ADEKO
ადეკო

  

საერთაშორისო გადაზიდვები


თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. №73
+995 32 290 55 99


ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. №32
+995 0349 24 30 34

info-tbilisi@adeko.ge    info-poti@adeko.ge

www.adeko.ge
Back to Category
 
დამატებულია: 21.11.16

შპს“ადეკო“ დაარსდა 2007 წელს. დაარსების დღიდან ჩვენი კომპანია მიზანმიმართულად და სტაბილურად ვითარდება, რისი დასტურიც არის ტვირთბრუნვის და კლიენტების ყოველწლიური ზრდა. მომსახურების სფეროების და არეალის გაფართოებამ მოგვცა საშუალება საიმედო პარტნიორის იმიჯით ღირსეული ადგილი დაგვემკვიდრებინა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენი კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:
- აგენტირება
- დეკლარირება
- ექსპედირება
- კონსულტაცია
- საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვების უზრუნველყოფა, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვები
- საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციებისათვის ოპტიმალური მარშრუტის და ფინანსურად მომგებიანი ვარიანტის შერჩევა ყოველ ტრანზაქციაზე და მათი ზედამხედველობა
- დამკვეთთან შეთანხმებულ ვადებში ექსპორტ-იმპორტის დაგეგმარება და მის განხორციელებასთნ დაკავშირებული სერტიფიკატებისა და ნებართვების მოპოვება შესაბამის ორგანოებში
- საბაჟო დეკლარაციის შედგენა-აკრედიტაცია შესაბამის საბაჟო ორგანოში და ყველა სხვა საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფა (დაბაჟება-განბაჟება)
- ტვირთის დაზღვევა და მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის მოგვარება.

ჩვენი მომსახურება დაზღვეულია ყველა ეტაპზე, რითაც კლიენტს ვაძლევთ გარანტიას თუნდაც ობიექტურად წარმოშობილი შესაძლო დანაკარგის აზღაურებაზე.
თავისი გამოცდილებით, მაღალი კვალიფიკაციით და პროფესიონალი კადრებით ჩვენი კომპანია ცდილობს მაქსიმალურად სრულყოფილად განახორციელოს შუამავლის ფუნქცია კომპანიის კლიენტსა და საქართველოს საბაჟო და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის, ასევე ყველა სხვა უცხოურ კომპანიასთან რომლებთანაც ურთიერთობა აქვთ ჩვენს კლიენტებს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მზად ვართ ვუზრუნველყოთ თქვენი კომერციული გეგმების განხორციელება მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილში, თქვენი ოფისიდან გაუსვლელად ვიყოთ თქვენი წარმომადგენელი როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო კერძო იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო სტრუქტურებში. მზად ვართ ავიღოთ სრული პასუხისმგებლობა თქვენი ტვირთების ტრანსპორტირების უზრუნველყოფაზე, აგენტირებაზე, ლოჯისტიკა - ექსპედირებაზე და საბაჟო გაფორმებაზე თქვენი ოფისიდან გაუსვლელად.

ასევე მზად ვართ გაგიწიოთ უფასო კონსულტაცია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაში, შემოგთავაზოთ ყველაზე კონკურენტუნარიანი ტარიფები ზემოთ აღნიშნული პროცედურების უზრუნველსაყოფად და ვუპასუხოთ თქვენს მიერ დასმულ ყველა დამატებით კითხვებს, რაც უკავშირდება ზემოთაღნიშნულ მომსახურებას.

 

 

 

 

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.