კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ

  

სოციალური თერაპიის სახლში

თბილისი, ტეტელაშვილის ქ. №5

+995 32 277 63 07

+995 32 277 54 85

info@apnsc.ge

apnsc dayhome

www.apnsc.ge
Back to Category
 
       
დამატებულია: 15.11.11

ჩვენი ორგანიზაცია 1990 წელს დაარსდა. სადღეისოდ მისი სტრუქტურული ერთეულები და რეგულარული აქტივობებია:
• სოციალური თერაპიის სახლი
• ქაღალდის სოციალურ - თერაპიული სახელოსნო
• გამომცემლობა ,,აწმყო“
• სასწავლო კურსები სოციალურ თერაპიაში
სოციალური თერაპიის სახლში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები და ზრდასრულები ჩართულნი არიან შრომით, მხატვრულ-თერაპიულ და კულტურულ საქმიანობებში, რომლებიც დროში რიტმულად არიან განაწილებულნი. სახელოსნოებში მზადდება პროდუქცია, რომელიც ნამდვილად ხარისხიანია, გამოსადეგი და საჭირო სხვა ადამიანებისთვის. სოციალური თერაპიის სახლში რვა სახელოსნოა, სადაც 51 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი საქმიანობს. ესენია: საქსოვი, სადურგლო, მინისტამბა-საამკინძაო, სანთლების, შემოქმედებითი და ქაღალდის გადამამუშავებელი სახელოსნოები, ბაღი და სამზარეულო.

სადურგლო
სადურგლო აწარმოებს ყოფით ნივთებს: ბოსტნეულისა და პურის დასაჭრელ დაფებს, სამარილეებს, ქვაბის სადგამებს, კოვზებს, ასევე ასაწყობ და მოძრავ სათამაშოებს, დეკორატიულ თაროებს. პროდუქცია ძირითადად წიფლისგან მზადდება. ნაწარმი ხარისხიანი, გამძლე და პრაქტიკულია.

მინი სტამბა-საამკინძაო
მინი სტამბა-საამკინძაო ამზადებს სხვადასხვა სახის ბეჭდვით და საკანცელარიო ნაწარმს: წიგნებს, ბროშურებს, ჟურნალებს, რვეულებს, ბლოკნოტებს, პასპარტუებს, სავიზიტო, მისალოც, საქორწილო და სხვა ბარათებს, სახელოსნო იღებს დაკვეთებს:
- პოლიგრაფიული ბეჭდვა
- თერმული აკინძვა
- ზამბარული აკინძვა
- ლამინირება
- სკანირება
- დიზაინი-დაკაბადონება
- ბეგოვკა-პერფორაცია
- თერმოგრაფია
- წიგნებისა და ფოტოების რესტავრაცია

სანთლების სახელოსნო
სანთლების სახელოსნო ამზადებს ცვილისა დ პარაფინის სხვადასხვა ფორმისა და ფერის სანთლებს. სანთლები მაღალი ხარისხის მასალისაგან არის დამზადებული, ისინი დიდ ხანს იწვიან და იდუმალებასა და სიმშვიდეს სძენენ გარემოს.

კურსის მიზანია სოციალ-თერაპევტების აღზრდა, რათა მათ შეძლონ ურთიერთობა და მუშაობა განვითარების შეფერხების მქონე ახალგაზრდებთან და ზრდასრულებთან როგორც ყოფით, ისე შრომით პირობებში. სწავლება მოიცავს თეორიულ კურსს, მხატვრულ საქმიანობებს და პრაქტიკულ მუშაობას კავშირის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური თერაპიის სახლის სახელოსნოებში.

ბაზისური კურსი სოციალურ თერაპიაში

კურსის მიზანია სოციალ-თერაპევტების აღზრდა, რათა მათ შეძლონ ურთიერთობა და მუშაობა განვითარების შეფერხების მქონე ახალგაზრდებთან და ზრდასრულებთან როგორც ყოფით, ისე შრომით პირობებში. სწავლება მოიცავს თეორიულ კურსს, მხატვრულ საქმიანობებს და პრაქტიკულ მუშაობას კავშირის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური თერაპიის სახლის სახელოსნოებში.
სწავლება მოიცავს თეორიულ კურსს, მხატვრულ საქმიანობებს და პრაქტიკულ მუშაობას კავშირის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური თერაპიის სახლის სახელოსნოებში.
თეორიული კურსი დაეთმობა შემდეგ თემებს:
- ადამიანი, როგორც ფიზიკურ-მშვინვიერ-სულიერი არსება
- ადამიანი, როგორც განვითარებადი არსება. დაბადება და გარდაცვალება
- ადამიანის ბიოგრაფიული განვითარების ფაზები
- ცნობიერების ფორმები
- ხატოვანი და ცნებითი ცნობიერება
- შეფერხება განვითარებაში და მისი ფორმები
- საზოგადოება, როგორც სამწევრა ორგანიზმი
- ორგანიზაციის განვითარების ფაზები
- სოციალური სენსიტიურობის გამომუშავება
- განვითარების შეფერხების მქონე ადამიანების სოციალური ინტეგრაცია და მათი უფლებების დაცვა

Our organization was found in 1990. At present its structural units and regular activities are:
• Dayhome of Social Therapy
• Papers’ Social-therapy workshop
• Publishing House “Atsmko”
• Courses in Social Therapy
At Dayhome of Social Therapy and Socialtherapeutic Paperworkshop disabled youth and adults are involved in labor, art therapy and cultural activities, which are rhythmically planned in time. The workshops produce the production which is useful, needed and of high quality. There are eight workshops at Dayhome of Social Therapy where 51 disabled persons are working. These workshops are: wool, wood, printingshop-paperworkshop, candle, creative and paper recycling workshops, garden and the kitchen.

Wood workshop produces household things:bread and vegetable cutting boards, saltcellars, pot stands, spoons, also movable, puzzle toys and shelves. Production mainly is made from beech. Products are of high quality and very practical.
Printingshop - paperworkshop prepares different kind of printing and stationery products: books, brochures, magazines, notebooks, visit cards, greeting cards, special frames.

Workshop takes orders:
- Poligraphic design printing
- Thermal pinning
- Spring pinning
- Scanning
- Design
- Desktop publishing
- Restoration of the books and the photos
- Creasing, folding (t.i. Bigovka) and perforation
- Thermographic printing

Candle workshop creates natural bee-wax and paraffin candles of different shapes and colors. Candles are made by high quality material, that insures their burning for a long time.


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.