bigsale.ge
mTavari kategoriebi reklama saitze siaxleebi kontaqti personalisTvis servisi TqvenTvis

 

საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი

 

კატეგორია:     განათლება

მისამართი:    თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ.180

ტელეფონი:   +995 32 341134; 341540; 342685

ფაქსი:             +995 32 343179

ელ. ფოსტა:    mamukia28@posta.ge

ვებგვერდი:    www.citt.ge

  
ფოტო კატალოგი

 

Category

საქმიანობა / შემოთავაზება

ინსტიტუტი დაარსდა 1929 წელს. ინსტიტუტის მისიაა განათლების მუშაკთა პროფესიული განვითარება და სხვადასხვა სპეციალობის მქონე უმაღლესი განათლების დიპლომიანი პირების გადამზადება პედაგოგებად.
ინსტიტუტში მუშაობს პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის, მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის, უცხო ენების, ქიმია-ბიოლოგიის, ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის, სკოლამდელი და დაწყებითი განათლების კათედრები. ინსტიტუტს აქვს, აგრეთვე, თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის ლაბორატორია, სამოქალაქო განათლების ცენტრი.
ინსტიტუტში მოღვაწეობს 70 თანამშრომელი. მათგან 40 კითხულობს ლექციებს, ატარებს სემინარებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ტრენინგ-კურსებს ინსტიტუტის ან სკოლის ბაზაზე პედაგოგებისთვის, სკოლის ადმინისტრაციის მუშაკებისთვის, თემის ლიდერებისთვის და ა.შ. ინსტიტუტში მზადდება და გამოიცემა მოსწავლეთა სასწავლო მასალები, მასწავლებელთა სახელმძღვანელოები, დამხმარე მეთოდიკური ლიტერატურა, ტესტები და სხვა.
ინსტიტუტი წარმატებით თანამშრომლობს დონორ ორგანიზაციებთან, ფონდებთან, არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან (მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდი, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, გლობალური ფონდი და სხვა), რათა განახორციელოს ინოვაციური პროგრამები საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირებისთვის.
ინსტიტუტის იურიდიული სტატუსია “შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება”. შენობას გააჩნია 2277 კვ. მეტრი ფართობი აუდიტორიებითა და ლაბორატორიებით განათლების მუშაკთა პროფესიული განვითარების კურსებისა და პედაგოგთა გადამზადების კურსების ჩასატარებლად.

დამატებულია: 27.11.09

                            Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
               შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.
             ვებ უზრუნველყოფა: ზვიად ძნელაძე