გეპატიჟებათ ახალი სასტუმრო “არმაზი პალასი” თბილისის უძველეს და ულამაზეს უბანში, ავლაბარში, მეტროდან 50 მეტრში.
სასტუმროს აივნებიდან თქვენ დაინახავთ თბილისის ძველი უბნების საოცარ ხედებს, ქართული არქიტექტურის თანამედროვე და ძველ საოცრებებს: სამების საკათედრო ტაძარს, პრეზიდენტის რეზიდენციას, ნარიყალას და მთაწმინდის ულამაზეს ადგილებს.
სტუმარს შეუძლია ტრანსპორტის და დამატებითი ხარჯების გარეშე, ფეხით მოიაროს თბილისის ძველი, ისტორიული ადგილები. 300-დან 500 მეტრის რადიუსში, გაისეირნოს ქალაქის ცენტრალურ უბნებში: შარდენზე, რუსთაველზე, სადაც მდებარეობს ცნობილი მუზეუმი, თეატრები, რესტორნები და გასართობი ადგილები.
სასტუმროდან ქალაქის ცენტრამდე მიხვალთ 3 წუთში, ხოლო აეროპორტამდე - 15 წუთში.
სასტუმრო ოთხსართულიანია. მოიცავს 10 კომფორტაბელურ ნომერს. ყველა მათგანს აქვს ღია აივანი საუკეთესო ხედებით. ნომრები აღჭურვილია აბაზანებით, კონდიციონერებით, გათბობის სისტემით, უფასო ინტერნეტით, სატელიტური ტელევიზიით და ტელეფონებით.
ჩვენ სასტუმროში თქვენთვის გარანტირებულია მშვიდი და მყუდრო გარემო დასვენებისთვის და საქმიანი ვიზიტისთვის. |