bigsale.ge
ავერსი-ფარმა

  

ფარმაცევტული კომპანია

თბილისი, დავით აღმაშენებლის №148/2

+995 32 298 78 60; 225 00 99

+995 32 291 19 06

info@aversi.ge

www.aversi.ge
   
Back to Category
 
დამატებულია: 04.03.16

ფარმაცევტული კომპანიებისა და მაიკროსოფტ საქართველოს ერთობლივი პრესკონფერენცია

4 მარტს, 11:00სთ–ზე ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ფარმაცევტული კომპანიების (ავერსი, პე ეს პე და ჯიპისი) მიერ მაიკროსოფტის ლიცენზიების შეძენას. მაიკროსოფთან ურთიერთობის დამყარების და ხელშეკრულების გაფორმების  მხარდამჭერი და ხელის შემწყობი გახლავთ SLS (Software LicensingService ) წარმომადგენლობა.

პრესკონფერენციას დესწრებიან:
მაიკროსოფთ საქართველოს გენერალური დირექტორი: ნიკოლოზ დობორჯგინიძე
ავერსის გენერალური დირექტორი: ირაკლი ფურცელაძე
პე ესპე აფთიაქისდირექტორი: კახაბერ ფანჩულიძე
ჯიპისის ფინანსური დირექტორი: ვახტანგ დოლიძე
SLS (Software LicensingService) გენერალური დირექტორი: გუგა ტერელაძე

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" 1994 წელს დაარსდა. მედიკამენტების შემოტანით დაწყებული ბიზნესი, ფარმაცევტული ქსელის დაფუძნების წინსვლად იქცა. კომპანიის მასშტაბი თანდათან გაფართოვდა. ავერსი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია. დღეს მისი სააფთიაქო ქსელი 200-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს. თუმცა კომპანიის საქმიანობის არეალი აქ არ სრულდება _ შეიქმნა ფარმაცევტული საწარმო "ავერსი-რაციონალი", დაიწყო მასშტაბური პროექტი _ "ავერსის კლინიკათა" ქსელის მშენებლობა. მსოფლიო დონის კლინიკები უკვე გაიხსნა მარნეულში, რუსთავში, ლანჩხუთში, გორში და თბილისში გაიხსნა ავერსის ცენტრალური კლინიკა. "ავერსის" მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის ნაკარნახევი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ კომპანიამ საზოგადოებაში ქველმოქმედის სახელი დაიმკვიდრა. სოციალურად დაუცველი ფენების მხარში დგომა და დახმარება "ავერსის" მესვეურთა კეთილი ნების გამოხატულებაა. 
კომპანია დღეს საქართველოში ერთ-ერთ უდიდესი გადამხდელია. მას ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი შეაქვს.

 

 

 

 

 

 


 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.