bigsale.ge

  

კინო კლუბი

თბილისი, ქიაჩელის ქ. №9

+995 32 990551

+995 55 117422

info@cache.com.ge

www.cache.com.ge
Back to Category
 
 
დამატებულია: 01.11.10

კინო კლუბი კაშე დაარსდა 2006 წელს. გახსნის დღიდან კინო კლუბი სარგებლობს მაღალი პოპულარობით თბილისში. სახლის ტიპის და შინაურული ატმოსფეროს კლუბი ბევრისთვის მართლაც გახდა მეორე სახლი და ყოველდღიური თავშეყრის ადგილი.

ინდივიდუალური მყუდრო ოთახები (გთხოვთ იხილოთ სურათები გალერეაში) მაღალი ხარისხის აუდიო აპარატურით, პროექტორით და სამ მეტრიანი ეკრანით გაძლევთ საშუალებას თქვენი მეგობრების გარემოცვაში განმარტოვდეთ და უყუროთ ნებისმიერ ფილმს თქვენი გემოვნებით. ჩვენს კინო ფილმთა ბაზაში თავს იყრის ექვს ათასამდე სხვადასხვა ჟანრის ფილმი. ბაზა ყოველდღიურად ახლდება, ახლად გამოსული მხატვრული ფილმებით. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ფილმები და დაჯავშნოთ ოთახები როგორც ტელეფონით ასევე ამ ვებ გვერდის საშუალებით. ფილმებით რომლებიც განთავსებულია ვებ გვერდზე არ შემოიფარგლება ჩვენი კინო კლუბის კოლექცია. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე. ასევე შესაძლებელია რომ ჩვენ თქვენთვის სპეციალურად მოვძებნოთ ფილმი რომელსაც ეძებდით. უახლოეს მომავალში ამუშავდება ჩვენი ახალი სერვისი კინო ფილმები სახლში მიტანის სერვისი.

ასევე თქვენს განკარგულებაშია მყუდრო კუპეები თბილისის არაჩვეულებრივი ხედით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ საუცხოო კერძები და მრავალფეროვანი კოქტეილები.
კინო კლუბი " კაშე"  – ესაა საუკეთესო ადგილი მეგობრებისა და კინო მოყვარულთა თავშეყრისათვის.
საუკეთესო არჩევანი ყოველდღიური რუტინისაგან თავის დაღწევისა და განტვირთვისათვის.
საუკეთესო საშუალება გამოტოვებული თუ ახლად შექმნილი კინო შედევრების ხილვისათვის.
ჩვენი დამატებითი სერვისების გასაგებად გთხოვთ იხილოთ სიახლეების გვერდი.

ჩვენ მომხმარებლები ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან.

 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.