კომპანია "ბადენის" ძირითადი პრინციპი თანამდროვე ტექნოლოგიები, ხარისხის კონტროლის თანამედროვე სისტემა და ფალსიფიცირების გარეშე მშენებლობაა. ამ საკითხებში "ბადენს" უკვე აქვს ავტორიტეტი.
კომპანია ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან შემოვიდა. იგი საქართველოში ცემენტის მშრალი მეთოდით წარმოების პიონერი ფირმის "ევროცემენტის" შვილობილი კომპანიაა და მის საქმიანობას ცემენტისა და ბეტონის წარმოება და მშენებლობა შეადგენს. "ბადენი" ამზადებს მონოლითური ბეტონისათვის საჭირო ორდინალურ და სპეციალურ ცემენტებს. კომპანიამ ასევე აითვისა თანამედროვე მონოლითური მშენებლობისათვის სითბო და ბგერესაიზოლაციო ბეტონის დამზადების ტექნოლოგია, რომელსაც უნიკალური ქართული მასალების გამოყენებით ხორციელდება. "ბადენის" მიერ დამზადებული ორდინალური ცემენტი გამოყენებულია წმ.სამების ტაძრის მშენებლობაზე, ასევე ახალი აეროპორტის, სასტუმრო "რედისონის" და "კრუიზის", ხოლო სპეციალური ცემენტი გამოიყენეს მცხეთაში ატომური რეაქტორის კონსერვაციის სამუშაოებზე და კონიაკის ისტორიული ქარხნის რეკონსტრუქციისას ფერადი ბეტონის დასამზადებლად. კომპანიას საამაყოდ მიაჩნია, მათ მიერ დამზადებული 500 მარკიანი ბეტონით თბილისი-ერევნის რკინის გზაზე ავარიული ხიდის რეკონსტრუქცია ჩატარდა. კომპანია აღჭურვიულია ბეტონის სამი ,თანამედროვე ტექნოლოგიით მომუშავე "შვინგ შტეტერის" კვანძებით. პროდუქცია სერთიფიცირებულია და ხარისხის კონტროლს ექვემდებარება, რასაც აკრედიტირებული ლაბორატორია ემსახურება, სადაც ცემენტისა და ბეტონის ხარისხის ტესტირება (EN). ვეროსტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. "ბადენი" ამაშიც პიონერია. “ბადენის” მიერ მიწოდებული სასაქონლო ბეტონით ბევრი ცნობილი ქართული და უცხოური კომპანია სარგებლობს.
კომპანია "ბადენის" საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ბინათმშენებლობაა. ამჟამად კომპანია აშენებს საცხოვრებელ სახლებს ვაშლიჯვარში და საბურთალოზე. და თვითონვე ამზადებს ბინათმშენებლობისათვის საჭირო ატრიბუტებს _ შემავსებელ ბლოკებს და მეტალო-პლასტმასისა და მეტალის კარ-ფენჯრებს.
ბეტონი, პომპა, ღორღი, ქვიშა, ცემენტი, რკინა-ბეტონი |
|