bigsale.ge

  

გამომცემლობა

თბილისი, გრ.რობაქიძის გამზ.№7

+995 32 272 54 99

bakmipublishing@gmail.com

www.bakmi.ge
Back to Category
 
 
განახლებულია: 31.01.18

გამომცემლობა "ბაკმის" მთავარი მიზანია:
ქართული ეროვნული მწერლობის ღირსეული მსახურება.
მკითხველი საზოგადოებისადმი მიწოდებული წიგნების მაღალმხატვრული დონე და გამოცემის საერთაშორისო სასტანდარტო ხარისხი.
ყმაწვილი და ახალგაზრდა თაობების მწიგნობრული აღზრდა, ენციკლოპედიურ ცოდნასთან მიახლოება, სწორი ენობრივი მეტყველება და აზროვნების ჩამოყალიბება.
გამომცემლობის ყველა წიგნი იბეჭდება მხოლოდ საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიგრაფიულ კომბინატებში.
მხატვრული ლიტერატურა:
- სერია: სასკოლო ბიბლიოთეკა (30 ტომი)
- საბავშვო (მოლაპარაკე წიგნები, აუდიო-სიდის თანხლებით)
- შემეცნებითი
- პოეზია
- სასულიერო
- თარგმანები
- მემუარები, წერილები

 

 

გამომცემლობა "ბაკმი" გთავაზობთ, ასევე:
"მოლაპარაკე ანბანი"

ეს ხატოვანი და მოლაპარაკე წიგნი დაგეხმარებათ ადვილად შეისწავლოთ ინგლისური ანბანი:
• დაათვალიერე სახალისო ნახატები
• მოისმინე ინგლისური ასოები და სიტყვები
• ისწავლე ინგლისურად წერა

 


 

 

 

ბასტი-ბუბუ – პირველი ქართული მუსიკალური წიგნი კარაოკე – მიკროფონის თანხლებით

ამ საოცარი წიგნის საშუალებით ქართველ ბავშვებს პირველად ეძლევათ საშუალება, აირჩიონ წიგნში შესული სიმღერები და მიკროფონის საშუალებით თავად შეასრულონ იგი.
წიგნში შესულია შვიდი ცნობილი ქართული საბავშო სიმღერები, რომელთა ტექსტი და მუსიკალური არანჟირება ეკუთვნის კომპოზიტორ მაკა აროშიძეს: ,,ციცინათელები”, ,,კამფეტების თოვლი”, ,,თუ-თუ-თუ”, ,,საქათმე”, ,,კარუსელი”, აგრეთვე კომპოზიტორ ინოლა გურგულიას ორი უკვდავი სიმღერა: ,,ოდელია” და ,,იაო-უაო”.

კატეგორია: საბავშვო – მუსიკალური ლიტერატურა
ფორმატი: 23.0X52.0
გვერდების რაოდენობა: 16
ყდა: მაგარი
ბეჭდვა: ფერადი
გამოცემის თარიღი: 2011
ISBN 978-9941-426-00-1

გოდერძი ჩოხელი – ,,ოთხი რომანი”

წიგნში შესულია გოდერძი ჩოხელის ოთხი რომანი: ,,ადამიანთა სევდა” ,,სულეთის კიდობანი” ..წითელი მგელი” ,,მღვდლის ცოდვა” აგრეთვე ის რჩეული მოთხრობები, რომელთა ერთ წიგნად გამოცემას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ოცნებობდა ავტორი.

სერიალი: `ქართული პროზის შედევრები~
ფორმატი: 15.5X23.0
გვერდების რაოდენობა: 768
ყდა: მაგარი, სუპერით
გამოცემის თარიღი: 2011
ISBN: 978-9941-426-11-7

 

ლევან სანიკიძე – ,,უქარქაშო ხმლები” – ტომი I (წიგნი I-II)

ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი
,,ბაკმისეული” გამოცემა წინა გამოცემებისაგან გამოირჩევა უხვი ფოტომასალითა და რუკებით, რომლებიც საგანგებოდ იქნა მოძიებული როგორც საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სამსახურში, აგრეთვე კერძო პირთა კოლექციაში.


სერიალი: `ქართული ისტორიული რომანი~
ფორმატი: 20.0X29.0
გვერდების რაოდენობა: 676 + 64გვ. ფერადი ჩანართი
ყდა: მაგარი, სუპერით
გამოცემის თარიღი: 2011
ISBN: 978-9941-426-09-4

 

 

გთავაზობთ უნიკალურ გამოცემას! ყველა დროისა და ყველა თაობის სამაგიდო წიგნი - შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი".
ექსკლუზიური გამოცემა მხოლოდ თქვენთვის!

დღემდე სრულიად უცნობი ორი ქართველი მხატვრის მიერ XVIII საუკუნეში შესრულებული საერო აღმოსავლური მინიატურა - ე.წ. წერეთლისეული ნუსხა.
წიგნი წარმოადგენს თანამედროვე დიზაინისა და უმაღლესი პოლიგრაფიული ხარისხის ურთიერთშერწყმის იშვიათ ნიმუშს.
სწორედ ამგვარი წიგნები ხდებიან მომავალში იშვიათნი და რარიტეტულნი.

გამოვიდა "სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედიის"  ორტომეულის I ტომი.
წიგნის ავტორები არიან: ზაზა აბზიანიძე _ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ქეთევან ელაშვილი _ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

გამოცემის თემატიკაც, სტრუქტურაც და უაღრესად მდიდარი საილუსტრაციო მასალაც, პირველ ყოვლისა, ახალგაზრდა მკითხველზეა გათვლილი. სწორედ ამ ცნობისწადილით გამორჩეულ აუდიტორიას განსაკუთრებით დააინტერესებს სიმბოლოს იდუმალი ბუნება. მისი ფსიქოლოგიური და ეზოტერიკული ასპექტი, ყოველივე ეს ენციკლოპედიაში წარმოჩენილია მსოფლიოს ძირითად კულტრულ ტრადიციათა მაგალითზე. ამ მრავალფეროვან ფონზე მკაფიოდ ჩანს ქართული კულტურის ფენომენისა და სიმბოლოთა სისტემის განუმეორებელი თავისებურებანი.
სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედის I ტომს მინიჭებული აქვს ლიტერატურული პრემია _ პარნასი,  ნომინაციაში: წლის საუკეთესო წიგნი .

 

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.