|
დამატებულია: 26.04.11 |
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი-საქართველოს კურორტოლოგიის,ფიზიოთერაპიის,რეაბილიტაციის და სამკურნალო ტერიზმის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი.
ცენტრი არც სტანდარტული პოლიკლინიკაა არც საავადმყოფო ეს არის ბუნებრივი ფაქტორებით - სამკურნალო- მინერალურ - გოგირდოვანი წყლითა და სამკურნალო ტალახით აღჭურვილი თანამედროვე კეთილმოწყობილი სამკურნალო დიაგნოსტიკური და რაც მთავარია სარეაბილიტაციო დაწესებულება, რომელიც დღეს სრულიათ განახლებული და აღდგენილი გამოირჩევა სხვა სამედიცინო ობიექტებისაგან იმით, რომ აქ ხდება მკურნალობა და რეაბილიტაცია ბუნებრივი, ფიზიკური ფაქტორებისა და მედიკამენტების შერწყმით კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობით და თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურის გამოყენებით, ასევე ჩვენთან ვიკვლევთ კურორტოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებს მეცნიერულ დონეზე
ჩვენთან მოსული ადამიანების განკარგულებაშია ბალნეოთერაპიული განყოფილება ( ტალახით, მინერალური წყლით მკურნალობა- სხვადასხვა მეთოდებით ) - აქვე გამოიყენება წიწვის, მარგალიტოვანი აბაზანები, წყალქვეშა და მშრალი დჭიმვის პროცედურები- წონის კორექციის კაბინეტები, სადაც აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია სპეციალური მასაჟების ( ყავის, თაფლის, შოკოლადის ) ეფექტური გამოყენებით. ჩვენსავე ცენტრში წარმოებს- ბავშვთა კინეზოთერაპია, მასაჟები ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვებისათვის, ტაილანდური მასაჟი მაღალ კვალიფიციურ დონეზე, პლანტარული მასაჟი ( ტერფებით) და ა.შ.
ჩვენთან სიახლეა!...
|
|
|