სასტუმრო ”კედარი” მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს სამთო-სათხილამურო კურორტ დაბა ბაკურიანში. ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის რაიონში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე, მიდამოები შემოსილია წიწვოვანი, უმეტესად ნაძვნარი ტყით. ბაკურიანში თქვენ გელით მთის ჰავა, რომელიც ცნობილია სამკურნალო თვისებებით, მზის ხანგრძლივი ნათება. აქ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ დიდველის და კოხტაგორის საბაგირო გზებით.
- 25 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით ერთი ადამიანი- 80 $ ( 3 ჯერადი კვებით,შვედური მაგიდა)
შესაძლებელია 15 % იანი ფასდაკლება,იმ შემთხვევაში თუ დამსვენებელი ერთდროულად აიღებს 3 ნომერს ან სასტუმროში გაჩერდება 7 დღეზე მეტ ხანს.(ერთი ადამიანი- 70 $)
- 15 იანვრის შემდეგ ერთი ადამიანი 70 $,(3 ჯერადი კვება,შვედური მაგიდა)ასევე მოქმედებს ფასდაკლებები, თუ გადაწყვეტენ დასვენებას 10 კაციანი ჯგუფი,ან 7 დღეზე მეტ ხანს. ერთი ადამიანი- 60 $ ფასდაკლებით.
- 15 თებერვლიდან მარტის ბოლომდე ერთი ადამიანი 60 $ (3 ჯერადი კვება შვედური მაგიდა). ფასდაკლება მოქმედებს ჯგუფის შემთხვევაში.ერთი ადამიანის ფასი -50 $
ჩვენს სასტუმროს აქვს:
- თხილამურების გაქირავება
- ბურანი
- ცხენი
საასტუმროს ასევე ემსახურება ერთი ტაქსი,რომელიც უზრუნველყოფს ტურისტების გადააგილებას
რესტორანი:
სასტუმრო ”კედარში” შემოგთავაზებენ, ქართულ, ევროპულ და ლიბანურ კერძებს, განუმეორებელი ქართული ღვინით ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების დიდი ასორტიმენტით. სასტუმრო ”კედარს” გააჩნია უმაღლესი დონის სერვისი-რუმსერვისი.
ძვირფასო სტუმრებო, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის!
|