით დანახული მომსახურება.
- ეფექტური მომსახურების უნარები.

ადამიანური რესურსების მართვა
- პერსონალის სამუშაო შესრულების შეფასება;
- ლიდერობა და მართვის სტილი.
- გუნდური მუშაობა.

პროექტების მართვა
- განვითარების პროექტების დაგეგმვა და განხორციელება
- ბიზნეს პროექტის მართვა

პიროვნული სამუშაო კომპეტენციები
- როგორ გავაკეთოთ ეფექტური პრეზენტაცია.
- ტრენერების ტრენინგს
- დროის მართვა
- წარმატებული ადმინისტრატორის უნარებით

ექსკლუზიურად საზოგადოებრივი და საჯარო ორგანიზაციებისათვის
- არასამეწარმეო ორგანიზაციის ფინანსურ მართვა
- საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ ფონდების მოძიება
- საზოგადოებრივი ორგანიზაციის გამგეობის ეფექტური მუშაობა.
- საჯარო პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმვის ტრენინგს

ექსკლუზიურად მცირე ბიზნესის წარმოებით დაინტერესებულ პირთათვის და ორგანიზაციებისთვის
- ბიზნესის დაგეგმვა და ადმინისტრირება მცირე მეწარმეებისათვის
- გაყიდვების უნარ-ჩვევები

ჩვენ გთავაზობთ კონსულტაციას შემდეგ საკითხებზე :
- ადამიანური და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების შეფასება და ორგანიზაციული განვითარების დაგეგმვა
- სტრატეგიული დაგეგმარება
- ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა ISO 9001:2002-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად
- მართვის სისტემებისა და პროცესების შიდა აუდიტი
- ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შეფასება და გაუმჯობესება
- პროექტის დიზაინი და საპროექტო განაცხადის შედგენა
- ბიზნეს გეგმის შედგენა
- მომსახურების სტანდარტების შემუშავება

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.