შპს "საქართველოს საერო სამხატვრო აკადემია ხელოვნების უმაღლესი სკოლა" დაარსდა 1991 წელს.მომავალი შემოქმედი საკუთარი თავის ძიებასა და აღმოჩენის პროცესს აქ რამდენიმე დარგში ერთდროულად აწარმოებს, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, მოდელირება, ბატიკა, თექა, გობელენი. ჩვენ კურსდამთავრებულთა შორის გახლავთ ცნობილი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე, მოქანდაკე ბესიკ სოლომონაშვილი, ფერმწერი ელენე მარშანია და ა. შ.
2000 წლიდან აკადემიასთან დაარსდა II- III საეხურის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა, სადაც მოსწავლეს ეძლევა საშუალება სკოლის პროგრამასთან ერთად
სურვილისამებრ შეისწავლოს ფერწერა, ბატიკა, თექა, გობელენი, რაც მოსწავლეს უყალიბებს საფუძველს შემდგომი პროფესიული მომზადებისთვის და უქმნის წინაპირობას მომავალი არჩევანის გაკეთებასა და კარიერის დაგეგმვაში.
სკოლაში მუშაობს ხელოვნების სტუდიები:
- ფერწერა-- პედაგოგი ია მეტრეველი
- ტანსაცმლის მოდელირება--პედაგოგი თამარ გოთუა
- თექა--პედაგოგი თამარ გოთუა
- ქანდაკება-- პედაგოგი თამაზ გოთუა
მიიღე სკოლის ატესტატთან ერთად სამხატვრო აკადემიის სერთიფიკატი!
|